იცით თუ არა

როგორ გაჩნდა ამერიკაში სასაფლაოზე სადილობისა და დასვენების ტრადიცია?

funtime

14:00 სამ. 4 მაისი

სასაფლაოზე სადილობის და
დასვენების ტრადიცია
უცხოეთში
14
დაკოპირებულია

მე-19 საუკუნის აშშ-ში სასაფლაოებზე ნამდვილი პიკნიკები ეწყობოდა. ეს ტრადიცია განსაკუთრებით პოპულარული მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო.

სასაფლაო, როგორც დასვენების ზონა

მე-19 საუკუნეში შეერთებულ შტატებში ადამიანები სასაფლაოებზე ხშირად დასასვენებლად და სასადილოდ იკრიბებოდნენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ იმ დროს ბევრ მუნიციპალიტეტს პარკები და დასასვენებელი ადგილები არ ჰქონდა, სასაფლაოების ტერიტორიები კი ყოველთვის კარგად მოვლილი იყო და თანამედროვე პარკებს ჰგავდა.

ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში, სადღესასწაულო კაბებში გამოწყობილი ქალები საფლავებს შორის ქოლგების ქნევით დასეირნობდნენ და ახალგაზრდა ყმაწვილებს უღიმოდნენ.
ნიუ – იორკში, წმინდა პავლეს ეკლესიის ეზოში დაინახავდით ადამიანებს, რომლებსაც პროდუქტებით სავსე კალათები სასაფლაოსკენ მიჰქონდათ.

ამ უცნაური მოდის გაჩენის მეორე მიზეზი უფრო სამწუხარო იყო: ამ დროს ქვეყანაში რამდენიმე ეპიდემია მძვინვარებდა. ამასთან, ხშირი იყო მშობიარე ქალთა და ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა. ბევრ ოჯახში სიკვდილი იმდენად ხშირი სტუმარი იყო, რომ ადამიანებს მხოლოდ სასაფლაოზე, გარდაცვლილი ნათესავების სიახლოვეს შეეძლოთ ოჯახის წევრებთან ერთად მშვიდად სადილობა და საუბარი, პარალელურად კი - გარდაცვლილი ნათესავებისთვის პატივის მიგება.

ამერიკელები სასაფლაოზე მადლიერების ან დედის დღის აღსანიშნავად მიდიოდნენ და გარდაცვლილ ნათესავებთან საჩუქრები მიჰქონდათ.

ისტორიული პრეცედენტი

თუ ქალაქის ძველი სასაფლაოები ჩვეულებრივ, ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე მდებარეობდა, ქალაქგარეთ, ახალი სასაფლაოები დასვენების პარკებს უფრო ჰგავდა.

უკვე იმ დროს ამერიკაში უამრავი ემიგრანტი ცხოვრობდა, რომლებისთვისაც საფლავთან სუფრის გაშლა ეროვნული ტრადიცია იყო.

რუსეთში, გერმანიაში, გვატემალაში, საბერძნეთსა და უამრავ სხვა ქვეყანაში დღესაც მიღებულია სადღესასწაულო დღეებში მიცვალებულის სიახლოვეს საკვების მიღება.

მიუხედავად იმისა, რომ უფროსი თაობის ბევრი ამერიკელი ზემოთ ხსენებულ ტრადიციას ბარბაროსობად მიიჩნევს, ამერიკელმა ახალგაზრდებმა სასაფლაოზე პიკნიკების ტრადიცია გააგრძელეს.

ცოტა მოგვიანებით, სასაფლაოს ტერიტორიაზე ქცევის წესებიც გაჩნდა.

სასაფლაოზე ქცევის წესები

ტრადიციის ფართო გავრცელების შედეგად საქმე იქამდე მივიდა, რომ სასაფლაოები ნაგვით გაივსო. ზოგჯერ ზედმეტად გამხიარულებული ახალგაზრდების დასაშოშმინებლად, პოლიციის ჩარევა აუცილებელი ხდებოდა. სამართალდამცველები სასაფლაოზე გართობის მოყვარულებისგან წესრიგისა და სისუფთავის დაცვას ითხოვდნენ.

დროთა განმავლობაში, ქვეყანაში მედიცინა განვითარდა, სიკვდილიანობა შემცირდა და ქალაქში პარკები და სკვერები მოეწყო. უკვე სასაფლაოს გარეთაც შეიძლებოდა ნამდვილი ოჯახური არდადეგების მოწყობა, ამიტომ გლოვის ადგილას სადილობისა და გართობის ტრადიცია თანდათან დავიწყებას მიეცა.

ამის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ ქალაქში სასაფლაოზე პიკნიკები დღესაც იმართება. სასაფლაოს ადმინისტრაციის აუცილებელი მოთხოვნა იგივეა, რაც წლების წინ: წესრიგის დაცვა და ადგილიდან ნარჩენების გატანა.

ამავე თემაზე 🔰:

◻️ საფლავზე ქცევის წესები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა დატოვოთ აიფონი უყურად...

iphone-7

ბუშტულებიანი ცელოფანი Bubble Wrap -...

Bubble Wrap

რატომ არის პენტაგონში ნორმაზე ორჯერ...

პენტაგონის მშენებლობა

რატომ არ ამოსდით სიბრძნის კბილები მ...

მექსიკელები

რატომ მოქმედებს ალკოჰოლი სხვადასხვა...

ალკოჰოლი და იაპონელები

აშშ-ში მოქმედი კანონით, დაბადებით შ...

შშმ პირების პრობლემები

ამის წაკითხვის შემდეგ შესაძლოა, შოკ...

კაკაოს პლანტაციაში

როგორ იქცა 6 შვილის დედა მსოფლიოში...

იზაბელ გუდვინი, პირველი
გამომძიებელი ქალი
მსოფლიოში

8 მკაცრი აკრძალვა ისრაელის არმიის ჯ...

ისრაელის არმიის
ჯარისკაცებისთვის
დაწესებული აკრძალვები