როგორ გადავარჩინოთ პლანეტა? - 15 მარტივი რჩევა
12:00 პარ. 1 ივლისი, 2022 წელი
ჩვენი თაობა წლების წინათ ჩადენილი ეკოლოგიური შეცდომების შედეგებს იმკის. თუ პლანეტიდან მომდინარე საგანგაშო ნიშნებს ყურადღება არ მივაქციეთ, შთამომავლობასაც მძიმე მემკვიდრეობას დავუტოვებთ, ამიტომ პლანეტის ჯანმრთელობაზე თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იზრუნოს. გთავაზობთ 15 მარტივ რჩევას ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
შეიძინეთ მეორადი ტანსაცმელი
ერთი კილოგრამი ქსოვილის წარმოების შედეგად ატმოსფეროში 23 კგ. სითბური აირები გამოიყოფა. ამასთან, მომხმარებელი შეძენილი ტანსაცმლის ნახევარზე მეტს ერთი წლის განმავლობაში ყრის. ის, რაც თქვენ მოგბეზრდათ, ვიღაცისთვის შეიძლება სასურველი გახდეს, ამიტომ დაუთმეთ საკუთარი ტანსაცმელი სხვას და დაეხმარეთ პლანეტას.
ნუ შეიძენთ ჩაის პაკეტებში
ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩაის ახალი პაკეტები თქვენს ჭიქაში პლასტიკის ნაწილაკს ტოვებს. კარგი მიზეზია ჩაიდანში ჩაის მოსადუღებლად!
კვირაში ერთი დღე უარი თქვით ხორცზე
ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის წარმოებაზე დაახლოებით 7 კილოგრამი მარცვლეული და, მინიმუმ, 2000 ლიტრი წყალი იხარჯება. დაზოგეთ ეს რესურსები!
გადადით ელემენტებიდან აკუმულატორებზე
ერთი გადაგდებული ელემენტი მიწას ათობით მეტრის მანძილზე წამლავს. დასამუხტი ელემენტების გამოყენებით შეგიძლიათ, ფულიც დაზოგოთ და ბუნებასაც გაუფრთხილდეთ.
შეამცირეთ რეცხვის ტემპერატურა
სარეცხი მანქანა მხოლოდ სრულად დატვირთული ამუშავეთ და რეცხვის ტემპერატურა მინიმუმ 10 გრადუსით შეამცირეთ - ასე წელიწადში, დაახლოებით, 15 000 ლიტრ წყალს დაზოგავთ. ეცადეთ სარეცხი, მანქანის საშრობის ნაცვლად, თოკებზე გააშროთ.
კატის ტუალეტისთვის მხოლოდ ბიოდეგრადირებადი მასალა გამოიყენეთ
კატის ბედნიერი პატრონი ოთხფეხა მეგობრის ტუალეტისთვის წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონ ტონა ქვიშას ან სხვა მასალას იყენებს. თუ თითოეული მათგანი მხოლოდ ბიოდეგრადირებად მასალას, მაგალითად, ბენტონიტურ თიხას გამოიყენებს, დედამიწაზე არაბიოდეგრადირებადი ნაგვის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება.
გათიშეთ გაჯეტები დენის წყაროდან
გამორთული გაჯეტები დენის წყაროდან და თავად გაოცდებით იმდენ ენერგიას დაზოგავთ.
ჩაუწიეთ მონიტორის შუქს
ეს მუშაობაში ხელს არ შეგიშლით, სამაგიეროდ, ენერგიას დაზოგავს.
შეცვალეთ სანთებელა ასანთით
ყოველწლიურად ადამიანი ნაგავში დაახლოებით 1,5 მილიარდ ერთჯერადი სანთებელას აგდებს, სადაც მათი პლასტმასის კორპუსების დაშლას საუკუნეები სჭირდება. უარი თქვით სანთებელაზე და ასანთით ისასარგებლეთ, რომელიც მიწასთან კონტაქტის დროს ადვილად და სწრაფად იშლება.
შეცვალეთ შხაპის თავი
თანამედროვე შხაპის აქსესუარები ყოველწლიურად, 35000 ლიტრამდე წყალს ზოგავენ. შხაპის თავით შეცვლით არა მხოლოდ ბუნებას დაეხმარებით, ოჯახის ბიუჯეტსაც დაზოგავთ.
მანქანა სამრეცხაოში რეცხეთ
ავტოსამრეცხაოები ფულის ეკონომიის მიზნით, წყლის მოხმარებას მაქსიმალურად ზოგავენ. ამერიკელებმა გამოთვალეს, თუ ყველა ამერიკელი მანქანას სამრეცხაოში გარეცხავს, ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდი ლიტრი წყალი დაიზოგება.
ჩართეთ "ავტომატური გამორთვის“ ფუნქცია
ეს ფუნქცია ელექტროენერგიის დაზოგვაში დაგეხმარებათ და მოწყობილობის უფრო ხანგრძლივ მომსახურებას უზრუნველყოფს.
დაეხმარეთ ბუნების დამცველ ორგანიზაციებს
არ არის აუცილებელი, ყველა ეკოაქტივისტი იყოს - ეკოაქტივისტების დახმარებაც საკმარისია. აირჩიეთ რომელიმე ბუნების დამცველი ორგანიზაცია და პერიოდულად, ფინანსურად დაეხმარეთ.
დახურეთ ბუხრის კარი
რა ჯობს ზამთარში თბილ ბუხართან ჯდომას, მაგრამ ბუხარი რომ ჩაქრება, კარის დახურვა არ დაგავიწყდეთ. ღია ბუხრიდან სითბო ისევე სწრაფად გადის, როგორც ღია ფანჯრიდან.
გაფილტრეთ სპამი!
ელ.ფოსტის სპამის ფილტრი გარდა იმისა, რომ მოსახერხებელია, ბუნებასაც იცავს. წერილების წაუკითხავად წაშლა ქვეყნის მასშტაბით მილიონობით კილოვატ ელექტროენერგიას ზოგავს.
***
👉 რა იწვევს ეკოლოგიურ პრობლემებს
სიახლეები ამავე კატეგორიიდან