იცით თუ არა

როგორ იქცა 6 შვილის დედა მსოფლიოში პირველ გამომძიებელ ქალად

funtime

16:24 ოთხ. 9 ივნისი

იზაბელ გუდვინი, პირველი
გამომძიებელი ქალი
მსოფლიოში
14
დაკოპირებულია

პირველი ქალი დეტექტივი, რომელიც 30 წლის ასაკში ოფიციალურად დასაქმდა ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში, 1865 წელს დაბადებული, ქვრივი, იზაბელა გუდვინი გახლდათ. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ იზაბელა გამომძიებლობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, მაგრამ ასე არ არის. 1800-იან წლებში ქალებისთვის წარმოუდგენელი იყო დანაშაულის გამოძიებაზე მუშაობა, ამიტომ იზაბელას სრულიად სხვა მიზნები და ოცნებები ჰქონდა. 

ჩვენი გმირი 19 წლის ასაკში დაქორწინდა და 6 შვილი გააჩინა, საიდანაც ცოცხალი მხოლოდ 4 გადარჩა. იზაბელას ქმარი პოლიციაში მუშაობდა და, როგორც ნამდვილი ცოლი, ის არა მარტო მხარს უჭერდა, არამედ მისი საქმიანობითაც ინტერესდებოდა.

ჯონ გუდვინი 1896 წელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა და 30 წლის ასაკში დაქვრივებული იზაბელა ოთხი შვილის ერთადერთ მარჩენალად იქცა...

იმ წელს ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქალებს საპყრობილეებში მეთვალყურეებად დასაქმებას სთავაზობდა. სინამდვილეში, ქალებს საკნების გაწმენდა და პატიმრობაში მყოფი ბავშვებისა და ქალების მოვლა ევალებოდათ.

იზაბელამ, რომელიც ამ დროს სამსახურს ეძებდა, გამოცდა წარმატებით ჩააბარა და ზედამხედველის პოსტი დაიკავა. სხვათა შორის, იმ პოლიციის განყოფილების კომისარი, სადაც ქვრივი დასაქმდა,​​ ამერიკის მომავალი პრეზიდენტი, თეოდორ რუზველტი იყო.

იზაბელის ხელფასი წელიწადში მხოლოდ 1000 დოლარს შეადგენდა, მაგრამ ეს საკმარისი იყო, რომ მის შვილებს არ ეშიმშილათ. იზაბელამ ციხის მეთვალყურედ15 წელი იმუშავა. ამ ხნის განმავლობაში, კანონმდებლობა შეიცვალა და ციხის მეთვალყურე ქალებს უფლება მისცეს, წვრილმანი დანაშაულების გამოძიებაში მიეღოთ მონაწილეობა. საქმეები ძირითადად, ქალების მხრიდან ბავშვებზე განხორციელებულ ძალადობას ეხებოდა.

არავინ იცის რამდენ ხანს დარჩებოდა იზაბელა ამ პოზიციაზე და როგორ გაგრძელდებოდა პოლიციაში მისი კარიერა, რომ არა 1912 წელს მომხდარი ძარცვა.

მძარცველებმა ბანკიდან 25 000 აშშ დოლარი გაიტაცეს და დანაშაულის ადგილი ტაქსით დატოვეს. ამ საქმის გამოძიებას 60 საუკეთესო დეტექტივი (მამაკაცი) და გამომძიებელი აწარმოებდა, მაგრამ „ტაქსის მძღოლების ბანდის“ კვალს ვერ მიაგნეს.
საბოლოოდ, გამოძიება ბანდიტების კვალზე სწორედ გუდვინის დახმარებით გავიდა. მოახლედ გადაცმულმა იზაბელამ იმ სასტუმროში დაიწყო მუშაობა, რომელსაც ერთ-ერთი ყაჩაღი ხშირად სტუმრობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ქალმა ყველა საჭირო მტკიცებულება შეაგროვა და გამოძიებას გადასცა.

ამის შემდეგ საქმე გაიხსნა და მედიამ, რომელიც გამოძიების მიმდინარეობას თვალს ადევნებდა, იზაბელა მაშინვე გმირად შერაცხა. ის გახდა არა მხოლოდ პირველი ქალი დეტექტივი მსოფლიოში, არამედ პირველი ოფიციალურად დასაქმებული ქალი ნიუ-იორკის პოლიციაში. იზაბელამ ლეიტენანტის წოდება მიიღო და ხელფასი 1000 დოლარიდან 2250-მდე გაეზარდა.

12 წლის მანძილზე იზაბელა გუდვინი ყველაზე საშიში დანაშაულების გახსნაში მონაწილეწობდა. კოლეგებს ის სიმტკიცისა და პრინციპულობისთვის უყვარდათ. დროთა განმავლობაში ქალის პირადი ცხოვრებაც მოწესრიგდა.
56 წლის ასაკში იზაბელა დაქორწინდა 30 წლით უმცროს მომღერალზე.

როგორ ფიქრობთ, გათხოვების შემდეგ კარიერა დაასრულა და, იმ ეპოქის შესაბამისად, დიასახლისად იქცა? რა თქმა უნდა არა. დეტექტივი გუდვინი სამსახურს დაუბრუნდა და პენსიაში გასვლამდე დამნაშავეთა სამყაროსთან ბრძოლა წარმატებით გააგრძელა. მან 28 წელი იმსახურა და პენსიაზე 1924 წელს, 69 წლის ასაკში გავიდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რამდენს იწონის მილიონი დოლარი?

რამდენს იწონის მილიონი

რატომ არის ინდოელებისთვის ძროხა წმი...

რატომ არის ძროხა წმინდა
ცხოველი ინდოეთში

რატომ ეშვება დროშა გლოვის ნიშნად?

დაშვებული დროშა -
ბრიტანული ტრადიცია

თუკი ამ ნიშნებიდან ერთი მაინც გაქვთ...

ექსტრასენსული უნარები

ბუშტულებიანი ცელოფანი კონდიციონერის...

ბუშტულებიანი ცელოფანი
ფანჯრებზე

9 საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელსაც ეკ...

გარემოს დაბინძურება

რატომ გვაღიზიანებს კაწვრის, ფხაჭვნი...

ადამიანის რეფლექსები

რატომ წერენ ებრაელები და არაბები მა...

რატომ წერენ ებრაელები და
არაბები მარჯვნიდან
მარცხნივ?

Just do it - იცით, რომ ნაიკის ეს ლო...

ნაიკის სლოგანის ისტორია