იცით თუ არა

სამყაროს აღსასრულის 10 ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველება

fun time

14:00 კვი. 26 ივნისი, 2022 წელი

10 წინასწარმეტყველება
აპოკალიფსზე

14
დაკოპირებულია

სამყაროს აღსასრული ყოველთვის აღელვებდა კაცობრიობას და ზოგიერთი მოხერხებული ადამიანი აქედან პრაქტიკულ მოგებასაც ნახულობდა. დღეს არმაგედონის წინასწარმეტყველების 10 ყველაზე ცნობილ შემთხვევაზე გესაუბრებით, რომლებიც, საბედნიეროდ, მცდარი აღმოჩნდა.

1. ქრისტეს დაბადებიდან 66-ე წელი

ესეველთა ორდენის“ წევრებმა ქრისტეს მეორედ მოსვლა მისი ჯვარზე გაკვრიდან, სულ რაღაც, რამდენიმე ათეულ წელიწადში იწინასწარმეტყველეს.

ჩვენი წელთაღრიცხვის 66-70-იან წლებში რომის იმპერიისა და იუდეის მმართველთა წინააღმდეგ, სიმონ ბარ-გიორას და იოსებ ფლავიუსის ხელმძღვანელობით, იუდეველთა ორგანიზებული აჯანყება მოხდა. ესეველებს ეს კონფლიქტი იმ ბოლო ბრძოლად წარმოედგინათ, რომელიც იოანეს გამოცხადებაში იყო ნაწინასწარმეტყველები. საბოლოოდ კი, რომაელებმა სიმონ ბარ-გიორას ხელში ჩაიგდეს და რომში სიკვდილით დასაჯეს.

2. 1000 წლის 1-ელი იანვარი

ათასი წლის წინათ პაპის თანამდებობა პონტიფიკოსებს ბევრ თავისუფალ დროს აძლევდა, ამიტომაც პაპები ხშირად წინასწარმეტყველებდნენ აპოკალიფსს. ეს მორწმუნეებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა.

არც სილვესტერ II (პირველი ფრანგი რომის პაპი 999–1003 წლებში) აღმოჩნდა გამონაკლისი. იგი საუკუნის ცვლას ქრისტეს მოსვლას უკავშირებდა. ეს იმ დროისთვის უდიდესი პიარკამპანია იყო: ათასობით ქრისტიანი ჩავიდა იერუსალიმში და მათგან ბევრი ცდილობდა შუაღამის წირვაზე მოხვედრას, რომელსაც პაპი ახალი წლის წინ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ატარებდა.

როცა 1-ელ იანვარს ქრისტე არ გამოჩნდა და სამყაროც არ განადგურდა, პაპს თავისი წინასწარმეტყველების შეცვლა მოუწია. გამოაცხადეს, რომ 1000-წლიანი ვადა არა ქრისტეს დაბადებიდან, არამედ ჯვარზე გაკვრიდან უნდა აეთვალათ! ასე გადაწიეს სამყაროს აღსასრული 1033 წლამდე. საკმაოდ ახლო ვადა იყო, მაგრამ მხცოვან ასაკს მიღწეული პაპი ამაზე აღარ დარდობდა: სამყაროს ახალი აღსასრულის დადგომისთვის ის უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო.

3. 1284 წელი

თუკი პაპ სილვესტერ II-ის წინასწარმეტყველებისთვის საკმაოდ მტკიცე ნუმეროლოგიური საფუძველი ჰქონდა, ინოკენტი III-ს (რომის პაპი 1198–1216 წლებში) დიდი ოფლის ღვრა მოუწია, რათა არმაგედონი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაეკავშირებინა. ვინაიდან ქრისტიანებისა და მუსლიმანების ურთიერთობები ყოველთვის დაძაბული იყო, ეს უკანასკნელები ეშმაკის მსახურებად მონათლეს. აქედან გამომდინარე, პაპმა დაასკვნა, რომ სამყაროს განადგურება ისლამის შექმნიდან 666 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო, ანუ 1284 წელს.

ეს პაპიც თავის ნაწინასწარმეტყველებ მეორედ მოსვლამდე 50 წლით ადრე გარდაიცვალა და საკუთარი ღრმა შეცდომის შესახებ ვეღარ შეიტყო.

4. 1524 წლის 1-ელი თებერვალი

1523 წელს ლონდონელმა ასტროლოგებმა აპოკალიფსი მომავალი წლის 1-ელი თებერვლისთვის იწინასწარმეტყველეს. ეს ძლიერი წარღვნის შედეგად უნდა მომხდარიყო. პლანეტები თევზების თანავარსკვლავედში შევიდნენ, რომელიც წყლის სტიქიასთან მკაცრად ასოცირდებოდა, ამიტომაც სამყაროს მსგავსმა აღსასრულმა ზედმეტი კითხვები არ წარმოშვა. კონტინენტები წყალქვეშ აღმოჩნდებოდა და მთელი ცივილიზაცია განადგურდებოდა. ამ წინასწარმეტყველებამ ისე ააღელვა ლონდონელები, რომ დანიშნულ დღეს ყოველი შემთხვევისათვის მაღალი და მშრალი ადგილის ძიება დაიწყეს.
იმ დღეს არც წყალდიდობა ყოფილა და არც წვიმა. დაუჯერე ამის მერე ასტროლოგებს!

5. 1666 წელი

სამი ექვსიანის შემცველმა წელმა ლონდონს ბევრი უბედურება მოუტანა. ქალაქის ქუჩებში შავი ჭირისგან ათასობით ადამიანი იღუპებოდა.

იმავე წლის სექტემბერში უდიდესმა ხანძარმა ქალაქი ერთ დიდ აუტოდაფედ გადააქცია. ამიტომაც გასაკვირი არ იყო, როცა რელიგიურმა ფანატიკოსებმა, კერძოდ კი „მეხუთე მონარქიის ხალხის“ (Fifth Monarchists) ხილიასტების სექტამ (ხილიაზმი, იტ. Chiliasmo - ცრუ სწავლება დედამიწაზე ნეტარების საუფლოს მოლოდინზე) სამყაროს აღსასრული იწინასწარმეტყველა.

საბედნიეროდ, მათი წინასწარმეტყველება არ გამართლდა და საშინელი ტრაგედიების შემდეგ ლონდონი ნელ-ნელა ფეხზე წამოდგა.

6. 1780 წლის 19 მაისი

1780 წელს ამერიკული კოლონიები დამოუკიდებლობისთვის ომს ჯერ კიდევ აწარმოებდნენ. ამის გამო ადამიანებს დაძაბულ საომარ მზადყოფნაში უხდებოდათ ცხოვრება.

როცა შუა დღეს ცა უცბად გაშავდა, პანიკა დაიწყო: ბევრს ეს მომავალი აპოკალიფსის ნიშანი ეგონა. არადა სიბნელის მიზეზი მძიმე ღრუბლები და ტყის ვრცელი ხანძარი აღმოჩნდა და ანგელოზები არაფერ შუაში იყვნენ.

7. 1806 წელი

მე-19 საუკუნეში ინგლისში, ქალაქ ლიდსში ვინმე მერი ბეიტმანი ცხოვრობდა. ეს ქალწ იორკშირელ ჯადოქრად იცნობდნენ (Yorkshire Witch), არადა ჩვეულებრივი გაქნილი თაღლითი და ქურდი იყო.

1806 წელს, თითქოს, მისმა დედალმა კვერცხი დადო, რომელზედაც ეწერა „ქრისტე მოვა“. ხალხი ინგლისის ყველა კუთხიდან ჩადიოდა ლიდსში, რათა ქათამი-წინასწარმეტყველი ენახათ. ამაში კი ფულს იხდიდნენ და, შესაბამისად, თაღლითობის მსხვერპლი ხდებოდნენ. საქმე ის იყო, რომ მისის ბეიტმანი, უბრალოდ, ქათმის ახალ კვერცხებს იღებდა, მათზე მჟავით საჭირო ტექსტს წერდა და... უკან საქათმეში დებდა. შედეგად არა მხოლოდ ადამიანების ჯობეები, არამედ საწყალი ფრინველებიც ზარალდებოდნენ.

8. 1936, 1943, 1972 და 1975 წლები

ჰერბერტ არმსტრონგი, სარეკლამო ბიზნესის სპეციალისტი, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაიწყო ევანგელიეს ქადაგება რადიო და ტელე-ეთერიდან. 1933 წელს მან „ღმერთის მსოფლიო ეკლესია“ დააარსა, ხოლო 3 წლის შემდეგ ქვეყნიერების აღსასრული იწინასწარმეტყველა.

როდესაც მის მიერ ნაწინასწარმეტყველებ პირველ თარიღს საშინელი არაფერი მოხდა, მან მშვიდი სინდისით გადასწია ქვეყნის აღსასრული 1943 წლამდე.

როცა არც ამ თარიღმა „გაამართლა“, მან კაცობრიობის აღსასრული 1972 წლამდე გადაავადა. შესაძლოა, მას ეგონა, რომ ამ დროისთვის ცოცხალი აღარ იქნებოდა, მაგრამ ის შესაშურად ჯანმრთელი აღმოჩნდა: 1972 წელს ჰერბერტი ისევ ცოცხალი იყო.

მან აპოკალიფსის ბოლო თარიღად 1975 წელი გამოაცხადა და, თქვენ წარმოიდგინეთ, კიდევ გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც მას დაუჯერა!

9. 2007 წლის 29 აპრილი

1976 წელს თავის შოუში „The 700 Club“ პეტ რობერტსონმა ქვეყნიერების აღსასრული სადღაც 1982 წლისთვის იწინასწარმეტყველა. რაღა თქმა უნდა, მას შეეშალა, თუმცა ამან ვერ შეაჩერა.

1990 წელს გამოცემულ წიგნში „ახალი ათასწლეული“, რობერტსონმა კაცობრიობის ბოლო დღედ 2007 წლის 29 აპრილი დაასახელა და... ისევ შეეშალა.

რობერტსონი 2023 წლის ივლისში, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

10. 2011 წლის 21 მაისი

კიდევ ერთი გახმაურებული წინასწარმეტყველება ამერიკელ მქადაგებელს, ჰაროლდ კემპინგს ეკუთვნის, რომელიც მან 2011 წელს გააკეთა. მისი მტკიცებით, ამაღლება ამ წელს დაიწყებოდა, ხოლო განკითხვის დღე 21 ოქტომბერს დადგებოდა.

როცა ამ დღემ მშვიდად გაიარა, მან განაცხადა, რომ ყველაფერი ერთად 21 ოქტომბერს მოხდებოდა.

კემპინგმა არაერთხელ იწინასწარმეტყველა სამყაროს აღსასრული 1993 და 1994 წლებში. სულ კი მის ანგარიშზე ექვსი ცრუ წინასწარმეტყველებაა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი