იცით თუ არა

სიკვდილის ვაშლები - ყველაზე საშიში ხე მსოფლიოში

funtime

16:00 სამ. 26 იანვარი

მანცინელას ნაყოფი
14
დაკოპირებულია

ზოგი მცენარე ცხოველებისგან თავს ეკლიანებით იცავს, ზოგი კი ისე ინიღბება, შემჩნევაც კი ძნელია, მაგრამ როდესაც საქმე მანცინელას ეხება, ეტყობა ბუნებამ ყველა ზღვარს გადააჭარბა.

1999 წელს ამერიკელი სხივური დიაგნოსტიკის დარგის სპეციალისტი, ნიკოლა სტრიკლენდი მეგობართან ერთად, შვებულების გასატარებლად კუნძულ ტობაგოზე გაემგზავრა. ერთხელ, სანაპიროზე სეირნობისას ქალებმა ქვიშაზე რამდენიმე მწვანე, ვაშლის მსგავსი ნაყოფი შენიშნეს. ნიკოლამ უცხო ხილს გემო გაუსინჯა. ნაყოფი ტკბილი და სასიამოვნო იყო, მაგრამ რამდენიმე წუთში ქალმა პირში დამწვრის გემო იგრძნო, თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა და სუნთქვა შეეკრა. ყელის ტკივილი საშინელი იყო. ერთადერთი, რამაც მდგომარეობა ოდნავ შეუმსუბუქა, რძე იყო.

ჯოჯოხეთური რვა საათისა და საქმეში ექიმების ჩართვის შემდეგ ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოწამვლის სიმპტომები სტრიკლენდმა ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერა. როგორც მედიკოსებმა განაცხადეს, ქალებს გაუმართლათ, რადგან „სიკვდილის ვაშლებს“, როგორც მათ ესპანელები უწოდებენ, მხოლოდ გემო გაუსინჯეს.

მანცინელა გინესის რეკორდების წიგნში შეტანილია, როგორც მსოფლიოში ყველაზე საშიში მცენარე. ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ მის ნებისმიერ ნაწილთან ურთიერთქმედება შეიძლება სიკვდილით დასრულდეს. ხის წვენი ადამიანის კანს წვავს და იგივეთი ეწმუქრება ყველას, ვინც წვიმაში მანცინელას ქვეშ დამალვას გაბედავს. ადამიანისთვის ამ ხის ფოთლებიდან ჩამონადენი წვეთებიც კი სახიფათოა.

მანცინელას დაწვის დროს გამოყოფილი კვამლი თვალის ანთებას და სიბრმავეს იწვევს, მაგრამ ყველაზე სერიოზული საფრთხე ხის ნაყოფისგან მომდინარეობს:

მანცინელას შხამი კუჭს შიგნიდან „ჭამს“ და ადამიანი საშინელი ტკივილებით იღუპება. ტოქსიკური წვენი ხის ყველა ნაწილშია. განსაკუთრებით საშიშია მასში შემავალი შხამიანი ორგანული ნაერთი - ფორბოლი.

„სიკვდილის ხე“ კარიბის ზღვის კუნძულებზე, ფლორიდაში (აშშ), ბაჰამის კუნძულებზე, მექსიკაში, ცენტრალურ ამერიკაში და სამხრეთის ჩრდილოეთ ნაწილში იზრდება. ადგილობრივი მოსახლეობა მის შხამს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებდა - ისინი ხეს ფრთხილად აჭრიდნენ ქერქს და ისრის თავებს მისი წვენით ასველებდნენ. ასეთი ისარი ადამიანს უმნიშვნელო ჭრილობის შემთხვევაშიც კი სწრაფად კლავდა.

რატომ არ გაანადგურეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის მომტანი ხეები?

ცდილობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. 1773 წელს სამეფო ბრძანება გამოიცა, რომელიც კუნძულ პუერტო რიკოზე არსებული ყველა „სიკვდილის ხის“ განადგურებას ითვალისწინებდა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შეძლეს. მოჭრის დროს ხის შხამიანი წვენი ადამიანებს თვალებში ესხმებოდა და დამწვრობასა და სიბრმავეს იწვევდა, ამიტომ განზრახვაზე ხელი აიღეს, „სიკვდილის ხეებს“ წითელი ლენტები შემოავლეს და გამაფრთხილებელი აბრები ჩამოკიდეს.

საინტერესოა, რომ ადამიანები კვლავ იყენებენ მანცინელას ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისი უჩვეულოდ მყარი და ლამაზი ხისგან ავეჯი მზადდება. ხის მოჭრის დროს მხედველობა რომ არ დაკარგონ, მუშები საგანგებო უსაფრთხოების წესებს მიმართავენ.

ეგზოტიკის მოყვარულთა შორის ძალიან პოპულარულია მანცინელას თაფლი, რომელსაც ხის ყვავილებიდან აგროვებენ. ხე თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყვავილობს, მაგრამ მარტში განსაკუთრებით აქტიურად.

„სიკვდილის ხე“ მედიცინაშიც, ავთვისებიან სიმსივნეებთან ბრძოლაში გამოიყენება. მაღალი ტოქსიკურობის გამო, მანცინელა ცუდად არის შესწავლილი, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხე შხამიანი მხოლოდ გარკვეულ სეზონებშია. შესაძლოა ასეც იყოს, ერთი - ექსპერიმეწნტების ჩატარება ნამდვილად არ ღირს. შემთხვევითი არ არის, რომ აბორიგენებს აქვთ გამოთქმა: „დავიძინე მანცინელას ქვეშ და სამუდამოდ ჩამეძინა".


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თუკი ძაღლის ყიდვა გადაწყვიტეთ - ბავ...

ძაღლის ჯიშები
ბავშვისთვის

პატარა ამბავი იმის შესახებ, როგორ შ...

ბითლზების ლეგენდარული
ფოტო

„ავი თვალი“ და ჯადო - როგორ გვიცავს...

ვეფხვის თვალი - ნატურალური
ქვების დამცავი თვისებები

„ფულის ხე“ - მითი თუ რეალობა?

ბარაქის ხე - კრასულა

ყველაზე სერიოზული გოგოს ამბავი, რომ...

გაუცინარი გოგოს ამბავი

რატომ უხდიდა გენიოსი ჰენრი ფორდი მუ...

ჰენრი ფორდი

დიდი ქართველი პოეტების და მწერლების...

ცნობილი ადამიანების
ფსევდონიმები

2021 წელს სამყაროს ძლიერი გველეშაპი...

ვანგა 2021 წლის შესახებ

18 ხმამაღალი პროგნოზი, რომელიც არ გ...

მეცნიერთა პროგნოზები,
რომლებიც არ გამართლდა