იცით თუ არა

„სიკვდილის ველის“ საიდუმლო - როგორ მოძრაობენ უდაბნოში ქვები?

fun time

16:00 სამ. 24 მაისი, 2022 წელი

კალიფორნიის „სიკვდილის
ველზე“

14
დაკოპირებულია

NASA-ს გეოლოგებმა კალიფორნიის სიკვდილის ველზე ქვების მოძრაობის საიდუმლო ამოხსნეს. დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ 30 კილოგრამამდე წონის ლოდები ნამდვილად მოძრაობენ და ქვიშაში 10 მეტრამდე სიგრძის კვალს ტოვებენ. 

მეცნიერები ამ უჩვეულო მოვლენის საიდუმლოს ამოხსნას რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ...

კალიფორნია, სიკვდილის ველი - ამ უსიცოცხლო უდაბნოს 13 ათასი კვადრატული კილომეტრი უამრავ საიდუმლოს მალავს. მთავარი საიდუმლო კი დამშრალი ტბის - რეისტრეკ პლაიას ფსკერზე მოძრავი ქვებია.

ამ უნიკალური ბუნებრივი ფენომენის სანახავად სიკვდილის ველზე მთელი მსოფლიოდან უამრავი ტურისტი მიდის, თუმცა ქვები მხოლოდ ორ-სამ წელიწადში ერთხელ მოძრაობენ. ქვები სხვადასხვა მიმართულებით, ყოველგვარი გარეგანი ჩარევის გარეშე გადაადგილდებიან. ზოგი მარტო წინ მიდის, ზოგი ჩერდება და უკან ბრუნდება ან სხვა მიმართულებით უხვევს. მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ამ ფენომენის ამოხსნას, მაგრამ მე-20 საუკუნემდე, ზებუნებრივი ძალების გავლენის გარდა, ვერსიები ვერ იპოვეს.

გასული საუკუნის დასაწყისში მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ქვები ძლიერი ელექტრომაგნიტური ველების გავლენით მოძრაობდნენ, მაგრამ ეს ვერსია არ დადასტურდა.

👉 მკვლევრებმა ქვების გადაადგილების საიდუმლო მხოლოდ 21-ე საუკუნეში ამოხსნეს - 2011 წელს ამერიკელმა პლანეტოლოგმა რალფ ლორენცმა წამოაყენა თეორია, რომ ქვები ყინულის თხელი ფენით იფარებიან და ამიტომ სრიალებენ.

2014 წელს ამერიკის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა პროფესორ ლორენცის ვერსია ექსპერიმენტით დაამტკიცეს. მეცნიერებმა სიკვდილის ველზე ქვები მიიტანეს, მათზე GPS სენსორები დაამონტაჟეს და გარშემო ვიდეოკამერები დააყენეს. ტენიკამ ღამით ტბის ფსკერზე ტენიანობის გაყინვა დააფიქსირა. გათენებისას ყინულმა დნობა დაიწყო და გაყინული ქვები ამოძრავდნენ.

„სიკვდილის ველს“ აქვს კიდევ ერთი საიდუმლო, რომელიც ამ ადგილის სახელში იმალება 👇

ჩრდილოეთ კალიფორნიაში პლანეტის ყველაზე ცხელი ადგილი მდებარეობს. 1913 წლის ივლისში კალიფორნიის უდაბნოში ჰაერის ტემპერატურამ 56,7 გრადუსს მიაღწია. ძველად, ყველა კოვბოი, რომელმაც ამ ადგილის გავლა სცადა, დეჰიდრატაციისგან დაიღუპა. გასაკვირი არ არის, რომ ამერიკელები ამ მშრალ, მკვდარ მიწას ორასი წლის განმავლობაში დაწყევლილად მიიჩნევდნენ.

გეოფიზიკოსებმა და მეტეოროლოგებმა ადგილობრივი ლანდშაფტის თავისებურებები შეისწავლეს და ანომალუტრი სიცხის მიზეზი დაადგინეს - სიკვდილის ველი ზღვის დონიდან 86 მეტრზე, ორ მთას შორის მდებარეობს. ფაქტობრივად, ეს არის უზარმაზარი ორმო, სადაც წვიმა თითქმის არასოდეს მოდის. მთები წვიმის ღრუბლებს აკავებენ და ცხელი ჰაერი დიდხანს ვერ გრილდება.

რაც შეხება სახელს:

არის ასეთი ინფორმაცია, რომ სიკვდილის ველი ერთი ექსპედიციის შემდეგ ეწოდა. ამ ადგილის გამოსაკვლევად 50-კაციანი ჯგუფი ჩასულა და უწყლობის გამო 49 ადამიანი დაღუპულა. ერთი გადარჩენილი კი უწყლოობის გამო საკუთარ შარდს სვავდა და შეძლო, ტერიტორიიდან გაეღწია.

ესეც „სიკვდილის ველი“ ზაფხულში 💛


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი