იცით თუ არა

თუ ადამიანის ამოცნობა გსურთ, მის შუბლს დააკვირდით

fun time

12:00 კვი. 18 აპრილი, 2021 წელი

რაზე მიანიშნებს შუბლის
ფორმა

14
დაკოპირებულია

დადგენილია, რომ სახის მოყვანილობა და ნაკვთები ადამიანის ხასიათის თავისებურებებზე მეტყველებს. სწორედ ამას სწავლობს მეცნიერება, სახელად ფიზიოგნომიკა, რომელიც გარეგნული ნიშნებით, უმეტესად სახის ნაკვთებით ადამიანის ხასიათს და თვისებებს იკვლევს. ეს მეცნიერება ამტკიცებს, რომ ადამიანის გარეგნული ნიშნების მიხედვით შესაძლებელია მისი შინაგანი სამყაროს გაგება. დღეს გიამბობთ ადამიანის შუბლზე, რომელიც ადამიანის ხასიათსა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე უამრავ ინფორმაციას შეიცავს. 

მაღალი შუბლი

მაღალი შუბლი ადამიანის მაღალ ინტელექტზე და აქტიურობაზე მიანიშნებს. ასეთი ადამიანები საუკეთესო ბიზნესმენები და ლიდერები ხდებიან. მაღალი შუბლი ხშირად აქვთ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრებაში დიდ წარმატებებს მიაღწიეს.

დაბალი და ფართო შუბლი

დაბალი და ფართო შუბლის მქონე ადამიანების მთავარი მახასიათებელი სიმტკიცე და მოთმინებაა. მათ დიდი პოტენციალი აქვთ, მაგრამ აქტიურობა და მონდომება არ ჰყოფნით, რომ საკუთარი მიზნები განახორციელონ. ასეთი ადამიანები გარე დამკვირვებლის პოზიციას სჯერდებიან. მათ მოკრძალება, მორცხვობა და საკუთარ ძალებში დაეჭვება ახასიათებთ.

ვიწრო შუბლი

მეცნიერებს შორის ყველაზე ხშირად ვიწრო შუბლის მქონე ადამიანები გვხვდებიან. ამ ადამიანებს ახასიათებთ უემოციობა, წინდახედულება, კატეგორიულობა, სიჯიუტე და სისასტიკე. ასეთი ადამიანებისგან თანაგრძნობას და დახმარებას არ უნდა ელოდოთ. გადაწყვეტილების მიღებისას, ისინი მხოლოდ საღი აზრით ხელმძღვანელობენ და არავითარ შემთხვევაში გრძნობებით და ემოციებით.

ასო M ფორმის შუბლი

ასეთი შუბლი, ძირითადად, შემოქმედ ადამიანებს ახასიათებთ: მუსიკოსებს, მხატვრებს, მსახიობებს, მწერლებს და ა.შ. მათ შეიძლება თავი გამოიჩინონ დიზაინსა და პროექტირებაში, მაგრამ ასეთი ადამიანებისთვის ძალიან რთულია საერთო ენის პოვნა პრაგმატულ და ანგარიშიან ადამიანებთან. ასეთი შუბლის ფორმის მქონე ადამიანები მგრძნობიარეები და რომანტიკულები არიან. ამასთან ნაჩქარევი და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება ახასიათებთ.

ოთხკუთხედი შუბლი

ოთხკუთხედი შუბლის მქონე მამაკაცები ფრთხილები და პრაგმატულები არიან. მათ მოსწონთ წინასწარ ყოველი ნაბიჯის გათვლა. ამ ფორმის შუბლის მქონე ქალები წარმოუდგენლად ენერგიულები და აქტიურები არიან და ლიდერობისკენ მიისწრაფვიან. შუბლზე იარების და ნაწიბურების არსებობა უსიხარულო პირად ცხოვრებაზე მიანიშნებს.

ჩაზნექილი შუბლი

ამ შუბლის ფორმის მქონე ადამიანები მშრომელები არიან და განსაკუთრებული ამბიციები არ აწუხებთ. ისინი გამოიმუშავებენ ზუსტად იმდენს, რაც მათი კომფორტული ცხოვრებისთვის საკმარისია, მაგრამ ურთიერთობებში მათ საიმედოს ვერ ვუწოდებთ. ჩაზნექილი შუბლი, გრძელ ცხვირთან და ბრტყელ ნიკაპთან ერთად, დაბალი ინტელექტის ნიშანია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით