იცით თუ არა

თუ მხატვრობაში ცუდად ერკვევით...

fun time

12:00 ხუთ. 4 თებერვალი, 2021 წელი

როგორ ამოვიცნოთ გენიოსი
მხატვრები

14
დაკოპირებულია

ეს უწყინარი რჩევები დაგეხმარებათ, დიდებული მხატვრების შესახებ თქვენი ცოდნით მეგობრების წრეში იტრაბახოთ! იუმორი ყველაფერს უხდება და არც ხელოვნებაა გამონაკლისი.

ბევრმა შეიძლება, ეს განზოგადებული განმარტებები უტაქტობად მიიჩნიოს, მაგრამ ისინი დიდი მხატვრების შემოქმედების ძირითად მახასიათებლებზე მიგვითითებს.

***


თუ ნახატზე ყველა ადამიანს უზარმაზარი უკანალი აქვს - ეს პეტერ პაულ რუბენსია.


თუ კაცი ძროხისთვალება კულულებიან ქალს ჰგავს - ეს მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯოა.


თუ ნახატს სხეულის რომელიმე ნაწილი აკლია ან ზედმეტი აქვს - პაბლო პიკასოს ნამუშევარს უყურებთ.


თუ გეჩვენებათ, რომ ნარკოტიკები შემოგაპარეს - ეს ნამდვილად სალვადორ დალია.


თუ ადამიანები ისე გამოიყურებიან, თითქოს მათ აწამებენ - ტიციანის ხელწერაა.


თუ ძალიან ბევრ ხალხს ხედავთ და ისინი ნორმალურად გამოიყურებიან - ეს პიტერ ბრეიგელია.


თუ ყველა, მათ შორის ქალებიც, პუტინივით გამოიყურება - იან ვან ეიკის ნახატს უყურებთ.


თუ ნახატზე ბევრი ხალხია და ისინი გიჟებს ჰგვანან - ეს ჰიერონიმუს ბოსხია.


თუ კაცი ქუჩის ლამპიონით განათებულ მაწანწალას ჰგავს - ეს რემბრანტია.


თუ სურათზე კუპიდონებს ხედავთ (ან ნახატში მათი წარმოდგენა ადვილია) - ეს ფრანცესკო ბუშეა.


თუ ყველა ლამაზი, შიშველი და კარგი აღნაგობისაა - ეს მიქელანჯელოა.


თუ ბალერინებს ხედავ - ედგარ დეგას შემოქმედება შენ წინ.


თუ ყველაფერი ძალიან კონტრასტული და მკვეთრია, ყველას დაღლილი და წვეტიანი სახე აქვს - ელ გრეკოა.


თუ ხედავ ქალს ერთი წარბით - ეს ფრიდა კალოა.


ყვავილების ბუნიობა და არანაირი ხალხი - კლოდ მონეა.


კვლავ ყვავილების ბუნიობა, მაგრამ უკვე მრავალი ბედნიერი ადამიანით - რენუარია.


ყვავილების ბუნიობა და უბედური ხალხი - ეს ედუარ მანეა.


თუ ხედავ პეიზაჟებს „ბეჭდების მბრძანებლიდან“ და ქალს კულულებით - ეს და ვინჩია.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული