იცით თუ არა

ვინ გადაარჩინა თეთრი სახლი დანგრევას? - 12 უცნობი ფაქტი თეთრი სახლის შესახებ

fun time

20:56 ორშ. 15 მაისი, 2023 წელი

თეთრი სახლი ვაშინგტონი

14
დაკოპირებულია

თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია და ამერიკული ძალაუფლების ერთ-ერთი სიმბოლოა. მის შესახებ გიამბობთ 12 საინტერესო ფაქტს, რომელსაც ბევრი პირველად გაიგებს.

1. ირლანდიაში თეთრი სახლის ზუსტი ორეული მდებარეობს

თეთრი სახლის არქიტექტორად ცხრა კანდიდატიდან ერთი - ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი, ჯეიმს ჰობანი შეარჩიეს, რომელმაც განათლება დუბლინში მიიღო. ისტორიკოსების აზრით თქმით, ჰობანმა ამერიკის პრეზიდენტების რეზიდენცია დუბლინის ლეინსტერ ჰაუსის შთაგონერბით ააგო, სადაც დღეს ირლანდიის პარლამენტი მდებარეობს.

2. თეთრი სახლის მეორე ორეული საფრანგეთშია

თეთრი სახლი რამდენჯერმე აღადგინეს. მე-19 საუკუნის დასაწყისში პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა, არქიტექტორ ბენჯამინ ჰენრი ლატრობთან ერთად, თეთრი სახლის რამდენიმე მიშენება დააპროექტა. ამ პროექტის საფუძველზე 1824 წელს არქიტექტორმა ჯეიმს ჰობანმა თეთრ სახლს რამდენიმე არქიტექტურული ელემენტი, მათ შორის კოლონები დაამატა. ამრიგად, თეთრი სახლის ნახევარწრიული სამხრეთი კოლონადა 1817 წელს აგებული ფრანგული სასახლის - Chаteau de Rastignac -ის ფორმას იმეორებს.

3. თეთრი სახლის მშენებლობაზე მონები იყვნენ დასაქმებულები

ისტორიული საბუთების მიხედვით, თეთრი სახლის მშენებლობაზე, თეთრკანიანებთან ერთად, უამრავი ფერადკანიანი მონა მუშაობდა.

4. თეთრი სახლის მშენებლობაში ევროპელი ემიგრანტები მონაწილეობდნენ

თეთრი სახლი ევროპელი ხელოსნების მონაწილეობის გარეშე ვერ აშენდებოდა. შოტლანდიელი ქვის მთლელები შენობის კედლებს აგებდნენ, ქვისგან ვარდის გვირგვინებს და ყვავილწნულებს კვეთდნენ, რომლებიც დღეს დასავლეთ შესასვლელს ამშვენებს. ირლანდიელი ემიგრანტები ფილებს აგებდნენ, იტალიელი ხელოსნები კი დეკორის ელემენტებზე მუშაობდნენ. თეთრი სახლის მშენებლობა რვა წელზე მეტხანს გაგრძელდა და ამერიკის ხაზინას ორ-ნახევარი მილიონი დოლარი დაუჯდა.

5. ჯორჯ ვაშინგტონს თეთრ სახლში არასოდეს უცხოვრია

აშშ-ს პირველი პრეზიდენტი, ჯორჯ ვაშინგტონი თეთრი სახლის არქიტექტორის, ჯეიმს ჰობანის თანაავტორად მიიჩნევა. ირლანდიელი არქიტექტორის პროექტი სწორედ მან დაამტკიცა, მაგრამ არასაკმარისად მასშტაბურად და გრანდიოზულად მიიჩნია, ამიტომ საკუთარი შტრიხები შეიტანა. ჯორჯ ვაშინგტონის დამსახურებით, თეთრი სახლი პირველ პროექტთან შედარებით თითქმის მესამედით გაიზარდა და უფრო საზეიმო იერი მიეცა.

თუმცა, ჯორჯ ვაშინგტონს თეთრ სახლში არასოდეს უცხოვრია. 1800 წელს, როდესაც რეზიდენციის მშენებლობა თითქმის დასრულდა, ქვეყანას უკვე მეორე პრეზიდენტი - ჯონ ადამსი ჰყავდა. ადამსის მეუღლე, აბიგაილი ხშირად ჩიოდა, რომ ქმართან ერთად საცხოვრებლად გადასვლა დაუსრულებელ რეზიდენციაში მოუწიათ. ადამსმა თეთრ სახლში მხოლოდ ერთი წელი იცხოვრა, შემდეგაც მისი ადგილი თომას ჯეფერსონმა დაიკავა.

6. თეთრი სახლი ამერიკის ყველაზე დიდი შენობა იყო

ქვეყნის ახალი დედაქალაქი - ვაშინგტონი ფრანგი არქიტექტორის, პიერ ჩარლზ ლანფანტის გეგმის მიხედვით აიგო. ამ გეგმაში თეთრი სახლი ძველი რომის დიდებული შენობების მასშტაბებში მოიაზრებოდა. საბოლოოდ, ლანფანტის დიზაინი დაიწუნეს და უპირატესობა ნაკლებად გრანდიოზულს მიანიჭეს, თუმცა სამოქალაქო ომის დასრულებამდე თეთრი სახლი ამერიკის ყველზე დიდ შენობად ითვლებოდა.

7. თეთრი სახლი ბრიტანეთის არმიამ დაწვა

1812 წელს ამერიკელმა ჯარისკაცებმა ონტარიოს პარლამენტის შენობა გადაწვეს. საპასუხოდ, ბრიტანეთის არმიამ ორი წლის შემდეგ თეთრი სახლი გადაწვა.

ფოტოზე: თეთრი სახლი 1814 წელს

ჯერ ცეცხლს და შემდეგ ქურდებს მხოლოდ ჯორჯ ვაშინგტონის ნახატი და ძვირფასეულობით სავსე ყუთი გადაურჩა, რომელიც კანადის მოქალაქემ 1939 წელს აშშ-ს მაშინდელ პრეზიდენტს, რუზველტს დაუბრუნა. მისი ინფორმაციით, ძვირფასეულობა ვაშინგტონიდან კანადაში ბაბუამისმა გაიტანა. ხანძრის შემდეგ თეთრი სახლი თითქმის თავიდან აშენდა. პრეზიდენტი მონრო ნაწილობრივ აღდგენილ თეთრ სახლში 1817 წლის ოქტომბერში გადავიდა.

8. თეთრი სახლის დასავლეთი ფრთა ხანძარმა გაანადგურა

1929 წელს, თეთრი სახლის დასავლეთ ფრთაში მოკლე ჩართვის გამო ხანძარი გაჩნდა. დასავლეთის ფრთის პირველ ორ სართულზე თითქმის ყველა ოთახი დაიწვა.

9. ფრანკლინ დელანო რუზველტის დროს თეთრი სახლი შშმ პირთა საჭიროებებს მოარგეს

თეთრი სახლის პირველი მშენებლები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ოდესმე ქვეყნის პრეზიდენტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გახდებოდა. თეთრ სახლში ინვალიდის ეტლით გადაადგილება მხოლოდ 1933 წელს გახდა შესაძლებელი, როდესაც პრეზიდენტი პოსტი ფრანკლინ დელანო რუზველტმა დაიკავა. პოლიომიელიტის გამო პრეზიდენტი რუზველტი პარალიზებული იყო და თავისუფლად გადაადგილება არ შეეძლო, ამიტომ თეთრი სახლი შშმ პირთა საჭიროებებს მოარგეს. რუზველტის დროს თეთრ სახლში დახურული საცურაო აუზიც დაამონტაჟეს, რომელიც პრეზიდენტის მკურნალობისთვის იყო საჭირო.

10. პრეზიდენტმა ტრუმენმა თეთრი სახლი დანგრევას გადაარჩინა

აგებიდან 150 წლის შემდეგ, თეთრი სახლის ხის საყრდენი სვეტები და გარე მზიდი კედლები საგრძნობლად დასუსტდა. ინჟინერებმა რეზიდენცია ავარიულად გამოაცხადეს და მისი სასწრაფო რემონტი მოითხოვეს. 1948 წელს პრეზიდენტმა ტრუმენმა შენობის ახალი ფოლადის კონსტრუქციებით გაძლიერება ბრძანა. რეკონსტრუქციის პერიოდში პრეზიდენტის ოჯახი მეზობლად მდებარე ბლერ ჰაუსში ცხოვრობდა.

11. ვინ დაარქვა პრეზიდენტის რეზიდენციას „თეთრი სახლი“?

ორასწლიანი ისტორიის მანძილზე თეთრს სახლს რამდენიმე სახელი ჰქონდა: "საპრეზიდენტო ციხესიმაგრე", "პრეზიდენტის სასახლე" და "პრეზიდენტის სახლი". სახელი - „თეთრი სახლი“ 1901 წელს, თეოდორ რუზველტის პრეზიდენტობის დროს გაჩნდა.

12. თეთრი სახლი ყოველთვის თეთრი არ ყოფილა

თეთრი სახლი ვირჯინიის საბადოებში მოპოვებული ნაცრისფერი ქვიშაქვისგან აშენდა. შენობის კედლები თეთრად 1814 წლის ხანძრის შემდეგ შეღებეს, რასაც დაახლოებით 570 გალონი თეთრი საღებავი დასჭირდა.

ესეც საინტერესოა:

რატომ არის პენტაგონში ნორმაზე ორჯერ მეტი ტუალეტი?

როგორ იქცა ინდაური ამერიკის სადღესასწაულო სუფრის მთავარ კერძად?

როგორ დაეხმარა 11 წლის გოგონას რჩევა ლინკოლნს გაპრეზიდენტებაში...


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი