იცით თუ არა

რატომ არის პენტაგონში ნორმაზე ორჯერ მეტი ტუალეტი?

fun time

16:00 ოთხ. 27 ოქტომბერი, 2021 წელი

პენტაგონის შენობა

14
დაკოპირებულია

აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს შენობა, ფუნქციური დატვირთვისა და გამორჩეული არქიტექტურის წყალობით, მსოფლიოში გამორჩეულია. ხუთკუთხა შენობის აგება ვირჯინიის შტატში 1941 წლის 11 სექტემბერს დაიწყო. პროექტის მიხედვით, მასში საპირფარეშოების რაოდენობა ნორმაზე ორჯერ მეტი იყო...

ვირჯინიის შტატში რასობრივი დაყოფის კანონი მოქმედებდა, რამაც პენტაგონის არქიტექტორს ჯორჯ ბერგსტრომს უამრავი პრობლემა შეუქმნა:

  • თავდაპირველად არქიტექტორს თეთრკანიანი და ფერადკანიანი მუშებისთვის სხვადასხვა სასადილოს აშენება მოუწია. ამის მიუხედავად, მუშებს შორის ხშირი იყო კონფლიქტი. ისინი ხაზავდნენ ზოლებს, რომელზეც განსხვავებული რასის წარმომადგენლებს გადაბიჯება არ შეეძლოთ;

  • შემდეგ სამხედროებმა არქიტექტორს უთხრეს, რომ ტუალეტების რაოდენობა, სანიტარიულ ნორმებთან შედარებით, უნდა გაეორმაგებინა, რათა თეთრკანიანებისთვის და ფერადკანიანებისთვის ცალ-ცალკე ყოფილიყო. ამან არქიტექტორი ბერგსტრომი ძალიან დააბნია, თუმცა მითითება შეასრულა.

არქიტექტორის ემოციები გასაგები იყო - ჯერ კიდევ 1941 წელს პრეზიდენტმა რუზველტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც სახელმწიფო მოხელეებს შორის დისკრიმინაციას კრძალავდა.

სამხედროებმა თვითნებურად დაარღვიეს პრეზიდენტის ბრძანებულება და საპირფარეშოების გამოყოფა დაჟინებით მოითხოვეს, თუმცა წარწერების დამაგრება „მხოლოდ თეთრებისთვის“ ვერ მოახერხეს, რადგან 1942 წელს მშენებარე პენტაგონს რუზველტი, კომისიასთან ერთად, დაატყდა თავს და სამხედროებს თავისი ბრძანება შეახსენა.

1948 წლის შემდეგ, ამერიკაში ნებისმიერი სახის რასობრივი დაყოფა უკანონობად მიიჩნევა, თუმცა პენტაგონში საპირფარეშოების იმაზე ორჯერ მეტი რაოდენობა, ვიდრე სანიტარიული ნორმები მოითხოვს, დღემდე შემორჩა.

🔰:

ვინ იყო ქართველი პრინცი აშშ-ს დაზვერვაში

უცნაური კანონები აშშ-ს შტატებსა და ქალაქებში

რეიგანის წერილი შვილს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში