იცით თუ არა

ვისგან იცავდნენ ბრიტანელები საფლავებს?

fun time

21:54 პარ. 22 ივლისი, 2022 წელი

საფლავი მე-18 საუკუნის
ბრიტანეთში

14
დაკოპირებულია

მე-18 საუკუნეში, ბრიტანეთის სამედიცინო სასწავლებლის  სტუდენტები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - მანამდე ანატომიის შესასწავლად სიკვდილით დასჯილი დამნაშავეების ცხედრებს იყენებდნენ, მაგრამ კანონმდებლობის შეცვლისა და სასჯელების შემსუბუქების შემდეგ, სიკვდილმისჯილთა რაოდენობა მკვეთრად, შემცირდა.  

 

სწორედ ამის შემდეგ ქვეყანაში საფლავებიდან გვამების მოპარვის შემთხვევები გახშირდა და გარდაცვლილთა ახლობლები იძულებული გახდნენ, რომ საგანგებო ზომები მიეღოთ.

საფლავის დამცავი პირველი სეიფი სასაფლაოზე დაახლოებით 1816 წელს გამოჩნდა. სანახევროდ მიწაში ჩაფლული, მძიმე ლითონის გისოსებისა და უზარმაზარი ქვის კომბინაციით შექმნილი სეიფის ადგილიდან დაძვრა თითქმის შესუძლებელი იყო, რაც გარდაცვლილს ქურდებისგან საიმედოდ იცავდა.

თუმცა, გვამების ქურდები უკან დახევას არ აპირებდნენ. საფლავის დამცავი სეიფის გამოჩენის შემდეგ მათ მეთოდები დახვეწეს და საფლავებიდან 6 მეტრის დაშორებით გვირაბების თხრა და მიცვალებულების გვირაბიდან გატანა დაიწყეს. ამ გზით გაძარცვულ საფლავს გარედან უჩვეულო არაფერი ეტყობოდა, თუმცა მოგვიანებით, სასაფლაოს სიახლოვეს უამრავი ცარიელი კუბო ნახეს და მიხვდნენ, რომ მძარცველებმა საფლავების მცველებს ეშმაკობით აჯობეს.

საფლავის სეიფების ეპოქა 1832 წელს დასრულდა, როდესაც ექიმებს უპატრონო გვამების გამოყენების უფლება მიეცათ.

თუმცა, ზოგი სეიფი ადგილზე დარჩა, როგორც ბრიტანეთში გვამებზე ნადირობის სამარცხვინო ეპოქის ილუსტრაცია.

ესეც საინტერესოა 👇

რატომ მიაქვთ ებრაელებს სასაფლაოზე, ყვავილების ნაცვლად, ქვები?

4 წესი, რომელიც სასაფლაოზე უნდა დაიცვათ

მილანის Cimitero Monumentale - სასაფლაო შედევრებით

სასაფლაოზე სადილობისა და დასვენების ტრადიცია ამერიკაში გაჩნდა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

საიდან ჩნდება სახლში მტვერი და რატო...

საიდან ჩნდება სახლში
მტვერი

რატომ მუქდება გაჭრილი ვაშლი?

რატომ მუქდება გაჭრილი
ვაშლი?

რატომ უწოდეს ყველაზე ბობოქარ ოკეანე...

რატომ უწოდეს ყველაზე
ბობოქარ ოკეანეს წყნარი?

რატომ უწოდებენ იაპონიას ამომავალი მ...

რატომ უწოდებენ იაპონიას
ამომავალი მზის ქვეყანას?

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცისარტყე...

ცისარტყელას ფერები

მეცნიერებმა ეკოლოგიურად ყველაზე სუფ...

ცისარტყელა კალმახი

რატომ სვამენ ჩაის თურქები მსხლის ფო...

თურქული ჩაის კულტურა

რომელი ხის დარგვა არ შეიძლება სახლთ...

რომელი ხის დარგვა არ
შეიძლება სახლთან ახლოს

როგორ შევინახოთ ბურღული ისე, რომ ჩრ...

როგორ შევინახოთ ბურღული