ქართული კერძები

ხბოს ხორცის სალათი - ნოყიერი და გემრიელი

fun time

12:00 ორშ. 8 ნოემბერი, 2021 წელი

ხბოს სალათა

14
დაკოპირებულია

ხბოს ხორცის კერძები არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან ჯანსაღი და სასარგებლოა, ხოლო ხბოს ხორცის სალათი ცივ კერძებს შორის ძალიან პოპულარულიც გახლავთ. ამასთანავე, მის მომზადებას დიდი ძალისხმევაც არ სჭირდება... ამ სალათის რეცეპტს Funtime-ს მკითხველებს გამოცდილი კულინარი დავით გიორგბერიძე უზიარებს.

ხბოს ხორცის სალათის მოსამზადებლად საჭიროა:

  • ხბოს ხორცი - 200 გრ;
  • მაიონეზი - 50 გრ;
  • ბულგარული წიწაკა (წითელი და მწვანე) – 50 გრ;
  • კამა - 20 გრ;
  • თეთრი პილპილი და მარილი - გემოვნებით.

მომზადების წესი:

ხორცი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ.
მოხარშული ხორცი დაწეწეთ წვრილად და გრძლად.
დაწეწილი ხორცი გადაიტანეთ მოზრდილ ჯამში.
დაუმატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა და წვრილად დაჭრილი კამა.
ბოლოს, მოასხით მაიონეზი, თეთრი პილპილი, მარილი და ერთმანეთში კარგად გადაურიეთ.

შენიშვნა:

წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა გადაიტანეთ ცალკე ჯამში, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ, დაახლოებით, 15 წუთით. შემდეგ კარგად გაწურეთ და სალათს გაწურული ბულგარული წიწაკა გადაურიეთ - ამგვარად ხბოს ხორცის სალათი არ აწყალდება.
სალათი შეგიძლიათ, სალათის ფოთლებითა და ბროწეულის მარცვლებით გააფორმოთ.

გემრიელად მიირთვით!

თუ განსხვავებული სალათები გაინტერესებთ 👇

თინუსის სალათა - მსუბუქი და ნოყიერი

Fresh-სალათა

კიტრის სალათა ნადუღით

სალათა ბადრიჯნით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფენოვანი ლობიანი

ფენოვანი ლობიანი

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

ქილების სტერილიზაცია
ღუმელში

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის

ყურძნის წვენის შენახვა
ზამთრისთვის

მწვანე ლობიო კვერცხით - სწრაფად მოს...

მწვანე ლობიო კვერცხით

როგორ შევღებოთ და გავაფორმოთ სააღდგ...

კვერცხის შღებვა

ქათმის ფილე არაჟნით

ქათმის ფილე არაჟნით

როგორ მზადდება აფხაზურა

როგორ მზადდება აფხაზურა

მწვანე პომიდორი ბებიების რეცეპტით

მწვანე პომიდორი

ბოლოკის „ჩიფსები“ - სასუსნავი მათთვ...

ბოლოკის ჩიფსები