უცხოური სამზარეულო

თინუსის სალათა - მსუბუქი და ნოყიერი

fun time

12:00 ორშ. 5 ივლისი, 2021 წელი

თინუსის სალათი

14
დაკოპირებულია

მსუბუქი სალათი, რომელიც მოსამზადებლად ძალიან მარტივია და საკმაოდ ნოყიერიცაა. სალათისთვის საჭირო მასალა, შესაძლოა, მაცივარში გეგულებოდეთ ან, მაქსიმუმ, თინუსის კონსერვის შეძენა დაგჭირდეთ.

სალათის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტი:

  • მჟავე კიტრი - 50 გრ;
  • მაიონეზი - 50 გრ;
  • თინუსის კონსერვი - 1 ცალი.
  • შავი პილპილი - 5 გრ;
  • სალათის ფურცლები - 50 გრ;
  • კიტრი - 50 გრ;
  • პომიდორი - 50 გრ;
  • კამა - 20 გრ;
  • მარილი - გემოვნებით.

მომზადების წესი:

გახსენით თინუსის კონსერვი, გადაუწურეთ წყალი და დაჭერით წვრილად.

დაამატეთ წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი და კამა, შავი პილპილი, მარილი, მოასხით მაიონეზი და კარგად გადაურიეთ.

მომზადებული მასა გადაიტანეთ თეფშზე ან სასალათეზე და ახლა მის გაფორმებას შეუდექით.

თინუსის სალათს გარშემო შემოუწყვეთ კუბიკებად დაჭრილი კიტრი, პომიდორი და სალათის ფურცლები.

სალათის გასაფორმებლად შეგიძლიათ, ლიმონის ნაჭერი და ზეთის ხილიც გამოიყენოთ.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უნდა დაამატოთ შაქარი გატარებუ...

კატლეტების მომზადება

ხრაშუნა ყველის ბურთები - გემრიელი ხ...

მარტივი ხემსი

საზაფხულო ცივი კერძები მთელი ოჯახის...

საზაფხულო ცივი კერძები

კარტოფილი ფრი ღუმელში

კარტოფილი ფრი ღუმელში

ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშ...

ავოკადოს სალათი

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი...

ბატატი ღუმელში

მაშარაფის რეცეპტი - როგორ მოვმზადოთ...

მაშარაფის რეცეპტი