უცხოური სამზარეულო

მსუბუქი და სასიამოვნო Fresh-სალათა

fun time

12:00 სამ. 4 მაისი, 2021 წელი

Fresh-სალათი

14
დაკოპირებულია

თუ სალათები გიყვართ, ეს რეცეპტი ნამდვილად დაგაინტერესებთ და უგემრიელესი Fresh-სალათი თქვენს მენიუში აუცილებლად შევა. Fresh-სალათის რეცეპტს შეფ-მზარეული ნანა ბერიაშვილი გვთავაზობს.

4 ულუფა Fresh-სალათისთვის საჭირო მასალა:

სალათის ფურცლები - 120 გრ;
სტაფილო -1 ცალი;
კონსერვირებული ლობიო - 120 გრ;
ბარდა - 120 გრ;
კონსერვირებული სიმინდი - 120 გრ;
კომბოსტო (ჩვეულებრივი და იასამნისფერი) - 120 გრ;
ზეითუნის ზეთი - 120 გრამი;
კიტრი - 2 ცალი;
პომიდორი ჩერი - 5-6 ცალი (ან ჩვეულებრივი - 2 ცალი);
მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით.

მომზადების წესი:

ზემოჩამოთვლილი ინგრედიენტები კარგად გარეცხეთ.
მოათავსეთ ცალ-ცალკე ჯამზე და საჭრელ დაფაზე დაიწყეთ მათი დაჭრა.
დაჭრილი ბოსტნეული, საბოლოოდ, ერთ დიდ ჯამში უნდა გადაიტანოთ, ამიტომ კარადიდან ოდნავ მოზრდილი ჯამიც გამოიღეთ და შეუდექით მზადებას.

დაჭერით სალათის ფურცლები საშუალო ზომაზე და გადაიტანეთ ჯამში.
დაუმატეთ კონსერვირებული სიმინდი, ლობიო და ბარდა.
შემდეგ მოაყარეთ გახეხილი სტაფილო და წვრილად დაჭრილი იასამნისფერი და ჩვეულებრივი კომბოსტო. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი კიტრი და შუაზე გაჭრილი პომიდორი.

მოასხით ზეითუნის ზეთი.
პილპილი და მარილი, რა თქმა უნდა, გემოვნებით მოაყარეთ და კარგად ამოურიეთ.
სულ ეს არის.
ყველაზე მარტივად მოსამზადებელი და, ამავდროულად, გემრიელი მსუბუქი სალათი მზად არის.

შენიშვნა:

Fresh-სალათს შეგიძლიათ მოასხათ ბალზამიკო ან მაიონეზი - ეს, რა თქმა უნდა, თქვენს სურვილზეა დამოკიდებული, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მაიონეზის დამატების შემთხვევაში, Fresh-სალათი ისეთი მსუბუქი ვერ იქნება, როგორიც ჩვენ დაგპირდით.

თუკი პომიდორი ჩერი არ გაქვთ, შეგიძლიათ, ჩვეულებრივი პომიდორი გამოიყენოთ, უბრალოდ, ამ შემთხვევაში პომიდორი რამდენიმე ნაწილად დაჭერით.

Fresh-სალათს, სულ რაღაც, 15 წუთში მოამზადებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უნდა დაამატოთ შაქარი გატარებუ...

კატლეტების მომზადება

ხრაშუნა ყველის ბურთები - გემრიელი ხ...

მარტივი ხემსი

საზაფხულო ცივი კერძები მთელი ოჯახის...

საზაფხულო ცივი კერძები

კარტოფილი ფრი ღუმელში

კარტოფილი ფრი ღუმელში

ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშ...

ავოკადოს სალათი

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი...

ბატატი ღუმელში

მაშარაფის რეცეპტი - როგორ მოვმზადოთ...

მაშარაფის რეცეპტი