საკნატუნო ამბები

10 ძველი სერიალი შემოდგომის საღამოებისთვის

fun time

17:18 სამ. 27 სექტემბერი, 2022 წელი

10 საუკეთესო სერიალი

14
დაკოპირებულია

წვიმის აკომპანემენტის ქვეშ სერიალის ყურება ბევრს უყვარს. თუ თქვენც მათ შორის ხართ, მაშინ გადახედეთ ჩვენ მიერ შედგენილ სიას. 

ორიანი / The Deuce

წინა საუკუნის 70-იანი წლების ნიუ-იორკი. პრესტიჟულ მანჰეტენზე „ფასიანი სიყვარულის“ ინდუსტრია ყვავის. ამბავს ტყუპი მაფიოზებისა (ჯეიმს ფრანკო) და მეძავის (მეგი ჯილენჰოლი) ცხოვრების პრიზმიდან მიადევნებთ თვალს.

იგივე გრეისი / Alias Grace

მარგარეტ ეტვუდის კიდევ ერთი ნაწარმოების ეკრანიზაცია. სერიალი მოსამსახურე ქალზე მოგვითხრობს. გრეისს საკუთარი პატრონის მკვლელობაში დასდეს ბრალი და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა თავად ამტკიცებს, რომ არაფერი ახსოვს. პატიმრობიდან 10 წლის შემდეგ ექიმმა საიმონ ჯორდანმა გადაწყვიტა, გრეისს მეხსიერების აღდგენაში და მოვლენების გახსენებაში დაეხმაროს.

დენთი / Gunpowder

სამი ეპიზოდისგან შემდგარი მინისერიალი XVII საუკუნის ცნობილი „დენთის შეთქმულების“ ისტორიას მოგვითხრობს. ინგლისის მეფე ჯეიმს I უნდა დასწრებოდა პარლამენტში სესიის გახსნას. კათოლიკე შეთქმულთა ჯგუფს, რომლებიც ანგლიკანური ეკლესიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, გადაწყვეტილი ჰქონდათ მეფისა და დიდებულების განადგურება.
სერიალი არა მხოლოდ ისტორიის მოყვარულებს, არამედ „სამეფო ტახტის თამაშების“ თაყვანისმცემლებსაც დააინტერესებს, რადგან მთავარ როლს კიტ ჰარინგტონი ასრულებს.

ბიოლოგიის პროფესორი / A.P. Bio

ჯეკ გრიფინი ფილოსოფიის პროფესორია, რომელიც საყვარელ სამსახურს ერთ დღეში კარგავს. ის სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად იწყებს მუშაობას. გრიფინს ნიჭიერი მოსწავლეებით სავსე კლასი შეხვდება, რომლის დახმარებითაც დაკარგული თანამდებობის დაბრუნებას ცდილობს.

სმილფი / Smilf

როდესაც 20 წლის ხარ და პატარა შვილი გყავს, სამსახურის მოძებნა და პირადი ცხოვრების მოწესრიგება მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. ამ კომედიური სერიალის სიუჟეტი მთავარი როლის შემსრულებლის და სცენარის ავტორის ფრენკი შოუს ისტორიაა.

სტრაიკი / C. B. Strike

ეს სერიალი ჯოან როულინგის თაყვანისმცემლებისთვის ნამდვილი საჩუქარია. ის გამომძიებელზე მოგვითხრობს, რომელიც პატარა დეტექტიურ სააგენტოში მუშაობს და პრაქტიკულად უიმედო საქმეებს იძიებს.

კარგი ექიმი / The Good Doctor

შონ მერფი - ყველაზე უჩვეულო ქირურგი მსოფლიოში. ის ფენომენალურ უნარს ფლობს - ამოიცნოს და უმკურნალოს ყველაზე რთულ დაავადებებს. ამასთანავე, აქვს ფანტასტიკური მეხსიერება. თუმცა მას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს: გენიალურ ექიმს აუტიზმის სპექტრის აშლილობა აქვს და ადამიანების ემოციების გაგება და პაციენტების თანაგრძნობა აბსოლუტურად არ შეუძლია.

გონებაზე მონადირე / Mindhunter

ეს სერიალი დევიდ ფინჩერმა გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეცაგენტ ჯონ დუგლასის წიგნის მიხედვით გადაიღო, რომელიც მანიაკებზე ნადირობასა და მათი ფსიქოლოგიური პროფილების შედგენაზე მოგვითხრობს. მოვლენები 1979 წელს ვითარდება.

ათი დღე ხეობაში / Ten Days in the Valley

წარმატებული სატელევიზიო პროდიუსერისა და მარტოხელა დედის ცხოვრება ერთ დღეში იცვლება, როდესაც მის პატარა ქალიშვილს პირდაპირ სახლიდან იტაცებენ. გარკვეული მიზეზების გამო მას პოლიციის ნდობაც არ შეუძლია და თვითონ იწყებს ქალიშვილის ძებნას. მოტაცების ამბავი უფრო და უფრო იდუმალებაში იხლართება.


ვარსკვლავური გზა: აღმოჩენა / Star Trek: Discovery

ლეგენდარული „ვარსკვლავური გზის“ დიდი ხნის ნანატრი გაგრძელება მოგვითხრობს ამბებზე, რომლებიც ორიგინალ სერიალში განვითარებულ მოვლენებამდე 10 წლით ადრე ხდებოდა.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები