საკნატუნო ამბები

2 ულამაზესი კუნძული, სადაც არავის სურს ცხოვრება

fun time

14:00 ორშ. 15 ნოემბერი, 2021 წელი

კუნძული მატსაიკერი

14
დაკოპირებულია

ამ მიწებზე ცხოვრების მსურველებს იქაური მთავრობები ყოველმხრივ მხარდაჭერას ჰპირდებიან, თუმცა... 

ავსტრალია, კუნძული მატსაიკერი (Maatsuyker Island)

კუნძული მატსაიკერი ტასმანიის სამხრეთ სანაპიროდან 10 კილომეტრში მდებარეობს. მისი ფართობი 186 ჰექტარია. თუ განმარტოებით ცხოვრება და კუნძულის მოვლა-პატრონობა შეგიძლიათ, ტასმანიის ეროვნული პარკის მიერ გამოცხადებული ვაკანსია დაგაინტერესებთ. სამუშაო სპეციფიკურია: შუქურას კონტროლი, მეტეოროლოგიური კვლევების ჩატარება, მიწებისა და შენობების მომსახურება. კუნძულის დატოვება მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი - ისიც საგანგებო მდგომარეობის დროს. გარე სამყაროსგან სრულად მოწყვეტილი იქნებით.


წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილი - პიტკერნის კუნძულები (Pitcairn Islands)

რა თქმა უნდა, კუნძულებზე ცხოვრება განმარტოებას გულისხმობს. გამონაკლისი არც ახალ ზელანდიასთან ახლოს მდებარე პიტკერნის კუნძულებია - ბრიტანეთის ერთადერთი სახმელეთო ტერიტორია წყნარ ოკეანეში. იქ 50 ადამიანი ცხოვრობს. კუნძულებზე უამრავი დაუსახლებელი ადგილია, ამიტომ ხელისუფლება ნებისმიერ მსურველს სთავაზობს და ადაპტაციის პერიოდში მხარდაჭერას ჰპირდება.
აქ, თავისთავად, პრობლემაც ბევრია. მაგალითად, სურსათის შეძენა მხოლოდ ერთ მაღაზიაში შეიძლება, რომელიც კვირაში მხოლოდ სამი დღე მუშაობს. ადგილობრივები მოკლებულნი არიან კომფორტს და კეთილმოწყობილ სახლებს, სამაგიეროდ, მთელი წლის განმავლობაში სუფთა ჰაერით, სიჩუმით და ულამაზესი პეიზაჟებით ტკბებიან.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერულად დადასტურდა, რომ ძაღლებს...

ძაღლებს ადამიანის ენა
ესმით

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)

როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და...

ტანსაცმელზე ჯიბეები

ჰიბრიდი ცხოველები, რომლებიც რეალურა...

ლეოპონი

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია