საკნატუნო ამბები

384912 წლით თავისუფლების აღკვეთა (!) და სხვა საინტერესო ფაქტები

fun time

21:32 ორშ. 10 ივნისი

ყველაზე უიღბლო პატიმარი

14
დაკოპირებულია

ტვინის მუშაობისა და განვითარებისთვის ყოველდღე რაღაც ახლის გაგება ძალიან სასარგებლოა, ამიტომ ჩვენ გიამბობთ 8 საინტერესო ფაქტის შესახებ, რომლებიც შეიძლება თქვენთვის აღმოჩენად იქცეს.

 

1. მიქელანჯელოს საყიდლების სია

თქვენ წინაშეა იტალიური რენესანსის გენიალური მხატვრისა და მოქანდაკის ხელით ჩამოწერილი (წერილის უკანა მხარეს) საყიდლების სია, რომელიც 500 წელია, ფლორენციაში, Casa Buonarroti-ს მუზეუმში ინახება.

წერილი მსახურისთვის იყო განკუთვნილი. მაგრამ მან წერა-კითხვა არ იცოდა, ამიტომ მიქელანჯელომ სიის გასწვრივ პროდუქტები მიახატა.

ამ სიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მიქელანჯელოს ყოველდღიური მენიუ ღვინის, თევზისა და პურისგან შედგებოდა.

2. ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა

1972 წელს სასამართლომ ესპანელ ფოსტალიონს 384912 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის წყალობით გაბრიელ მარჩ გრანადოსსი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

როგორც ირკვვა, ფოსტაში მუშაობის დროს ესპანელმა 42768 წერილი მხოლოდ იმიტომ გაანადგურა, რომ ადრესატამდე მათი მიტანა ეზარებოდა, ესპანეთის კანონმდებლობა კი ნებისმიერი დოკუმენტის დაზიანებისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

3. მე-18 საუკუნეში შვედეთს ლოსების კავალერია ჰქონდათ

ლოსი ცხენზე გაცილებით დიდი და ამტანი ცხოველია. ბრძოლის ველზე მისი გამოჩენა მტრის ჯარს შიშის ზარს დასცემდა, მაგრამ ძლევამოსილი კავალერიის შექმნის ამბიციური გეგმა რამდენიმე მიზეზის გამო ჩაიშალა.

ლოსი ჭკვიანი ცხოველია და საფრთხეს გაურბის. თუ მან ომში თანამოძმის სიკვდილი დაინახა, წინსვლაზე უარს იტყვის და მისი ადგილიდან დაძვრა შეუძლებელი იქნება.

ამასთან, ლოსი ცხენივით თივას არ მიირთმევს და განსაკუთრებული მენიუ სჭირდება (ტოტები, ხავსი, კენკრა და წყალმცენარეები). ამიტომ მისი გამოკვება ძნელია.

და რაც ყველაზე ყურადსაღებია: ლოსები ჩრდილოეთის ქვეყნებში ყველაზე საშიში ცხოველები არიან და მათთვის სულ ერთია ვის დაესხმებიან თავს მტერს თუ მეგობარს.

4. ლეონარდო და ვინჩი ვეგეტარიანელი იყო და ცხოველთა თავისუფლებისთვის იბრძოდა

მხატვარი და მწერალი ჯორჯო ვაზარი, რომელიც ლეონარდო და ვინჩის კარგად იცნობდა, წერდა, რომ ლეონარდოს ფრინველები და ცხოველები იმდენად უყვარდა, რომ დასაკლავად ბაზარში გამოტანილებს ყიდულობდა და ათავისუფლებდა.

ლეონარდო თავის დღიურში წერდა: „თუ ადამიანს თავისუფლება უნდა, რატომ კეტავს ფრინველებს და ცხოველებს გალიებში? ჩვენ სხვა სულიერი არსებების სიკვდილით ვცოცხლობთ და მოსიარულე სასაფლაოები ვართ! მიხარია, რომ ხორცის ჭამა ადრეულ ასაკში შევწყვიტე და არასოდეს დავუბრუნდები“.

5. „ტუბერკულოზის“ მოდა

მე-19 საუკუნეში ევროპას ტუბერკულოზის ეპიდემიამ გადაუარა. ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ფერმკრთალი კანი, გამხდარი სხეული, წითელი ტუჩები და ვარდისფერი ლოყები ჰქონდათ.

უცნაურია, მაგრამ ეს სიმპტომები მალე ქალის სილამაზის იდეალად იქცა და დაავადებულისა და მოდის მიმდევარის ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლებელი გახდა.

6. ვულკანის ამოფრქვევის შედეგი მუნკის ნახატში

1883 წელს, კრაკატოას ვულკანის ამოფრქვევამ 36 417 ადამიანი შეიწირა და ისეთი იშვიათი ბუნებრივი მოვლენა გამოიწვია, როგორიცაა „წითელი ვულკანური ბინდი“, რომელიც ნოემბრიდან თებერვლამდე გაგრძელდა.

ნორვეგიელი მეცნიერების აზრით, სწორედ ამ უჩვეულო მოვლენებმა შთააგონა ედვარდ მუნკი, რომ თავისი ცნობილი ნახატი "კივილი" შეექმნა. თავის ჩანაწერებში ის აღელვებული აღწერდა, როგორ გაწითლდა ცა სისხლივით.

7. საზოგადოება ეიფელის კოშკის წინააღმდეგ

1887 წელს საფრანგეთის მწერალთა და მხატვართა საზოგადოებამ (მათ შორის ალექსანდრე დიუმამ (შვილი) და გი დე მოპასანმა) პარიზის მუნიციპალიტეტს საპროტესტო წერილი გაუგზავნეს, სადაც ეიფელის კოშკს "უსარგებლო და ამაზრზენ“ ქმნილებად მოიხსენებდნენ.

წერილში გი დე მოპასანი აღნიშნავდა, რომ იძულებულია კოშკის პირველ დონეზე მდებარე რესტორანში ივახშმოს, რადგან ეს პარიზში ერთადერთი ადგილია, საიდანაც ეიფელი არ ჩანს.

8. ყველაზე ცნობილი ხარი

"სტარბაკი" ცნობილი კანადელი ხარი იყო, რომელსაც იმდენად სასურველი გენები ჰქონდა, რომ მარტო სპერმის გაყიდვით ხარმა სიცოცხლის მანძილზე 25 მილიონი დოლარი „გამოიმუშავა“.

ვარაუდობენ, რომ „სტარბაკმა“ 400-ზე მეტი ნაშიერი დატოვა.

ასევე წაიკითხეთ:

საინტერესო ფაქტი მიწისძვრის შესახებ

საინტერესო ფაქტები სამყაროზე

საინტერესო რჩევები, რომლებიც საჭირო დროს გამოგადგებათ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფერადი კბილები - უსაფრთხოა თუ არა ს...

ახალი ტრენდი - ფერადი
კბილები

ყველაზე უსაფრთხო, საშიში და გრძელი...

10 ფაქტი ავტომობილებზე

იურული პერიოდის გირჩი - საინტერესო...

არუკარიას გირჩი

რით გარდაიცვალა „მსოფლიოში ყველაზე...

რით გარდაიცვალა
„მსოფლიოში ყველაზე
ჭუჭყიანი ადამიანი“

70 ცოლი და 210 შვილი - ვინ იყო კაცი...

სვაზილენდის სამეფოს
ისტორია

რატომ ღებავენ შვეიცარიის ციხეებში ს...

ვარდისფერი საკნები

ელისაბედ II-ს ყველა შვილი ბუნებრივ...

დედოფალი ელისაბედი და
პატარა ჩარლზი

ევროპის 16 პატარა ქალაქი და სოფელი,...

Burano, იტალია

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი