საკნატუნო ამბები

7 ფილმი, რომელიც ბელმონდოს შეგაყვარებთ

fun time

16:00 შაბ. 18 სექტემბერი, 2021 წელი

ბელმონდოს 7 საუკეთესო როლი

14
დაკოპირებულია

გირჩევთ მომხიბვლელი ფრანგის ფილმოგრაფიას ჩაუსხდეთ. ბელმონდოს ფილმები მოწყენილობის წამალი და დადებითი ემოციების წყაროა. მისი გმირები სიცოცხლის მოყვარე, თამამი, მაცდური და მსუბუქი ადამიანები არიან და ნებისმიერი თაობის მაყურებელს ხიბლავენ. 

უკანასკნელ ამოსუნთქვამდე / A bout de souffle (1960)

ცნობილი რეჟისორის ჟან-ლუკ გოდარის ერთ-ერთ პირველ შედევრში ბელმონდო მიშელ პოიკარის როლს ასრულებს - ახალგაზრდა დამნაშავის, რომელიც შეყვარებულთან ერთად, პოლიციას გაურბის. სწორედ ამ ფილმის გასაოცარი წარმატების შემდეგ დაიწყო ბელმონდოს კარიერის მკვეთრი აღმავლობა.

მაიმუნი ზამთარში / Un singe en hiver (1962)

ტრაგიკომედია, რომელშიც ახალგაზრდა ბელმონდომ ფრანგული კინოს ლეგენდასთან, ჟან გაბენთან ერთად ითამაშა, მსახიობის კარიერაში გამორჩეულია. ეს არის ფილმი იმაზე, თუ როგორ შეხვდა ერთმანეთს ორი მონათესავე სული და მოსაწყენი ყოველდღიურობიდან გაქცევა მოახერხა. ორი საოცარი მსახიობის თამაშმა ფილმის ერთგვარი არქაულობა და გულუბრყვილობაც გადაფარა. ახლა ასეთ ფილმებს პრაქტიკულად აღარავინ იღებს.

ასი ათასი დოლარი მზეზე (1964)

რეჟისორი ანრი ვერნეილის ცნობილმა ფილმმა იმ პერიოდის ფრანგული კინოს საუკეთესო ვარსკვლავები შეკრიბა: ჟან -პოლ ბელმონდო, ბერნარდ ბლიერი და ლინო ვენტურა. ფილმი მოგვითხრობს სატვირთო ავტომობილის მძღოლების უდაბნოში ცხოვრებაზე და მეგობრობაზე გვიამბობს, რომელსაც დიდი გამოცდა ელის.
ერთი შეხედვით საკმაოდ მოძველებული ფილმი სინამდვილეში შესანიშნავი სათავგადასავლო კომედიაა, რომელიც ორი საათის განმავლობაში სიამოვნებას მოგანიჭებთ. არანაირი ვულგარულობა, პრეტენზიულობა ან სიყალბე - უბრალოდ კარგი ფილმი.

ბორსალინო / Borsalino (1970)

ალენ დელონი და ჟან პოლ ბელმონდო - 50 წლის წინათ ამ დუეტის გამოჩენას ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. ფრანგული კინოს ორი სექსსიმბოლო ერთად პირველად მონაწილეობდა ფილმში, სადაც სიმპათიური განგსტერების როლი შეასრულეს. წარმატება იმდენად დიდი იყო, რომ ფილმს გაგრძელება მოჰყვა, თუმცა როგორც ხშირად ხდება, ასლმა მოლოდინი ვერ გაამართლა და პირველი ფილმის წარმატება ვერ გაიმეორა.

პროფესიონალი / Le Professionnel (1981)

ბელმონდოს ფილმოგრაფია წარმოუდგენელია ამ შედევრის გარეშე. ბელმონდომ შეუდარებლად შეასრულა საიდუმლო აგენტის როლი, რომელსაც საკუთარმა ხელმძღვანელებმა უღალატეს.
მშვენიერი სიუჟეტი, შესანიშნავი სამსახიობო თამაში და ენიო მორიკონეს გენიალური მუსიკა და ჩვენ წინაშე ოთხმოციანი წლების ერთ -ერთი საუკეთესო ფილმია, რომელიც მსოფლიო კინოს კლასიკად იქცა.

ასი / L’as des as (1982)

ჯერარდ ურის მშვენიერ ფილმში ბებელის კომედიური ნიჭი სრულად გამოვლინდა.
იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიის ხელისუფლებაში უკვე ნაცისტები არიან, საფრანგეთის მოკრივეთა ნაკრების მოგზაურობა ბერლინის 1936 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სასაცილო არ უნდა ყოფილიყო, თუმცა, გუნდს ყოფილი მფრინავი ჯო კავალიე ხელმძღვანელობს, რომელიც პირველ მსოფლიო ომშიც გერმანელების წინააღმდეგ იბრძოდა.
ამ ომში ის შემთხვევით დაუმეგობრდა გერმანელ მფრინავს, რომელსაც გენერლის სამხრეების მიუხედავად, ნაცისტები სასტიკად სძულდა. ძველი მეგობრები ბერლინში ერთმანეთს ხვდებიან და გერმანელი ბელმონდოს გმირს ებრაელი ოჯახის გადარჩენაში ეხმარება.
უამრავი სახალისო თავგადასავალი, ბელმონდოს შესანიშნავი თამაში და ვლადიმერ კოსმას მშვენიერი მუსიკა ფილმი უდიდესი წარმატების პირობად იქცა.

ბედის ნებიერა / Itinéraire d’un enfant gaté (1988)

ბელმონდომ ამ ტრაგიკომედიაში თავის კარიერაში ერთ -ერთი ყველაზე გამორჩეული როლი შეასრულა. კლოდ ლელუშის ფილმში მსახიობი ოდნავ უჩვეულო ამპლუაშია - არც დევნა, არც სროლა, არც ბევრი ჩხუბი.

ფიომი გვიამბობს წარმატებული ბიზნესმენის შესახებ, რომელმაც საკუთარი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო და აფრიკის მოსაწყენ ცხოვრებას გაექცა.

„ბედის ნებიერა“ დიდი ფრანგი მსახიობის უკანასკნელი საკულტო ფილმი აღმოჩნდა, რომელმაც კრიტიკოსებიც კი მოხიბლა. ამ როლისთვის ბებელს ცეზარი მიანიჭეს, მაგრამ მსახიობმა ჯილდოს მიღებაზე უარი თქვა იმის გამო, რომ ცეზარის ქანდაკების შემქმნელმა ოდესღაც ბელმონდოს მოქანდაკე მამა არასახარბიელოდ მოიხსენია. ეს ფილმი და ჯილდოსთან დაკავშირებული მთელი ეს ისტორია საუკეთესოდ წარმოაჩენს ჟან-პოლ ბელმონდოს ხასიათს.

🔰:

ჟან პოლ ბელმონდო - პირადი ცხოვრება

რა ქონება დაუტოვა ჟან-პოლ ბელმონდომ შვილებს?

ცდუნება ფრანგულად - რა საიდუმლო აქვთ ფრანგ კაცებს?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის