საკნატუნო ამბები

850 000 დოლარი ერთი დოზისთვის - რას კურნავს მსოფლიოში ყველაზე ძვირი მედიკამენტი?

fun time

14:02 შაბ. 19 თებერვალი, 2022 წელი

luxturna

14
დაკოპირებულია

ინოვაციური პრეპარატის Luxturna-ს შექმნაზე კომპანია Spark Therapeutics მუშაობდა და თავდაპირველად ერთი დოზის გაყიდვას მილიონ დოლარად გეგმავდა, თუმცა სადაზღვევო კომპანიების პროტესტმა აიძულა, ფასი დაეწია...

ეს მედიკამენტი ბაზარზე 3 წლის წინ გამოჩნდა, მისი სახელია Luxturna და ის მძიმე დაავადებისგან - მემკვიდრეობითი სიბრმავისგან კურნავს!

გენოთერაპია მედიცინის ყველაზე თანამედროვე მიმართულებაა, ეს მედიკამენტი კი იმით არის განსაკუთრებული, რომ პაციენტის გენეტიკური აპარატის სომატურ უჯრედებში ცვლილებები შეაქვს.

თავდაპირველად Luxturna-ს შემქმნელებმა განაცხადეს, რომ მედიკამენტის ფასი მილიონი დოლარი იქნებოდა, თუმცა სადაზღვევო კომპანიებმა განგაში ატეხეს იმის გამო, რომ მათი ბიუჯეტი ასეთი თანხის გადახდას ვერ შეძლებდა. ფარმაცევტულ კომპანიას მედიკამენტის ფასის 15%-ით შემცირება მოუწია, თუმცა ამის მიუხედავად, Luxturna მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ მედიკამენტად რჩება.

ადამიანის ორგანიზმში შეყვანის შემდეგ, Luxturna ვირუსის პრინციპით მოქმედებს და თვალის ბადურაში დეფექტურ გენებს ჯანსაღი გენებით ანაცვლებს.

პრეპარატის კლინიკური გამოცდა წარმატებით დასრულდა და Luxturna-მ დაამტკიცა, რომ ნამდვილად შეუძლია, მემკვიდრეობითი სიბრმავის მქონე ადამიანებს მხედველობა დაუბრუნოს.
ცნობისთვის, მარტო აშშ-ში ამ იშვიათი დაავადებით, დაახლოებით, 2000 ადამიანი იტანჯება.

Luxturna-ს გამოჩენამდე, მედიკამენტების ბაზარზე წამლის ყველაზე ძვირი ფასი 474 000 დოლარი იყო - ეს წამალი გენეტიკურ სისხლის კიბოს კურნავს.

სპეციალისტების თქმით, ამ სიტუაციაში ყველაზე ცუდი ის არის, რომ სადაზღვევო კომპანიები, ადრე თუ გვიან, ძვირად ღირებული მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურებას დაიწყებენ და როგორც კი ეს მოხდება, ფარმაცევტული კომპანიები გენეტიკური მიმართულების მედიკამენტების ფასებს კიდევ უფრო გაზრდიან.

წყარო: edition.cnn.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის

ახალი აღმოჩენა - რატომ არ უნდა გადა...

სიბრძნის კბილი და
ღეროვანი უჯრედები

ინდოელმა მაშველმა გველი ხელოვნური ს...

ინდოელმა მაშველმა გველი
ხელოვნური სუნთქვით
სიკვდილს გადაარჩინა

რატომ აკრძალეს სინგაპურში საღეჭი რე...

რატომ აკრძალეს
სინგაპურში საღეჭი რეზინა?

ამერიკული კომპანია 2032 წლისთვის მთ...

სასტუმრო მთვარეზე

შვედეთში ბევრი ადამიანი ხელში ჩასან...

მიკროჩიპები
ადამიანისთვის

5 ნიშანი იმისა, რომ სამსახურის შეცვ...

5 ნიშანი იმისა, რომ
სამსახურის შეცვლის დროა