საკნატუნო ამბები

ადამიანის გონების 10 საიდუმლო, რომელზეც ბევრს წარმოდგენაც არ აქვს

fun time

12:00 სამ. 8 მარტი, 2022 წელი

ადამიანის გონების 10
საიდუმლო

14
დაკოპირებულია

რას მალავს ჩვენი გონება, იგივე intellectus - უმაღლესი აზროვნება?

1. ჩვენ მუდმივად ვცვლით საკუთარ მოგონებებს

ჩვენი წარსული მოგონებები უცვლელი გვეგონა. სინამდვილეში ისინი იცვლება და ამის მიზეზი მახსოვრობაში ჩავარდნები და შემდგომ განვითარებული მოვლენებია.

საოჯახო წვეულებაზე სტუმრების ვინაობა არ გვახსოვს, მაგრამ, თუკი ვიცით, რომ დეიდა ყოველთვის ესწრებოდა მას, მაშინ ჩვენ ავტომატურად ვიძახით, რომ დეიდა იყო ამ წვეულებაზე, მაშინაც კი, როცა ის არ დასწრებია მას.

2. ჩვენი სანაცნობო წრე გაცილებით პატარაა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ

როგორც ფსიქოლოგი რობინ დანბარი, მრავალრიცხოვანი კვლევების შემდეგ ამბობს, ინდივიდს მაქსიმუმ 150 ინდივიდთან შეუძლია სტაბილური სოციალური ურთიერთობის შენარჩუნება. ამ რაოდენობას ფსიქოლოგიაში დანბარის რიცხვი ეწოდება.

3. საგნებს აღვიქვამთ სხვანაირად, ვიდრე ვხედავთ

ჩვენი ტვინი მუდმივად იღებს და ამუშავებს ინფორმაციას და შემდეგ ჩვენთვის გასაგები სახით წარმოგვიდგენს. მაგალითად, ტექსტის კითხვისას.


4. ერთდროულად შეგვიძლია 3-4 რამ დავიმახსოვროთ

თანაც ეს ინფორმაცია გონებაში 30-40 წამს ინახება, შემდეგ მას ვივიწყებთ. სწორედ ამ მიზეზის გამო ბევრი რამ 4 ციფრის ან 4 სტრიქონისგან შედგება.

3. როცა რაღაცას ვაკეთებთ, თავს უფრო ბედნიერად ვგრძნობთ

ჩვენი ტვინი უმოქმედობას ვერ იტანს. მას ურჩევნია, დაკავებული იყოს. ყოველი დავალების შესრულება კი ჩვენს ბედნიერებას იწვევს.



6. დროის 30%-ს ოცნებებში ვატარებთ

ეს სულაც არ არის ცუდი. მეოცნებე ადამიანები უფრო უკეთ წყვეტენ ამოცანებს, ადვილად აღწევენ თავს სტრესს და უფრო საზრიანები არიან.

7. არ შეგვიძლია, ყურადღება არ მივაქციოთ 3 რამეს: საკვებს, სექსსა და საფრთხეს

ჩვენი ტვინი მუდმივად ახდენს გარემოს სკანირებას და ეძებს პასუხს 3 კითხვაზე: შემიძლია ამის შეჭმა? შემიძლია, მასთან სექსი მქონდეს? ეს მომკლავს მე? უბრალოდ, ამის გარეშე ჩვენ ვერ გადავრჩებით.

8. გადაწყვეტილების მისაღებად ფართო არჩევანი გვჭირდება

მაღაზიაში 2 მაგიდა დადგეს. ერთზე 6 სახეობის მურაბაა, მეორეზე - 24 სახეობის. შედეგად ადამიანთა 60% 24 სახეობის მურაბიან მაგიდას მიუახლოვდა, მაგრამ უფრო მეტი მურაბა 6-სახეობიანი მაგიდიდან გაიყიდა. რატომ? ალბათ, გახსოვთ, რომ მხოლოდ 3-4 საგნის ერთდროულად დამახსოვრება შეგვიძლია, ამიტომაც არჩევანს ყოველთვის იქ ვაკეთებთ, სადაც უფრო მარტივია.

9. გადაწყვეტილებათა უმეტესობას ქვეცნობიერად ვიღებთ

ჩვენ გვინდა, გვჯეროდეს, რომ გადაწყვეტილებებს ფიქრის შედეგად ვიღებთ, არადა გადაწყვეტილებათა 60-80%-ს ქვეცნობიერად - თითქმის ავტომატურად ვიღებთ. სწორედ ამიტომ არის, რომ ხშირად თავს ვიმტვრევთ, გავთიშეთ თუ არა უთო, ჩავკეტეთ თუ არა კარი...

10. მრავალფუნქციური ადამიანები არ არსებობენ

აბა, სცადეთ, წეროთ და იკითხოთ ერთდროულად. როგორც წესი, არაფერი გამოგივათ. მაგრამ არის გამონაკლისიც: თუ ერთ-ერთი დავალება ფიზიკური ანდა ავტომატური იქნება (რომელსაც ხშირად ასრულებთ), მაშინ უკვე შეძლებთ ორი საქმის ერთდროულად გაკეთებას. მაგალითად, ერთდროულად შეძლებთ სიარულსაც და ტელეფონზე საუბარსაც. მაგრამ ამ დროსაც კი დიდია შანსი, რომ ვინმეს დაეჯახოთ ან საუბრის ნაწილი ვერ დაიმახსოვროთ.

***

ტვინის მუშაობის გაუმჯობესება - 12 შეუცვლელი პროდუქტი!

ზარმაცები დიდხანს ცოცხლობენ (?!)

რა აზარმაცებს ტვინს?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის