საკნატუნო ამბები

ამერიკელმა მამაკაცმა ნარკოტიკების ხარისხის შესამოწმებლად პოლიცია გამოიძახა

fun time

12:00 ოთხ. 23 მარტი, 2022 წელი

შემთხვევა ფლორიდის 911-ში

14
დაკოპირებულია

41 წლის ფლორიდელმა მამაკაცმა თომას იუჯინ კოლუჩიმ ღამის ბარში ნაყიდი მეტამფეტამინის ხარისხის შესამოწმებლად პოლიცია გამოიძახა. ამის შესახებ ინფორმაცია New York Daily News-მა გაავრცელა. 

ადგილზე მოსულ პოლიციელებს კულიჩიმ განუცხადა, რომ წლებია ნარკოტიკებს მოიხმარს, მაგრამ მეტამფეტამინი, რომელიც სახლის მეზობლად მდებარე ბარში იყიდა, „რაღაც უცნაურია“ და ეფექტი არ აქვს.

მამაკაცმა პოლიციის ოფიცრებს ნარკოტიკის გასინჯვა შესთავაზა და განუმარტა, რომ მას უხარისხო ნარკოტიკისგან საზოგადოების დაცვა სურს.

რა თქმა უნდა, პოლიციამ კოლუჩი მაშინვე დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა. მოგვიანებით მას ბრალი ნარკოტიკების უკანონო შენახვაში წაუყენეს და შვიდი ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მომხდარის შემდეგ ოლქის პოლიციის შერიფის ოფისმა სოციალურ ქსელში ასეთი განცხადება გამოაქვეყნა:

„თუ თქვენ ან თქვენს ნაცნობს აკრძალული ნივთიერებების ხარისხში ეჭვი გეპარებათ, ერნანდოს ოლქის შერიფის ოფისი გადამოწმების სერვისს უფასოდ გთავაზობთ“. 😀

წყარო: www.republicworld.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სამეფო კორგები — ელისაბედ II-ის მთა...

სამეფო კორგები

რატომ აკრძალა კეტჩუპი საბჭოთა კავში...

რატომ აკრძალა კეტჩუპი
საბჭოთა კავშირმა?

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

დანიაში შექმნეს საცვალი, რომელსაც გ...

დანიური საცვლები Organic Basics

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტ...

სიგარეტი რეცეპტით

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული