საკნატუნო ამბები

ამერიკული კომპანია 2032 წლისთვის მთვარეზე სასტუმროს აშენებას გეგმავს (Video)

fun time

15:57 შაბ. 17 იანვარი

სასტუმრო მთვარეზე

14
დაკოპირებულია

კომპანია GRU Space 2032 წლისთვის მთვარეზე სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

კომპანია 2029 წლიდან მთვარის გარკვეული ნაწილის შესწავლასა და სასტუმროს პირველი ვერსიის განთავსებისთვის მომზადებას აპირებს. სავარაუდოდ, პირველი სასტუმრო დედამიწაზე შექმნილი გასაბერი კონსტრუქცია იქნება, სადაც ოთხი ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩენას შეძლებს.

„GRU აპირებს, რომ 2032 წლისთვის მთვარეზე პირველი სასტუმრო აამუშაოს. კომპანია გეგმავს სასტუმრო ისე დააპროექტოს, რომ მან მთვარის ზედაპირზე, სულ მცირე, 10 წელი შეკეთების გარეშე გაძლოს“, — ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

GRU Space ხაზს უსვამს, რომ მოგვიანებით, რობოტების დახმარებით, გასაბერი სასტუმროს გარშემო უფრო მყარი შენობის აგება იგეგმება. მშენებლობისას კომპანია მთვარის ნიადაგის გამოყენებასაც აპირებს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს მეორე, უფრო მტკიცე ვარიანტის შთაგონების წყარო სან-ფრანცისკოს ნატიფი ხელოვნების სასახლეა და ის 10 ადამიანზე იქნება გათვლილი.

ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, მთვარის სასტუმროს პირველ ვერსიაში ერთი ღამის ღირებულება 416 ათას დოლარზე მეტი იქნება, ხოლო მეორე ვარიანტის შემთხვევაში, სტუმრები ღამეში 83 ათას დოლარზე მეტს გადაიხდიან.

გარდა ამისა, GRU Space აპირებს მთვარეზე პირველი ამერიკული ბაზა ააშენოს, რომელიც საწყობებს, გზებსა და სხვა ფიზიკურ ინფრასტრუქტურას მოიცავს. კომპანიის გეგმებში მარსზე ინფრასტრუქტურის შექმნაც შედის, თუმცა ამ პლანეტაზე პირველი რაკეტების გაშვება, სავარაუდოდ, 2030-იან წლებზე ადრე არ დაიწყება.

მთვარის სასტუმროში ნომრის დაჯავშნა კომპანიის ვებგვერდის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უკვე შესაძლებელია.


***

მარგარეტ ჰამილტონი - გოგონა, რომლის უშეცდომო კოდმა კაცები მთვარეზე დასვა

როგორ მოქმედებს მთვარე ადამიანის ცხოვრებაზე?

სსრკ-ის უკანასკნელი მოქალაქე, რომელიც კოსმოსში „დაავიწყდათ“


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია