საკნატუნო ამბები

ბრიტანელი ცოლ-ქმარი მოითხოვს, აიკრძალოს საშობაო სიმღერა Last Christmas

fun time

12:46 პარ. 30 დეკემბერი, 2022 წელი

Last Christmas

14
დაკოპირებულია

დეკემბრის პირველივე დღეებიდან ცნობილი საახალწლო ჰიტი Last Christmas მსოფლიოს ყველა კუთხეში, ყველა კაფეში თუ მაღაზიაში ისმის, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ვიღაცას უკვე თავი მოაბეზრა. ჰოდა, ამ ვიღაცამ, უფრო სწორად, ვიღაცებმა გადაწყვიტეს, ეს სიმღერა სამუდამოდ დაადუმონ.

 

ბრიტანული წყვილი - თომას და ჰანა მაზეტი მოსახლეობაში ფულს აგროვებენ, რათა Last Christmas -ის საავტორო უფლებები შეიძინონ, სიმღერა ტირაჟიდან ამოიღონ და ის ვერავინ ვერასოდეს მოისმინოს.

გაინტერესებთ საიდან გაჩნდა ასეთი სიძულვილი საახალწლო სიმღერის მიმართ?

არა, მაზეტების წყვილსა და გრინჩს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ. უბრალოდ, ჰანა ოდესღაც კაფეში, მიმტანად მუშაობდა და დღესასწაულის დღეებში ამ სიმღერის ათასჯერ მოსმენა უწევდა.

როგორც გაირკვა, საახალწლო ჰიტი მსოფლიოში მხოლოდ მაზეტებს არ აღიზიანებთ - წყვილმა უკვე მოახერხა 300-ზე მეტი ადამიანისგან 50.000 დოლარის შეგროვება, თუმცა მიზნამდე ჯერ გრძელი გზაა - Last Christmas-ის საავტორო უფლებების შესაძენად მათ 19 მილიონ 950 000 ევრო სჭირდებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყოველ ფუტკარს მოძრაობის საკუთარი მა...

ფუტკრის ცხოვრება

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კაცობრიო...

მკვლევრებმა დაადგინეს,
რომ კაცობრიობა თანდათან
სულელდება

მეცნიერულად დადასტურდა, რომ ძაღლებს...

ძაღლებს ადამიანის ენა
ესმით

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)

როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და...

ტანსაცმელზე ჯიბეები

ჰიბრიდი ცხოველები, რომლებიც რეალურა...

ლეოპონი

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ