ექიმების სახუმარო კლასიფიკაცია
12:00 კვი. 28 მარტი, 2021 წელი
ეს თეთრხალათიანი ადამიანები გაჭირვების დროს ღმერთებად გვევლინებიან და ჩვენი სიცოცხლის გადასაჩენად თავდაუზოგავად იბრძვიან. ქირურგია თუ ორთოპედი, სტომატოლოგი თუ თერაპევტი, ოფთალმოლოგი თუ ფსიქოთერაპევტი - თითოეულ სპეციალიზაციას თავისი მახასიათებლები აქვს. ჰოდა, ვცადოთ და ამ სერიოზულ საქმეს იუმორით შევხედოთ, რადგან სიცილიც შესანიშნავი წამალია და სიცოცხლეს ახანგრძლივებს.
მეან-გინეკოლოგები
ყველაზე პატივცემული ექიმები მედიცინაში, რადგან ისინი ყველა დანარჩენის მუშაობას უზრუნველყოფენ 👨👩👧👦.
თერაპევტები
ისენი ექიმები კი არა, კარგი მენეჯერები არიან - წარმოდგენა არ აქვთ როგორ უნდა გიმკურნალონ, მაგრამ აქვთ ნიჭი, გირჩიონ, თქვენი მკურნალობა ვის შეუძლია. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ თქვენი მკურნალობა იმანაც ვერ შეძლოს, ვისაც თერაპევტი გირჩევთ. ასეა თუ ისე, მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა ძალიან განვითარდა, ზოგჯერ საბოლოო იმედი მხოლოდ ღმერთის უნდა გქონდეთ 😇.
ქირურგები
ისინი გამნაღმველებივით არიან, თუმცა ერთი განსხვავებით - გამნაღმველი თავის ცხოვრებაში ერთხელ ცდება, ქირურგი კი ერთხელ ცდება, ოღონდ - თქვენს ცხოვრებაში. გამნაღმველების მსგავსად, ქირურგებიც ინტუიციით მოქმედებენ, რაც ძალიან კარგია, რადგან მედიცინაში ინტუიცია ბევრად უფრო საიმედოა 🙄.
ოტორინოლარინგოლოგები
ამ ექიმებს აშკარად არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ. თავდაპირველად მათ „ყელ-ყურ-ცხვირებს“ უწოდეს, მაგრამ ეს არასერიოზულად მოეჩვენათ. შემდეგ „ლორ-ექიმები“, მაგრამ ეს მოკლედ მოეჩვენათ, ახლა კი ლოგოპედებს შეუერთდნენ, რადგან სპეციალისტის დახმარების გარეშე მათი ახალი სახელის წარმოთქმა შეუძლებელია 👃.
სტომატოლოგები
ეს ყველაზე საშიში ექიმები კარგად ინიღბებიან და ზოგჯერ საკუთარ თავს დანტისტებს უწოდებენ. ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა, რომ მათთან ურთიერთობის რაოდენობა 32 ვიზიტით შემოიფარგლება (სიბრძნის კბილების არარსებობის შემთხვევაში კი 28 ვიზიტით) 😉.
ოკულისტები
ისინი ამჯობინებენ, რომ უფრო სოლიდური სახელით - ოფთალმოლოგით მივმართოთ. უსიამოვნო ტიპები, რომლებიც გამუდმებით მოითხოვენ იმას ვუყუროთ, რასაც არასოდეს შევხედავდით 🤓.
გინეკოლოგები
მათ პაციენტების რიცხვი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე დანარჩენი მედიკების. აღსანიშნავია, რომ გინეკოლოგებს შორის პრაქტიკულად არ არიან კაცები, რადგან გინეკოლოგიაში ყველაფერი მკაცრად განსაზღვრულია - ან კაცი ხარ, ან გინეკოლოგი 😄. სცადეთ წელიწადში 61320 საათი ქალის სხეულის ყველაზე საინტერესო ნაწილები ათვალიეროთ და გარანტიას გაძლევთ, რომ მათ მიმართ ინტერესს დაკარგავთ. ამიტომ, არ შეიძლება, ჰობი პროფესიად აქციო.
ნევროლოგები
თეორიულად, მათ სიფილისისა და მოტეხილობების გარდა, ყველაფრის განკურნება შეუძლიათ, რადგან ყველა დაავადება ნერვებით არის გამოწვეული. პრაქტიკულად, კი ისინი სრულიად უსარგებლონი არიან. გეუბნებიან „არ ინერვიულო", მაგრამ ეს როგორ უნდა მოახერხო, წარმოდგენა არ აქვთ 🤪.
ფსიქიატრები
ისინი ხვდებიან, რომ ამ პლანეტის ყველა მკვიდრი ფსიქიატრის პაციენტია, მათი ჩათვლით, მაგრამ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა არ სურთ. ნევროლოგების მსგავსად, სარგებელი მათგანაც მცირეა. აბა წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება ერთი პაციენტი მეორეს დაეხმაროს? 😏
ნარკოლოგები
ბოროტი და შურიანი ექიმები, რომლებსაც სურთ, ადამიანს სიცოცხლის უკანასკნელი „იმედი“ წაართვან 💀.
დერმატოლოგები
ძალიან საჭირო, თუმცა ძალიან უბედური ექიმები არიან. მაგალითად, თქვენ გაინტერესებთ, ვინ ცხოვრობს თქვენი უნიტაზის სიღმეებში და სხვა, ძნელად მისადგომ ადგილებში? არ, ხომ? ისინი კი ვალდებულები არიან, ყველა ასეთ „ნაძირალას“ სახეზე იცნობდნენ 😯.
პროქტოლოგები
მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა ძალიან განვითარდა, ეს ექიმები იყვნენ და დარჩნენ ტრა*ში 😉.
ანესთეზიოლოგები
ძალიან სასარგებლო ექიმები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ოპერაციის დროს ტკივილი ვერ იგრძნოთ. და თუკი ანესთეზიოლოგი შეცდა, კიდევ უკეთესი - ამის შემდეგ ვეღარასდროს ვეღარაფერს იგრძნობთ 😎.
იმუნოლოგები
ყველაზე ზარმაცი ექიმები, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ, თავიანთი სამუშაო თქვენს ორგანიზმს გადააბარონ 🙃.
პულმონოლოგები
ერთადერთი სფერო, რომლის ექიმებიც არ იზიარებენ თავიანთი კოლეგების მცდარ წარმოდგენას, რომ თუ მოწევას თავს დაანებებთ, უკვდავი გახდებით და ყველა დაავადება თავისთავად გაქრება 😏.
დიეტოლოგები
პროგრესის სრულიად უსარგებლო პროდუქტი: ზოგ ადამიანს საჭმელი არ აქვს, ზოგს კი არ აქვს უნარი, ექიმის რჩევის გარეშე მოუკლოს ჭამას 🤐.
უროლოგები
ექიმები ძალიან ვიწრო თვალთახედვით. სექსოპათოლოგებისა და სექსოლოგებისგან განსხვავებით, მათ თქვენს მამაკაცურ ღირსებაში მხოლოდ მისი დარღვეული ფუნქციები აინტერესებთ 🧐.
კარდიოლოგები
რომანტიკულ გრძნობებს მოიკლებული ექიმი. მათში სიტყვები „გულო, სანამ გული გქვია, გულო, უნდა მტკიოდე“ არანაირ ამაღლებულ ემოციას არ იწვევს 💟.
ფარმაკოლოგები
თუ ექიმების უმეტესობა იმაზე ზრუნავს, რომ ორგანიზმიდან ყველაფერი ზედმეტი მოაცილოს, ფარმაკოლოგები პირიქით - რაც შეიძლება მეტი უნდა ჩატენონ, შემდეგ კი სხეულის რეაქციას ინტერესით დააკვირდნენ 💊.
ვირუსოლოგები
ძალიან კომუნიკაბელური ექიმები. მათ წილად ხვდათ ბედნიერება, რომ კომუნიკაციის წრე თითქმის ყოველდღე გააფართოონ 😷.
ეპიდემიოლოგები
განდიდების მანიით შეპყრობილი ვირუსოლოგები😷😷.
პედიატრები
სასტიკი ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ცხოვრების ყველაზე ლამაზი დღეები - ბავშვობა „გაგვიმწარონ“ 👶.
ორთოპედი
თუ პედიატრი ჩვენით დაბადებისთანავე ინტერესდება, ორთოპედის ხელში, როგორც წესი, სკოლაში შესვლისთანავე აღმოვჩნდებით. ამიტომ ორთოპედი მჭიდროდ თანამშრომლობს განათლების სამინისტროსთან 🤸♂️.
რევმატოლოგები
ყველაზე უწყინარი ექიმები. როგორც წესი, ისინი მაშინ ჩნდებიან, როდესაც ჩვენთვის მათი მკურნალობის შედეგები სულერთია 👴.
ფიზიოთერაპევტები
ნამდვილი სადისტები, რომლებიც რატომღაც დარწმუნებულები არიან, რომ თუ კარგი ელექტროშოკი დაგარტყამთ, თავს უკეთ იგრძნობთ. როგორც ჩანს, მათ ბავშვობაში დენთან თამაში უყვარდათ და ახლა მთელს სამყაროზე შური უნდა იძიონ 😛.
სასამართლო ექსპერტი
ერთადერთი ექიმი, რომელიც არცკი ცდილობს, ვინმეს უმკურნალოს 😑.
პათოლოგანატომები
ყველაზე დიდი პროფესიონალი - ექიმი, რომელმაც ზუსტად იცის, რა და რატომ გტკიოდათ 📝.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან