საკნატუნო ამბები

იურული პერიოდის გირჩი - საინტერესო ფაქტები ფიჭვის შესახებ, რომელმაც დინოზავრების ეპოქიდან მოაღწია

fun time

18:02 ორშ. 17 ივნისი

არუკარიას გირჩი

14
დაკოპირებულია

არაუკარიისებრთა ოჯახის ფიჭვი (Araucaria Bidwillii), რომელიც უზარმაზარ, გემრიელ გირჩებს ისხამს, დედამიწაზე 200 მილიონი წლის წინ ხარობდა, როდესაც  აქ დინოზავრები ცხოვრობდნენ. ჩვენს დროში ფიჭვის ეს სახეობა ავსტრალიასა და ოკეანეთში ხარობს, ხოლო მისი ახლო ნათესავები ჩილესა და ბრაზილიაში შეგხვდებათ.

 

ჩვეულებრივ, არაუკარია 50 მეტრამდე სიმაღლის იზრდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ფიჭვის სიმაღლემ 90 მეტრს მიაღწია. შედარებისთვის, თავისუფლების ქანდაკების სიმაღლე 93 მეტრია, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხის, Hyperion sequoia-ის სიმაღლე კი 116 მეტრს აღწევს.

***

არაუკარიას ფიჭვს, წიწვების ნაცვლად, ფოთლები აქვს, მაგრამ ისინი წიწვებზე უარესად იჩხვლიტებიან. ეს თავდაცვის მექანიზმია, რადგან ფაუნის წარმომადგენელთა შორის მცენარის გემრიელი ქერქით და ფოთლებით პირის ჩატკბარუნების მსურველი საკმაოდ ბევრია. არაუკარია, მართალია, ხის ქერქსა და ფოთლებს თვალისჩინივით უფრთხილდება, მაგრამ გირჩების და თესლების გავრცელებით, პირიქით, დაინტერესებულია და ყველას „გულუხვად სთავაზობს“. ბალახისმჭამელი დინოზავრებისთვის არაუკარიას უზარმაზარი გირჩები დელიკატესად ითვლებოდა, რამაც ხელი შეუწყო ხეების გავრცელებას.

***

გიგანტური გირჩი ამ საოცარი ფიჭვის ყველაზე საინტერესო ნაწილია. გირჩები, დაახლოებით, რაგბის ბურთის ზომამდე იზრდება და ერთის წონა 10 კილოგრამს აღემატება.

ადგილობრივებში არაუკარია წმინდა ხედ ითვლება, თუმცა მის ჩრდილში წამოწოლა და დასვენება საკმაოდ საშიშია, რადგან ხიდან ჩამოვარდნილმა გირჩმა შეიძლება სერიოზულად დაგაზიანოთ, რაც ავსტრალიელებს არაერთხელ გამოუცდიათ.

გირჩს ძალიან გემრიელი თესლი აქვს, რომელსაც ადგილობრივები უძველესი დროიდან მიირთმევენ. ბევრი თესლს ფქვავს და ფქვილისგან პურს აცხობს.

გამოყენებამდე გირჩის თესლს წყალში რამდენიმე საათის განმავლობაში ალბობენ, შემდეგ ხარშავენ ან აცხობენ და მიირთმევენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში

ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრც...

ყველაზე ვიწრო სახლი
მსოფლიოში

რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლო...

რატომ იკრძალება ამერიკულ
სასამართლოებში ფოტოს
გადაღება?

სად თამაშობენ ფეხბურთს საქართველოში...

საქართველოს სტადიონები

მსოფლიოს ყველაზე მოკლე საზღვარი, რო...

პლანეტაზე ყველაზე პატარა,
85 მეტრიანი საზღვარი.

ყვითელი ნისლი - როგორ შეცვალა „დიდმ...

ლონდონის დიდი სმოგი

ვინ არის კაცი, ვინც პლანეტის ეკოლოგ...

იაპონელი ეკოაქტივისტი
იძავა მასანა

სოფელი კუნძულზე, სადაც ჭადრის ხეს „...

ბურსა, სოფელი გოლიაზი

მამაკაცს 14 წელი ხელფასი ისე ერიცხე...

ესპანელი ჩინოვნიკის
ამბავი