ვინ არის კაცი, ვინც პლანეტის ეკოლოგიისთვის 45 წელია, მიწაზე ისაქმებს?
19:00 შაბ. 14 სექტემბერი
დღეს დედამიწას, ისე როგორც არასდროს, თითოეული ჩვენგანის დახმარება სჭირდება. მაგალითად, იაპონელი იძავა მასანა 45 წელია, ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს ქუჩაში იკმაყოფილებს, რითაც თავისი ქვეყნის კანონებს არღვევს, მაგრამ ბუნების კანონებს პატივს სცემს. მამაკაცი თავის საქმეს უაღრესად სერიოზულად ეკიდება და მზად არის „ექსკრემენტების ომი“ გამოუცხადოს ყველას, ვინც სუფთა ჰაერზე მოსაქმებაში ხელს შეუშლის.
იძავა მასანა ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც პლანეტის ეკოლოგია საკუთარ კომფორტსა და უსაფრთხოებას ურჩევნია.
ეკოაქტივისტი ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს მშობლიურ იბარაკის პრეფექტურის სკვერებსა და მოედნებზე იკმაყოფოლებს და ამით ბუნებას მისგან მიღებულ სარგებელს უკან უბრუნებს. გარკვეული დროის შედეგ იძავა დეფეკაციის ადგილს უბრუნდება, რომ ობით, სოკოებით და მწერებით დაფარული ექსკრემენტების გროვა ფოტოზე აღბეჭდოს. იპონელის აზრით, ეს იმის ნიშანია, რომ ბუნებამ მისი კეთილშობილური საჩუქარი მადლიერებით მიიღო.
ამ ფოტოებს იძავა ოჯახის ფოტოებთან ერთად ინახავს და ჟურნალისტებს ამაყად უჩვენებს. ის გულწრფელად ამაყობს, რომ 45 წლის განმავლობაში მხოლოდ 14-ჯერ მოახდინა ტუალეტში დეფეკაცია.
***
იძავა მასანა ეკოლოგიით 1974 წელს დაინტერესდა, როდესაც წიგნი "ფერადი გზამკვლევი ბუნებაში: სოკოები" წაიკითხა.
იძავამ სწორედ ამ წიგნიდან გაიგო, რომ ბიოლოგიური ნარჩენების გადამუშავების საუკეთესო ბუნებრივი გზა მათი ობით დამუშავებაა. გაიგო, რომ ობის მიკროსკოპული სოკოები ნელა, მაგრამ ძალიან ეფექტურად და უკვალოდ ანადგურებს ყველაფერს ექსკრემენტებით დაწყებული, გვამებით დამთავრებული.
***
ამ დღიდან დაიწყო იძავას გარემოსდაცვითი აქტივობა, რომლის დროსაც მან პარკებში, მოედნებზე და ტყეებში 15 ათასზე მეტჯერ მოისაქმა. როდესაც იძავას ბუნებრივი მოთხოვნილებები მეტროში, თვითმფრინავში ან სავაჭრო ცენტრში შეაწუხებს, ის იძულებულია პრინციპებს გადაუხვიოს და კომფორტული ტუალეტებით ისარგებლოს.
იძავა მასანა მხოლოდ ბუნების მეგობარი კი არა, მეცნიერიცაა. ის წერს ნაშრომს დეფეკაციის კულტურის შესახებ, რომელშიც ცდილობს, თავისი მიდგომის სარგებელი დაგვანახოს. იაპონელი თავის თავს „სასუქის მენტორილოსოფიური მიმართულების დამფუძნებელს უწოდებს (糞土師, ფუნდოსი).
***
2017 წელს ერთმა ჟურნალისტმა იძავას ჰკითხა, რა მოხდება თუ მისი იდეები ხალხში გავრცელდება და მილიონობით იაპონელი ტუალეტის ნაცვლად, ქუჩებში, მინდვრებსა და ტყეებში დაიწყებს ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფლებას?
„მე ხშირად მეკითხებიან ამის შესახებ, ამიტომ გადავამოწმე - თუ ერთი ადამიანი ერთი და იგივე ადგილზე, დღეში ერთხელ დაიკმაყოფლებს მოთხოვნილებებს, წელიწადში 100 კვადრატული მეტრი დასჭირდება. ყველა იაპონელს კი 1 200 000 ჰექტარი, იაპონიის ტყის ფართობი კი ოცჯერ მეტია - დაახლოებით, 25 მილიონი ჰექტარია. ასე, რომ დეფეკაციისთვის საკმარისი ადგილი გვაქვს,“ - ასე უპასუხა ეკოფილოსოფოსმა ჟურნალისტს.
***
ჟურნალისტებთან საუბრის დროს ეკოფილოსოფოსი უსაფრთხოების აკითხებსაც შეეხო.
როგორც გაირკვა, ბუნებრივი მოთხოვნილებების სუფთა ჰაერზე დაკმაყოფილება არც ისე უსაფრთხო საქმიანობაა, რადგან შეიძლება უკანალზე გველმა გიკბინოს ან წურბელა აგაცოცდეს. ერთხელ დეფეკაციის დროს შხამიანმა გველმა მიკბინა, მეორედ თავზე დათვი დამადგა - იხსენებს იძავა.
რა თქმა უნდა, გამვლელების პროტესტიც პრობლემაა, მაგრამ იძავას ასეთი წვრილმანები საერთოდ არ აწუხებს. ის გამვლელებს შორიდან ესალმება, ისინი კი პასუხის ნაცვლად სასწრაფოდ ტერიტორიას ტოვებენ. ეს ნამდვილი ფსიქოლოგიური ომია, სადაც მხოლოდ ძლიერი სულის ადამიანი იმარჯვებს - ამბობს იძავა.
გამვლელების გარდა, იძავას პერიოდულად, პრობლემები სამართალდამცველებთანაც აქვს. ის პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვეევისთვის რამდენჯერმე დააკავა, თუმცა მამაკაცმა სიმბოლური ჯარიმებით თავის დაღწევა მოახერხა. მას ესმის, რომ ადრე თუ გვიან შეიძლება კანონთან სერიოზული კონფლიქტი მოხდეს. ფილოსოფოსი ამისთვის მზადაა და ამბობს, რომ სასამართლოშიც და ციხის საკანში ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავის რწმენას არ უღალატოს. „ექსკრემენტების ომს“ დავწყებ, ტუალეტით სარგებლობაზე უარს ვიტყვი და საკუთარ თავში დავაგროვებ, სანამ გავუძლებ - ამბობს ეკოაქტივისტი.
***
იძავას წელს 70 წელი შეუსრულდა, მაგრამ ის ძალებითა და ოპტიმიზმით სავსეა. 2013 წელს იძავა ცოლმა მიატოვა, რადგან ქმრის იდეებს არ იზიარებდა. მას შემდეგ ეკოფილოსოფოსმა მარტოობით ტკბობა ისწავლა და თავისუფალ დროს, რომელიც პენსიონერს ბევრი აქვს, საყვარელ გატაცებებს უთმობს. შაბათ-კვირას იძავა კამერას იღებს და ქალაქგარეთ, ნაცნობ ფერმერთან სტუმრად მიდის. იქ ის ცხენის ნაკელის გროვაზე ამოზრდილ სოკოებს იღებს და ყოველ წარმატებულ კადრზე ბავშვივით ხარობს. მასანა თავის ფოტოებს სიამოვნებით უზიარებს ყველას, ასევე რეგულარულად აქვეყნებს მათ სოციალურ ქსელებში და ფორუმებზე.
ესეც დაგაინტერესებთ:
თავზე ტომრის ჩამოცმა - რატომ ითხოვენ ამას იაპონიის მაღაზიებში?
გეიშას ესთეტიკა - ცხოვრების სტილი, რომელიც გაქრობის პირზეა
წყარო: www.mirror.co.uk
სიახლეები ამავე კატეგორიიდან