საკნატუნო ამბები

სოფელი კუნძულზე, სადაც ჭადრის ხეს „სისხლი“ სდის

fun time

18:24 შაბ. 7 სექტემბერი

ბურსა, სოფელი გოლიაზი

14
დაკოპირებულია

თურქულ ქალაქ ბურსადან 40 კილომეტრის დაშორებით ლამაზი სოფელი გოლიაზი (ძველად აპოლონია) მდებარეობს, რომელიც მნახველის ყურადღებას თავისი უჩვეულო გეოგრაფიით იპყრობს. 

საქმე ისაა, რომ სოფელი გოლიაზი ულუბატის ტბაში მდებარე პაწაწინა კუნძულზე მდებარეობს, რომელიც ხმელეთს გრძელი ხიდით უკავშირდება.

აპოლონია ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში დაარსდა, კუნძული კი ოდესღაც აპოლონიის სამეფოს დედაქალაქი ყოფილა.

გოლიაზი ძველი ბერძნული სოფელია, რომლის მოსახლეობა ყოველთვის თევზაობით იყო დაკავებული. დღეს სოფელში მცხოვრებთა უმეტესობა თურქი მიგრანტია.

ზუსტად ასი წლის წინ, 1924 წელს, თურქეთსა და საბერძნეთს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში, ბერძნულ-თურქული მოსახლეობის იძულებითი გაცვლა განხორციელდა - მართლმადიდებელი ბერძნები თურქეთის ტერიტორიიდან საბერძნეთში გადაასახლეს, სადაც მათ სოფელი, სახელად აპოლონია დააარსეს.

***

სოფელი გოლიაზი იდეალური ადგილია იმისთვის, რომ ქალაქის აურზაურისგან მოშორებით, ბუნების სიმშვიდით დატკბეთ. სოფლის მოედანზე 750 წლის მტირალა ტირიფი დგას. ტირიფის ტოტებიდან მუქი წითელი სითხე წვეთავს, რომელიც სისხლს მოგვაგონებს.

„სისხლიანი ტირიფის“ გვერდით განთავსებულ სტენდზე დატანილია ლეგენდა, რომელიც თურქი ჭაბუკისა და ბერძენი ქალიშვილის სიყვარულზე მოგვითხრობს. შეყვარებულების ბედნიერებას გოგონას ძმამ წერტილი დაუსვა და შეყვარებულ ვაჟს გული ხანჯლით გაუპო. სისხლით მოსვრილი ჭაბუკი იმ ჭადრის ქვეშ მოკვდა, რომელიც შეყვარებულების საიდუმლო პაემნების მხილველი იყო. გოგონამ მწუხარებას ვერ გაუძლო და მალე იმავე ჭადარზე თავი ჩამოიხრჩო. მას შემდეგ, ჭადარი ორი ხალხის მტრობის მძევლებს სისხლიანი ცრემლებით გლოვობს.

***

კუნძულზე რომის იმპერიის დროინდელი ციხესიმაგრის ნანგრევებს და მე-19 საუკუნის წმინდა პანტელეიმონის ეკლესიას ნახავთ, რომელიც ამჟამად კულტურული ცენტრის ფუნქციას ასრულებს.

ულუბატის მტკნარი ტბა ტექტონიკური წარმოშობისაა, რომელშიც მტკნარი წყლის თევზები: კობრი, კეფალი, ლოქო, გველთევზა და კიბო ბინადრობს.

სანაპიროს პატარა თევზის რესტორნები მდებარეობს, რომლებიც სტუმრებს უგემრიელეს თევზის კერძებს სთავაზობენ. აქ შეგიძლიათ ადგილობრივი მეთევზეებისგან ახლად დაჭერილი თევზი შეიძინოთ. კუნძულზე მამაკაცებიც თევზაობენ, ქალებიც და ბავშვებიც.

გოლიაზში ძალიან პოპულაროულია ულუბატის ტბაზე ნავით სეირნობა. განსაკუთრებით მაისში, როდესაც წყლის ზედაპირზე ლოტოსის ყვავილები ყვავის.

ესეც საინტერესოა:

ევროპის 16 პატარა ქალაქი და სოფელი, რომლებშიც ყველამ უნდა იმოგზაუროს

სოფელი კარის გარეშე - რატომ არ მალავენ ინდურ სოფელში მცხოვრებლები ფულს და ძვირფასეულობას?

„ჯუჯების სამეფო“ - უცნაური სოფელი ჩინეთში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მსოფლიოს ყველაზე მოკლე საზღვარი, რო...

პლანეტაზე ყველაზე პატარა,
85 მეტრიანი საზღვარი.

ყვითელი ნისლი - როგორ შეცვალა „დიდმ...

ლონდონის დიდი სმოგი

ვინ არის კაცი, ვინც პლანეტის ეკოლოგ...

იაპონელი ეკოაქტივისტი
იძავა მასანა

მამაკაცს 14 წელი ხელფასი ისე ერიცხე...

ესპანელი ჩინოვნიკის
ამბავი

სიდნეის ყველაზე ცნობილი ადგილი - სა...

ზამიტების ოჯახის სახლი

მიწაში ნაპოვნი „ფერარის“ ამბავი

გაახლებული „ფერარი“

13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ...

კორნელიუს ანდერსონის
უცნაური ამბავი

„მოცურავე წყალში გადახტა და მაშინვე...

ოლიმპიური ანტირეკორდები

10 უცნაური ფაქტი მსოფლიოს სხვადასხვ...

სუდანის პირამიდები