„ჯუჯების სამეფო“ - უცნაური სოფელი ჩინეთში
14:47 ხუთ. 25 აგვისტო, 2022 წელი
უცნაური სოფელი, რომელსაც ხშირად „ჯუჯების სამეფოს“ სახელით მოიხსენიებენ, ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. სოფლის უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ აქ მცხოვრები ადამიანების სიმაღლე 130 სმ-ს არ აღემატება.
„ჯუჯების სამეფოს“ შექმნის იდეა ყოფილ მასწავლებელს, ჩენიუ მინცზინს ეკუთვნის. ის დიდხანს ოცნებობდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის იდეალური პირობები შეექმნა და ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი ოცნება განახორციელა.
უცნაურ სოფელში ჯუჯები მთელი ჩინეთიდან ჩამოვიდნენ და თავიანთი, სრულიად უნიკალური სამყარო შექმნეს, სადაც თავს ბედნიერად გრძნობენ. „ჯუჯების სამეფოში“ ყველაფერია: პატარა სახელბი, მაღაზიები, სკოლები, საავადმყოფოები, სუპერმარკეტები და ა.შ.
ჯუჯები აქ სწავლობენ, მუშაობენ, ერთმანეთი უყვარდებათ და ქორწინდებიან. „სამეფო“ მათთვის შესაძლებლობაა, რომ თავი ნორმალურ ადამიანებად იგრძნონ.
ჯუჯების ძირითადი შემოსავლის წყარო კი გნომების შოუა. საქმე ის გახლავთ, რომ „ჯუჯების სამეფოს“ ყოველდღიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს, ამიტომ სოფლის მცხოვრებლები მათთვის გასართობ შოუებს და კონცერტებს აწყობენ, რაც სოლიდური შემოსავლის წყაროა.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ არ უყვართ, როცა ჯუჯებად ან ლილიპუტებად მოიხსენებენ და სიამოვნებთ, როცა „პატარა ადამიანებს“ უწოდებენ.
ასევე საინტერესოა:
რით იზიდავს ტურისტებს მსოფლიოს 6 ულამაზესი სოფელი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან