საკნატუნო ამბები

ცხოვრება ორგანოების გარეშე - სოფელი, რომლის ყველა მცხოვრებს ცალი თირკმელი აქვს

fun time

14:00 კვი. 13 მარტი, 2022 წელი

ორგანოებით ვაჭრობა

14
დაკოპირებულია

ნეპალის პატარა სოფელი, სახელად ჰოკსე მთელ მსოფლიოშია ცნობილი, მაგრამ ამის მიზეზი ულამაზესი პეიზაჟები ან ღირსშესანიშნაობები არ გახლავთ - სოფლის თითქმის ყველა მცხოვრებს ცალი თირკმელი აკლია. დიახ, ჰოკსე „შავ ბაზარს“ ადამიანის შინაგანი ორგანოებით ამარაგებს... 

საშინელი სიღარიბე ამ ადამიანებს აიძულებს, რომ საკუთარ ორგანოს თითქმის კაპიკებად შეელიონ. ორგანოებით მოვაჭრეები ადგილობრივ მცხოვრებთა გულუბრყვილობითა და უცოდინარობით სარგებლობენ და არწმუნებენ, რომ მალე ახალი თირკმელი „გაეზრდებათ“ და ძველი შეუძლიათ თამამად გაყიდონ.

ოთხი შვილის დედამ, სახელად გიტამ, თირკმელი სულ რაღაც 1300 ფუნტად გაყიდა და შეიძინა სახლი, რომელიც 2015 წლის მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია.

„ათი წელია, ჩვენს სოფელში უამრავი ადამიანი ჩამოდის და ცდილობს თირკმლის გაყიდვაზე დაგვითანხმოს. მე ყოველთვის უარს ვამბობდი, მაგრამ საბოლოოდ, დავთანხმდი, რომ სახლის მეყიდა,” - აღიარა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში გიტამ.

თირკმლის ამოსაღებად გიტა ინდოეთში, თავის ერთ-ერთ რძალთან ერთად წავიდა. ოპერაცია ნახევარ საათს გაგრძელდა, თუმცა ამის შემდეგ ქალმა საავადმყოფოში სამი კვირა გაატარა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახლი, რომელიც გიტამ თირკმელების გაყიდვის შემდეგ შეიძინა, ნეპალის მიწისძვრის დროს დაინგრა. იმ მიწისძვრამ 8800 ადამიანი შეეწირა.

მიწისძვრის შედეგად ბევრი ჰოკსელი სახლისა და საარსებო წყაროს გარეშე დარჩა სწორედ ამ დროიდან დაიწყო აყვავება შინაგანი ორგანოებით ვაჭრობამ.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა დანაშაულია, ნეპალში ყოველწლიურად, დაახლოებით, 7000 თირკმელი იყიდება. უფრო შოკის მომგვრელია ის ფაქტი, რომ ზოგჯერ ორგანოებით მოვაჭრეები დონორის თანხმობას არ ელიან.

ზოგ ადამიანს ატყუებენ, რომ სრულიად უვნებელი, მაგალითად, ბრმა ნაწლავის ოპერაცია მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, თუმცა ნარკოზის გაკეთების შემდეგ, ბრმა ნაწლავის ნაცვლად, თირკმელს აცლიან. შავ ბაზარზე ჯანმრთელი თირკმლის ღირებულება 50000-დან 150000 დოლარამდეა, დონორები კი საუკეთესო შემთხვევაში, 2000-3000 დოლარს იღებენ.

დღევანდელ მსოფლიოში დონორის შინაგან ორგანოებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. სწორედ ამით სარგებლობენ ტრანსნაციონალური კრიმინალური ჯგუფები, რომელთა რიგებში, სამწუხაროდ, ბევრი მაღალკვალიფიციური ქირურგია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის

ახალი აღმოჩენა - რატომ არ უნდა გადა...

სიბრძნის კბილი და
ღეროვანი უჯრედები

ინდოელმა მაშველმა გველი ხელოვნური ს...

ინდოელმა მაშველმა გველი
ხელოვნური სუნთქვით
სიკვდილს გადაარჩინა

რატომ აკრძალეს სინგაპურში საღეჭი რე...

რატომ აკრძალეს
სინგაპურში საღეჭი რეზინა?

ამერიკული კომპანია 2032 წლისთვის მთ...

სასტუმრო მთვარეზე