საკნატუნო ამბები

რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოს გადაღება?

fun time

18:10 შაბ. 21 სექტემბერი

რატომ იკრძალება ამერიკულ
სასამართლოებში ფოტოს
გადაღება?

14
დაკოპირებულია

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ამერიკული სასამართლოების შესახებ სტატიებს ფოტოების ნაცვლად, ჩანახატები ახლავს. ბევრმა არ იცის, ამერიკულ სასამართლოში ფოტოების გადაღება აკრძალულია. უფრო სწორად, ასეთი აკრძალვა ამერიკის ზოგ შტატში XX საუკუნის დასაწყისიდან მოქმედებს. 

 

იმ დროს ფოტოგრაფებს უზარმაზარი და ძალიან ხმაურიანი ფოტოკამერებით უწევდათ მუშაობა. ასეთი ფოტოკამერების მაშუქებს ისეთი თვალისმომჭრელი შუქი ჰქონდათ, რომ სასამართლოს მიმდინარეობას აფერხებდნენ.

ყველაფერთან ერთად, ფოტოს გადაღების დროს კვამლი დგებოდა, რაც ბრალდებულის გაქცევის რისკს აჩენდა.

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ შეერთებული შტატები პრეცედენტული სამართლის ქვეყანაა, რაც ნიშნავს, რომ თუ ერთმა მოსამართლემ სასამართლო დარბაზში გადაღება აკრძალა, შეიძლება ასეთი აკრძალვა ყველა მოსამართლემ დააწესოს.

და მაინც - ძველ, კონსერვატიულ ამერიკაში დაწესებული აკრძალვა დღემდე რატომ მოქმედებს?

👉 როგორც აკრძალვის მომხრეები ირწმუნებიან, ფოტოგრაფებმა შეიძლება რაღაც პირადი ან საიდუმლო ინფორმაცია მოიპოვონ და ფირზე აღბეჭდონ. ამასთან, ფიქრობენ, რომ სასამართლო დარბაზში კამერით მოსიარულე ადამიანი ნაფიც მსაჯულებს ყურადღებას გაუფანტავს.

👉 გარდა ამისა, სასამართლო დარბაზში ფოტოს გადაღება შეიძლება პირად ცხოვრებაში ჩარევად შეფასდეს, რაც, შტატების კანონმდებლობით, მძიმე დანაშაულია. საქმე ისაა, რომ ამერიკული კანონმდებლობით, თუ სასამართლომ ადამიანი დამნაშავედ არ ცნო, ის უდანაშაულოა, სასამართლო დარბაზში გადაღებულმა ფოტოებმა კი შეიძლება ავტორიტეტი შეულახოს.

👉 აკრძალვის მომხრეთა კიდევ ერთი არგუმენტი ინგლისური კანონმდებლობაა, რომლის თანახმად, ინგლისის სასამართლოებში ფოტოს გადაღება კი არა, ჩანახატის გაკეთებაც არ შეიძლება. აი, ასეთი ჯიუტები არიან ანგლოსაქსი კონსერვატორები.

👉 და ბოლოს, ამერიკელები შიშობენ, რომ ტერორისტმა შეიძლება თავი ფოტორეპორტიორად გაასაღოს და სასამართლო დარბაზში ფოტოკამერით ბომბის ან ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა სცადოს.

***

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, სასამართლოში გადაღების აკრძალვა ბევრ შტატში მოქმედებს და ამერიკული პრესა იძულებულია, სასამართლოს მხატვრის მიერ გაკეთებულ ჩანახატებს დასჯერდეს. მხატვრის ამოცანაა, ფანქრით ან აკვარელით იმუშაოს და 3-5 წუთში ნახატი დაასრულოს, რათა მედიამ სასამართლო დარბაზიდან სიუჟეტში მისი ჩართვა მოასწროს.

სასამართლო მხატვრები ცნობილი ადამიანების სასამართლო პროცესებზე მილიონობით დოლარს გამოიმუშავებენ, რადგან ამ დროს მათ ნახატებს არა მარტო პრესა, არამედ ვარსკვლავების ფანები და კერძო კოლექციონერებიც ყიდულობენ.

***

ცნობისათვის - გადაღების აკრძალვა ყველა შტატში არ მოქმედებს. ზოგან შეიძლება სასამართლო დარბაზში ვიდეოც კი გადაიღოთ. ყველაფერი საქმის მოცულობაზე, სასამართლოს სტატუსზე, ბრალდებულთა ვინაობასა და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.

ესეც დაგაინტერესებთ:

უცნაური კანონები აშშ-ს შტატებსა და ქალაქებში

შუა საუკუნეებში ცოლ-ქმრის სექსს მოსამართლე და ექსპერტები ესწრებოდნენ - რა იყო მიზეზი?

10 საოცარი სასამართლო დარბაზი იტალიაში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში

ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრც...

ყველაზე ვიწრო სახლი
მსოფლიოში