საკნატუნო ამბები

სად თამაშობენ ფეხბურთს საქართველოში? - ნახეთ სტადიონები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მხარეში

fun time

15:31 პარ. 20 სექტემბერი

საქართველოს სტადიონები

14
დაკოპირებულია

საქართველოში ფეხბურთს დედაქალაქიდან დაწყებული, პატარა სოფლებით დამთავრებული, ყველგან თამაშობენ, ამიტომ სტადიონს ყველგან შეხვდებით. 

 

გთავაზობთ რამდენიმე სტადიონის ფოტოს, რომელიც საქართველოს ულამაზესი ბუნების ფონზე შთამბეჭდავად გამოიყურება.

1. სტეფანწმინდა. ფეხბურთის მოედანი ყაზბეგის მთის ძირში

2. ქალაქ თელავის უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონი

3. საქართველოში ყველაზე უნიკალური საფეხბურთო მოედანი ყვარელში, მე-17 საუკუნის ყვარლის ციხეში მდებარეობს.

4. 1986 წელს ლანჩხუთის საფეხბურთო გუნდმა „გურიამ“ პირველ ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა და საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში გადავიდა. უმაღლეს ლიგაში დებიუტის აღსანიშნავად ლანჩხუთის სტადიონის რეკონსტრუქცია განხორციელდა. 22 000-იანი სტადიონი ახალი ტრიბუნებით, ტაბლოთი და განათების ანძებით რეკორდულად მოკლე დროში გაიხსნა. ლანჩხუთის „გურია“ კი ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, როგორც კლუბი ქვეყნის ყველაზე პატარა დასახლებიდან.

5. ეს სტადიონი ფოთში, საქართველოს მთავარ საზღვაო პორტში მდებარეობს.

6. ფეხბურთის მოედანი ურეკში, სადაც ტორმის დროს ზღვის ტალღები მინდვრამდე აღწევს.

7. კურორტ წყალტუბოს „ფიფას“ სტანდარტების შესაბამისი, ხელოვნურსაფარიანი სტადიონი.

8. ჭიათურა. ულლამაზესი მთების შუაში მოქცეული სტადიონი, რომელსაც გვერდით მდინარე ყვირილა ჩამოუდის.

9. გორის 5000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი. გორის „დილას“ საშინაო არენა.

10. ფეხბურთის მოედანი მესტიაში. ზამთარში აქ ძალიან ცივა, ამიტომ მინდორს ხელოვნური საფარი აქვს.

11. ევროპაში ზღვის დონიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლების (2200 მ) - უშგულის საფეხბურთო მოედანი.

12. ლაგოდეხის 500 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი „ჰერეთი“.

14. ბორჯომის სტადიონი.

15. ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი. 2010 წელს სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. დამონტაჟდა 14,700 ინდივიდუალური სკამი, საერთაშორისო სტანდარტების ტაბლო და განათების სისტემა, თავიდან აშენდა ადმინისტრაციული შენობა, გადაიხურა სტადიონის მნიშვნელოვანი ნაწილი, გარემონტდა გასახდელები და პრესლოჟა.

16. ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობა 2018 წლის 21 იანვარს დაიწყო, 20 000 მაყურებელზეა გათვლილი და უეფა-ს IV კატეგორია აქვს მინიჭებული. სტადიონის გარე ტერიტორიაზე განთავსებულია 1200 მანქანაზე გათვლილი ღია პარკინგი, სკვერები და კომერციული სივრცეები. სტადიონს გააჩნია რამდენიმე შესასვლელი – სპორტსმენებისთვის, ტრანსპორტისთვის, ასევე VIP და მედიის შესასვლელები.

17. ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა - მთავარი და ყველაზე დიდი სტადიონი საქართველოში. ტევადობა 54, 139 მაყურებელი. აშენდა 1935 წელლს (გადაკეთდა 1976) საბჭოთა კავშირის სტადიონებს შორის თბილისის „დინამოს“ სტადიონი მაყურებელთა წლიური საშუალო დასწრებით (45 000) რეკორდსმენად ითვლებოდა. რეკორდული დასწრება 1979 წელს დაფიქსირდა - „დინამოსა“ და „ლივერპულს“ შორის გამართულ თამაშზე, რომელსაც 110 000 მაყურებელი დაესწრო. ეს მაჩვენებელი 1995 წელს განმეორდა საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრისას.

ესეც საინტერესოა:

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახებ

საფეხბურთო მატჩი, რომელიც დასრულდა ანგარიშით 910:725


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ცოლ-ქმარი 12-ჯერ დაქორწინდა და განქ...

ქორწინება თაღლითური
მიზნისთვის

დიდი უიღბლობის ამბავი - მამაკაცი 20...

დიდი უიღბლობის ამბავი

რატომ ღებავენ თვითმფრინავებს თეთრად...

რატომ ღებავენ
თვითმფრინავებს თეთრად?

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი