კადრები, რომლებიც ცოტას თუ უნახავს...
16:00 ორშ. 25 იანვარი, 2021 წელი

როგორ გამოიყურებიან ძლიერნი ამა ქვეყნისა კამერების მიღმა? აწუხებდათ და აწუხებთ თუ არა მათ ჩვეულებრივი, ადამიანური ვნებები და რას წერდნენ საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე?
კვენტინ ტარანტინო თავისი ლიტერატურული კერპის, ბორის პასტერნაკის საფლავთან. 2004 წელი
„მამაჩემს არასოდეს შევხვედრივარ და ეს განსაკუთრებით არასოდეს მდომებია. მხოლოდ იმის გამო, რომ დედაჩემთან იწვა, ის ჩემი მამა არ არის. მას ოცდაათი წელი ჰქონდა იმისთვის, რომ ვენახე, მაგრამ ჩემთან შეხვედრა მოულოდნელად გადაწყვიტა, როცა ცნობილი გავხდი. ოდესღაც, როცა მის გვარს ვატარებდი, ის კი არ ჩანდა, ვფიქრობდი: „მაგარიც კი არის. რაღაც სტილშია“... მაგრამ ეს წყეული სახელი ადამიანებს იზიდავს“. კვენტინ ტარანტინო.
ოდრი ჰეპბერნი (ოდრი კეთლინ რასტონი) 1953 წელი
„იცით, როცა ვინმესგან მესმის ან სადმე ვკითხულობ, რომ ლამაზი ვარ, უბრალოდ მიკვირს… სულაც არ გამოვირჩევი რაიმე განსაკუთრებული სილამაზით. გარეგნობა არ არის ის, რითაც კარიერა გავიკეთე“.
„ბითლზი“ - ჯორჯ ჰარისონი 14 წლის, ჯონ ლენონი 16 წლის, პოლ მაკარტნი 15 წლის
„სიყვარულის უნარი ჩვენი საჩუქარია, რომელიც ძვირფას მცენარეს ჰგავს. თუ შენ მას მიიღებ, მაშინ მას წყალი ყოველთვის უნდა დაუსხა, გაუფრთხილდე და იზრუნო მასზე“, - ჯონ ლენონი.
ბრიტანელი მსახიობი რასელ ბრენდი და ბუდიზმის მიმდევრების სულიერი ლიდერი დალაი ლამა
„არის ერთი რამ, რაც ღრმად უნდა ჩაიბეჭდოთ გონებაში. არა აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ სხვები, თქვენ ხართ ის, ვინც ხართ. მიჰყევით ამ გზას. ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორი ცხოვრება გსურთ. ჩვენ ყველანი ვცოცხლობთ და ვკვდებით, ესაა ერთადერთი სიმართლე, რომელსაც ყველანი ვხედავთ. არავის შეუძლია, დაგვეხმაროს, ღმერთსაც კი. ასე რომ, კარგად გადახედეთ, რა გიშლით იცხოვროთ იმ ცხოვრებით, რომელიც გსურთ“.
პროლეტარიატის ბელადი ვლადიმერ ილიას ძე ლენინი კატასთან და ცოლთან ერთად
„ინტელიგენცია ერის ტვინი კი არა, ერის ნაგავია“, - ლენინი
საბჭითა წარმოშობის, ამერიკელი ბალეტის მოცეკვავე მიხეილ ბარიშნიკოვი და მსახიობი უმა თურმანი
„ხალხი ფიქრობდა რომ მე გავექეცი ჩემს ფანებს, რომ არ მიმეცა მათთვის ავტოგრაფი. მე კი გავურბოდი ჩემს ცხოვრებას, ჩემი მომავალი ცხოვრებისთვის“, - მიხეილ ბარიშნიკოვი.
ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი
„ყველაზე ცხელი ადგილები ჯოჯოხეთში მათთვისაა განკუთვნილი, ვინც მორალური კრიზისის დროსაც კი ინარჩუნებს ნეიტრალობას“, - ჯონ კენედი
ელიზაბეტ ტეილორი ძაღლს აბანავებს
„ქალების უმეტესობას მამაკაცები არამზადებად მიაჩნია, მაგრამ მისი შემცვლელი ჯერ ვერ უპოვია“, - ელიზაბეტ ტეილორი
საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი კოსიგინი კანადაში,
ინდიელ ბელადებთან შეხვედრაზე. 1971 წელი
იოსებ სტალინი, 1941 წლის აგვისტო. ომი ეს-ესაა დაიწყო...
„საბჭოთა არმიაში მეტი გამბედაობაა საჭირო უკან დასახევად, ვიდრე შეტევაზე წასასვლელად“, - იოსებ სტალინი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან