საკნატუნო ამბები

ქალაქები, სადაც სიკვდილი კანონით არის აკრძალული

fun time

16:00 ოთხ. 31 იანვარი, 2024 წელი

Cugnaux in south-western France

14
დაკოპირებულია

სიკვდილის პირისპირ ნებისმიერი ადამიანი უძლურია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ინგლისის პარლამენტმა სიკვდილი აკრძალა, ზოგი ქალაქის მმართველმა მათი მაგალითის გაზიარება გადაწყვიტა. 

არავინ იცის, როგორ ახერხებენ კანონმდებლები სიკვდილთან მოლაპარაკებას, თუმცა ფაქტია, რომ მსოფლიოში არის ქალაქები, სადაც სიკვდილი აკრძალულია.

ლანხარონი (Lanjarón), ესპანეთი

ეს არის ქალაქი და მუნიციპალიტეტი ესპანეთში, ასევე მსოფლიოში პირველი დასახლება, სადაც, სასაფლაოზე ადგილების სიმცირის გამო, გარდაცვალება აიკრძალა. ლანხარონში 4 000 ადამიანი ცხოვრობს.

ქვეყნის მთავრობამ დასახლებას ახალი სასაფლაოსთვის მიწის გამოყოფაზე უარი უთხრა, რასაც 1999 წელს ადგილობრივმა მერმა ორიგინალური კანონით უპასუხა - ლანჯარონელებს აეკრძალათ გარდაცვალება, თუკი ლანჯარონის ადმინისტრაცია სასაფლაოს გაფართოებისთვის ფულს არ მოიძიებს.

როგორ ფიქრობთ, ემორჩილებიან თუ არა ადგილობრივები კანონს?

ლონგიირბიუენი (Longyearbyen), ნორვეგია

ლონგიირბიუენი მსოფლიოს ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე დასახლებაა, სადაც 2 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. აქ იმდენად ცივა, რომ გარდაცვლილთა სხეულები საფლავებში არ იხრწნება, რაც ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება პოლარულმა დათვებმა ამოთხარონ და მიირთვან. საშინელი წარმოსადგენია არა?

მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ გაყინული სხეულები ცოცხალ ვირუსებსა და ბაქტერიებს შეიცავენ. მაგალითად, 1998 წელს მეცნიერებმა გამოიკვლიეს 1918 წელს გრიპის მძიმე ფორმით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალ პათოგენებს შეიცავდა. საშინელი აღმოჩენა საკმარისი გახდა იმისთვის, რომ კუნძულზე სიკვდილი აეკრძალათ.

ლე-ლევანდუ (Le Lavandou), საფრანგეთი

სამხრეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქის მერმა, სადაც 5500 ადამიანი ცხოვრობს, სასაფლაოზე ადგილების კრიზისის გამო 2000 წელს გარდაცვალება აკრძალა. გარემოს დამცველებმა ადგილობრივებს შესთავაზეს, მიცვალებულთა უკანასკნელ განსასვენებლად ქალაქგარეთ მდებარე, მიტოვებული კარიერი გამოეყენებინათ, თუმცა ამან ადგილობრივთა რელიგიური გრძნობები შეურაცხყო - ქრისტიანი ადამიანი ნაგავსაყრელზე ვერ დაიკრძალება.

კანონის მიღების დროს ლე-ლავანდუში ყოველწლიურად 80 ადამიანი იღუპებოდა. ბევრი მათგანი ნათესავებისა და მეგობრების საფლავებზე დამარხეს. საძმო საფლავების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, ქალაქის მერმა სიკვდილის აკრძალვა გამოსცა და ამას აბსურდულ სიტუაციაში მიღებული აბსურდული კანონი უწოდა.

ქალაქში ახალი სასაფლაო დღემდე არ არის, კრემაციაზე კი ადამიანები რელიგიური მიზეზების გამო არ თანხმდებიან.

სელია (Sèllia), იტალია

ხუთას ოცდათხუთმეტი ადამიანი ცხოვრობს სელიაში, შუა საუკუნეების პატარა ქალაქში, რომელიც სამხრეთ იტალიაში მდებარეობს. 1960-იან წლებში მოსახლეობა სამჯერ მეტი იყო. დღეს სელიელების უმეტესობა 65 წელზე უფროსია. 2015 წელს, დემოგრაფიული კრიზისის საპასუხოდ, ქალაქის მერმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ცალსახად „კრძალავს ქალაქის ტერიტორიაზე ავადმყოფობას“ და ადგენს, რომ „სიკვდილი აკრძალულია“. ვინც ეგოისტურად უარს იტყვის ამ კანონის შესასრულებლად აუცილებელ ზომებზე, რაც საპროფილაქტიკო სამედიცინო გამოკვლევებს გულისხმობს, შეიძლება დაჯარიმდეს წელიწადში 10 ევროთი.

კიუნიო (Cugnaux), საფრანგეთი

სასაფლაოზე ადგილების სიმცირე გახდა სიკვდილის აკრძალვის მიზეზი კიუნიოში, სადაც 15 000 ადამიანი ცხოვრობს და აქედან ყოველწლიურად 70-მდე ადამიანი იღუპება. ერთადერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც სასაფლაოდ გამოდგება, საბრძოლო მასალის საწყობთან მდებარეობს. შესაბამისად, ამ ადგილზე სასაფლაოს განთავსების წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა.

ადგილობრივ თვითმმართველობას უკანასკნელი გამოსავალი დარჩა, რომ მოსახლეობისთვის სიკვდილი აეკრძალა, რასაც ადგილობრივები დღემდე, შეძლებისდაგვარად ემორჩილებიან.

იცუკუშიმა (Itsukushima), იაპონია

იაპონიის კუნძულ იცუკუშიმას, სადაც 2000 ადამიანი ცხოვრობს, სასაფლაო არ აქვს. სინტოისტებისთვის იცუკუშიმა წმინდა კუნძულად მიიჩნევა, ამიტომ აქ დაბადებაც და გარდაცვალებაც აკრძალულია.

1878 წლიდან მოყოლებული, კუნძულზე არავინ დაბადებულა და მომკვდარა. ორსული ქალები და მძიმედ ავადმყოფები კუნძულიდან მიჰყავთ.

ფალჩიანო დელ მასიკო ( Falciano del Massico), იტალია

ამ იტალიურ სოფელს სასაფლაო არა რელიგიური მიზეზების გამო, არამედ უბრალოდ არ აქვს, ამიტომ ადგილობრივები იძულებულნი არიან, მეზობელი სოფლის სასაფლაოთი ისარგებლონ.

2012 წელს ადგილობრივმა მერმა მოსახლეობას სიკვდილი აუკრძალა იმ იმედით, რომ მთავრობა კომუნის მდგომარეობას ყურადღებას მიაქცევდა. კანონდამრღვევებისთვის ჯარიმის სახით დაწესდა მეზობელი ქალაქის სასაფლაოზე ადგილის გამოყოფა, სამჯერ უფრო მაღალ ფასად.

წყარო: www.theguardian.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?