საკნატუნო ამბები

კინოსა და მუსიკის 7 ვარსკვლავი, რომელიც ერთნაირსქესიანი მშობლების ოჯახში გაიზარდა

funtime

19:00 ოთხ. 13 იანვარი

ჰოლივუდის ვარსკვლევაბი
14
დაკოპირებულია

თანამედროვე სამყაროში ადამიანები ზოგჯერ იმით ამაყობენ, რასაც ადრე საგულდაგულოდ მალავდნენ. პოპულარული მომღერლები და მსახიობები სულ უფრო ხშირად საუბრობენ თავიანთი არატრადიციული ორიენტაციის მშობლების შესახებ, რაც ზოგჯერ მათ არჩევანსაც უზებნის ახსნას...

 

ემი ადამსი

მომხიბვლელი მსახიობი, რომელმაც 33 წლის ასაკში მშვენივრად მოახერხა დისნეის პრინცესების განზოგადებული იმიჯის განსახიერება, ოჯახში ორ დედასთან ერთად აღიზარდა. წარმოუდგენლად ქალური ემის ყურებისას, ძნელი დასაჯერებელია, რომ მისი ბიოლოგიური დედა ბოდიბილდერი იყო. სწორედ ხასიათებისა და ინტერესების შეუთავსებლობა გახდა „ძლიერი ქალისა“ და მომღერალი ქმრის განქორწინების მიზეზი. ემის მშობლებს შვიდი შვილი ჰყავდათ, ამიტომ განქორწინების შემდეგ ემის დედას მთელი თავისი ნებისყოფის და საბრძოლო თვისებების გამოვლენა მოუწია. როდესაც ემი 11 წლის გახდა, დედამ ოჯახში მეორე დედა მოუყვანათ. ახალი დედის ურთიერთობა ბავშვებთან კარგად აეწყო. სწორედ დედამ #2 დაუჭირა ემის მხარი, როცა მან მძლეოსნობაში ვარჯიშზე უარი განაცხადა და ბალეტით დაინტერესდა. გოგონამ კინოს სიმაღლეებისკენ სვლა ღამის კლუბში მიმტანად და მოცეკვავედ მუშაობით დაიწყო.

ჯენა მალოუნი

ჯენამ მსახიობობა 12 წლის ასაკში დაიწყო. პოპულარობა ცნობილ მელოდრამაში „დედინაცვალი“ შესრულებულმა როლმა მოუტანა, სადაც ჯულია რობერტთან და სიუზან სარანდონთან ერთად ითამაშა. ახალგაზრდა მსახიობის სახელი ხმაურიანმა სკანდალებმა და საკუთარი დედის წინააღმდეგ სასამართლო დავებმა უფრო ცნობილი გახადა. ჯენი 15 წლის იყო, როცა ფულის არარაციონალური ხარჯვის გამო დედას უჩივლა და საკუთარი ფულის განკარგვის უფლება მოიპოვა.
ჯენას ბიოლოგიურ დედა დაქორწინებული არასდროს ყოფილა, რადგან თავდაპირველად გოგონას ერთსქესიან ოჯახში გაზრდას გეგმავდა. საინტერესოა, რომ მეორე დედასთან მსახიობს უთანხმოება არასდროს ჰქონია. სავარაუდოდ, ის ნაშვილებ ქალიშვილს მამის მსგავსად ანებივრებდა. ბოლო დროს ჯენა მელოუნი ჟურნალისტებთან ხშირად ჰყვება თბილ და მეგობრულ ატმოსფეროზე, რომელშიც გაიზარდა - სავარაუდოდ, დედასთან ფინანსური უთანხმოება, დროთა განმავლობაში, დავიწყებას მიეცა.

Jay Z

შონ კორი კარტერი, რომელსაც მსოფლიო ჯეი ზის სახელით იცნობს, ნამდვილი რეპერი-ჩემპიონია - მისი ჯილდოებისა და მიღწევების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ რამდენიმეს დასახელებაც საკმარისი იქნება. ჯეი ზი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო რეპერს უწოდებენ, ხოლო პოპულარული მუსიკალური გამოცემის თანახმად, ის ყველა დროის 100 საუკეთესო შემსრულებელთა რიცხვში შედის. მომღერალმა გრემის ჯილდო 22-ჯერ მოიპოვა და ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური შემსრულებელია მსოფლიოში. ბუნებრივია, 2019 წელს Forbes- მა ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების სიაში შეიყვანა.

2017 წელს, ცნობილი რეპერის ერთ-ერთ ალბომში გაისმა სიტყვები: „დედას 4 შვილი ჰყავდა, მაგრამ ის ლესბოსელია. მას ამდენი ხანი დამალვა უწევდა”. „დედაჩემისთვის იმად თავის წარმოჩენა, ვინც რეალურად არაა, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაღაცის მალვა შვილების დასაცავად ეს რეალური ისტორიაა.. მე ბედნიერებისგან ვტიროდი, როცა ის ამ ყველაფრისგან გათავისუფლდა“ - აღიარა რეპერმა ჟურნალისტებთან. ცნობილია, რომ რეპერის მამამ ცოლი და ოთხი შვილი მაშინ მიატოვა, როდესაც ბავშვები ძალიან პატარები იყვნენ.

ნატაშა და ჯოილი რიჩარდსონები

ორი და, რომელიც მსახიობთა მოქმედი დინასტიის მემკვიდრე გახდა. მათი დედა ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ვანესა რედგრეივია, მამა კი არანაკლებ ცნობილი რეჟისორი ტონი რიჩარდსონი.

ოჯახი თავის პრობლემებზე საჯაროდ არასოდეს საუბრობდა, მაგრამ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში გაირკვა, რომ ამ მყარი ბრიტანული ოჯახის კეთილდღეობა წარმოსახვითია. მშობლებს ერთმანეთთან ურთიერთობა ჰქონდათ და ნიჭიერ ქალიშვილებსაც ერთად ზრდიდნენ, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში ერთად არ ცხოვრობდნენ. როდესაც ტონი რიჩარდსონი შიდსისგან გარდაიცვალა, მთელმა მსოფლიომ შეიტყო, რომ ორივე მეუღლეს დიდი ხნის განმავლობაში საყვარელი მამაკაცები ჰყავდათ.

ხუთი წლის შემდეგ, ვანესას ძმამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი რედგრეივების წინა თაობის შესახებ და ახსნა, თუ რატომ თანაუგრძნობდა მისი და ამდენი ხნის განმავლობაში ფორმალური მეუღლის არჩევანს. აღმოჩნდა, რომ მათი ცნობილი მამა, სერ მაიკლ რედგრეივიც წლების მანძილზე გაორებული ცხოვრებით იტანჯებოდა, რადგან მე -20 საუკუნის დასაწყისის ინგლისში ამ საჩოთირო საკითხზე ძალიან მკაცრი შეხედულებები არსებობდა.

ჯოდი ფოსტერი

1998 და 2001 წლებში ცნობილმა მსახიობმა ორი ვაჟი გააჩინა, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ ათი წლის განმავლობაში პარტნიორ ქალთან ერთად ცხოვრობს. თაყვანისმცემლები ისედაც გრძნობდნენ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავის სექსუალური გემოვნება ჩვეულებრივისგან განსხვავდებოდა, ხოლო მოგვიანებით გაირკვა, რომ ამის საფუძველი ბავშვობიდან არსებობდა - ჯოდი ორმა ქალმა აღზარდა. ჯოდის მამამ ცოლი მაშინ მიატოვა, როდესაც შეიტყო, რომ მეოთხე შვილი ეყოლებოდა (ჯოდი) და ქალი კი იძულებული გახდა მეგობარი ქალის დახმარება მიეღო. მოგვიანებით, მათი ურთიერთობა მეგობრობიდან სიყვარულში გადაიზარდა, ხოლო პატარა ჯოდის მამაკაცის ღალატისგან მიღებული გაკვეთილი მთელი ცხოვრება გაჰყვა.

რობერტ დე ნირო

ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი სიამოვნებით საუბრობს მამის ბედზე. ცნობილი მოქანდაკე და მხატვარი- აბსტრაქციონისტი რობერტ დე ნირო უფროსი ოჯახიდან მაშინ წავიდა, როდესაც მისი ვაჟი ორი წლის იყო. მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მამაკაცთან, მაგრამ ამან ბედნიერება არ მოუტანა. მსახიობის მამა შვილთან ურთიერთობას ინარჩუნებდა, ამიტომ რობერ დე ნირო მის ხსოვნას პატივს მიაგებს. მან თავისი პირველი სარეჟისორო ნამუშევარი „ბრონქსის ისტორია" სწორედ მამას მიუძღვნა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 ფილმი აკრძალულ სიყვარულზე

ფილმი სიყვარულზე: ვნება,
სიფრთხილე. რეჟისორი: ენგ
ლი

მსოფლიოს უდიდესი ქალაქები საკუთარი...

ქალაქის წონა და მის გამო
შექმნილი საფრთხე

პრინცი ჰარის ეფექტი: როგორ გვახვევე...

პრინცი ჰარი

რატომ ეკრძალებოდათ ქალებს სიმფონიურ...

სიმფონიურ ორკესტრის
განვითარება - რატომ
უკრძალავდნენ ქალებს?

10 ვარსკვლავი, რომელმაც ფუფუნებას მ...

მეთიუ მაკკონაჰი

ჩეხი ექიმი, რომელმაც თბილისში სამხე...

ჩეხი ექიმი იან პრიბილი

10 ჩვევა, რომელიც საბჭოთა ეპოქის ად...

საბჭოთა ადამიანების
ჩვევები

თოვს! - ცხოველები, რომლებმაც პირველ...

თოვლი მოვიდააა!

ლეგენდარული „აღმოსავლეთის ექსპრესის...

აღმოსავლეთის ექსპრესის
საიდუმლო