„კურდღელს ხმაური არ უყვარს“ - როგორ ვთხოვოთ წლის სიმბოლოს სურვილების ასრულება?
16:00 შაბ. 31 დეკემბერი, 2022 წელი

2023 წლის სიმბოლო შავი წყლის კურდღელი, ამიტომ მომავალ წელს სერიოზულ რყევებს არ უნდა ველოდოთ. ამ ფუმფულა და მოსიყვარულე ცხოველს სიყვარულისა და ოჯახური ბედნიერების მოტანა შეუძლია, მთავარია, სწორად თხოვოთ. ასტროლოგი გვასწავლის როგორ მოვიპოვოთ 2023 წლის მთავარი სიმბოლოს კეთილგანწყობა.
როგორ მოვიზიდოთ სახლში კეთილდღეობა?
ჩინელებს კურდღელი იღბლის მომტან ცხოველად მიაჩნიათ, ამიტომ სახლში აუცილებლად აქვთ მისი ფიგურა, უმეტესად, ოქროსფერი. ის სახლში ფინანსურ იღბალს და კეთილდღეობას მიიზიდავს. თუ კურდღელს თათებით სტაფილო უჭირავს, ის ბიზნესში შესანიშნავი თილისმა იქნება.
ოცნებობთ ოჯახურ ბედნიერებაზე? ცხოვრების მეგზურის პოვნას გეგმავთ? მაშინ ორი თეთრი ფერის კურდღლის ფიგურა ფანჯრის გვერდით განათავსეთ.
თუ თემატურ კალენდარს აირჩევთ, მასზეც ორი კურდღელი უნდა იყოს გამოსახული. ასე თქვენს ცხოვრებაში მეწყვილეს მიიზიდავთ.
თუ გსურთ ხასიათი შეგეცვალოთ და ცოტათი უფრო კეთილი და ბედნიერი გახდეთ, კურდღლის სახეს მეტი ყურადღება მიაქციეთ. ის მხიარული და მეგობრული უნდა იყოს და ერთი შეხედვითაც კი კარგ ხასიათზე დგებოდეთ.
რა ფერი ჩავიცვათ?
2023 წელი შავი კურდღლის წელია, ამიტომ კარადაში ამ ფერის სამოსი აუცილებლად უნდა გქონდეთ. გირჩევთ, ახალ წელს სადღესასწაულო შავ სამოსში შეხვდეთ, მაგრამ არც ვერცხლისფერი, ღია ცისფერი ან ლურჯი აქსესუარები დაგავიწყდეთ.
რა ფერში შევხვდეთ ახალი წლის ღამეს - რჩევები ზოდიაქოს ნიშნებისთვის
გახსოვდეთ, რომ 2023 წელი ორმაგია (კურდღლის და კატის) ამიტომ თამამად ჩაიცვით სხვა ფერის ტანსაცმელიც: თეთრი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი ან ყავისფერი - კატის საყვარელი ფერების მიხედვით.
ვისთან ერთად აღვნიშნოთ?
კურდღელი ოჯახური კერის სიმბოლოა და ოჯახურ კავშირებს აფსებს, ამიტომ ეცადეთ დღესასწაული ოჯახის წევრებისა და ნათესავების წრეში აღნიშნოთ. გახსოვდეთ, ამ ცხოველს ხმაური არ უყვარს, ამიტომ ეცადეთ არ დააფრთხოთ.
როგორ გავაფორმოთ სახლი?
ეცადეთ სახლში მაქსიმალურად ბუნებრივი გარემო შექმნათ. უპირატესობა კურდღლის საყვარელ მწვანე და კრემისფერ ფერებს მიანიჭეთ. მეტისმეტად მკვეთრ და აგრესიულ ფერებზე სერიიდან ვეფხვი ან ლეოპარდი უმჯობესია უარი თქვათ. ასევე სახლში არ უნდა იყოს მინიშნებები სხვა ცხოველებზე.
რა უნდა იყოს მაგიდაზე?
ეცადეთ არა მხოლოდ კურდღლის, არამედ კატის მოთხოვნებიც დააკმაყოფილოთ. თქვენს მენიუში უნდა იყოს თევზისა და ღორის კერძები, ასევე ბევრი ხილისა და ბოსტნეულის სალათა. გირჩევთ, მაგიდა მწვანე ან ოქროსფერი აქსესუარებით გააფორმოით და მაგიდის ცენტრში კურდღლის ფიგურა განათავსოთ.
დაბოლოს - როგორ ჩავიფიქროთ სურვილი?
დაწერეთ თქვენი სურვილები ფურცელზე და შემდეგ რამდენჯერმე ხმამაღლა წაიკითხეთ. გახსოვდეთ, რომ წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია.
თუ ოცნებობთ, რომ სიყვარულს შეხვდეთ, აღწერეთ მისი სასურველი გარეგნობა და თვისებები.
ახალი მანქანის ყიდვა გინდათ? შემდეგ მიუთითეთ მარკა, ფერი და თქვენთვის მნიშვნელოვანი წვრილმანები.
შეძლებისდაგვარად დააკონკრეტეთ თითოეული სურვილი და შემდეგ ამაზე ხშირად იფიქრეთ.
ესეც საინტერესოა:
როგორი იქნება 2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
როგორი ხასიათის იქნება 2023 წელს დაბადებული ბავშვი?
2023 წლის პერსონალური პროგნოზი ნუმეროლოგისგან
სიახლეები ამავე კატეგორიიდან