ყველაზე ძვირად ღირებული 10 სათამაშო მსოფლიოში
12:00 ოთხ. 23 თებერვალი, 2022 წელი

ოდესმე თუ დაინტერესებულხართ რა ღირს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სათამაშო? გთავაზობთ ყველაზე იშვიათი სათამაშოების რეიტინგს, რომელთა ფასი მილიონებს აღწევს.
1. სტეფანო კანტური (ბარბი) - $302,5 000
ამ თოჯინას შავი საღამოს კაბა აცვია და ცნობილი იუველირის, სტეფანო კანტურის ხელნაკეთი ბრილიანტის ყელსაბამი ამშვენებს. ყელსაბამის ღირებულება დაახლოებით, 300 ათასი დოლარია, თავად ბარბი კი 2010 წლის საქველმოქმედო აუქციონზე 302,5 ათას დოლარად გაიყიდა. მიღებული თანხა ძუძუს კიბოს შემსწავლელ ფონდს გადაეგზავნა. მოგვიანებით კანტურიმ აღიარა, რომ თოჯინას სამკაულის შექმნას თითქმის ექვსი თვე დასჭირდა.
2. ოქროს საქანელა ცხენი - $600.000
ამ უნიკალური საქანელას ავტორი იაპონელი ოქრომჭედელი გინზა ტანაკა გახლავთ, რომელმაც სათამაშო 2016 წელს, 24 კარატიანი ოქროსგან შექმნა. საქანელა ცხენი დაახლოებით 26 კილოგრამს იწონის, ხოლო მისი ფასი 600 ათასი დოლარია.
3. რუბიკის კუბი - $1,5 მლნ
რუბიკის კუბის შექმნის მე-15 წლისთავზე ფრედ კიულერმა სუფთა ოქროსგან კუბი შექმნა, რომელიც სტიკერების ნაცვლად ლალი, ზურმუხტითა და ამეთვისტოებით გააფორმა. სათამაშოს ღირებულება 1,5 მილიონი დოლარია.
4. ოქროს მონოპოლია - $2 მლნ
ეს ოქროსგან დამზადებული სათამაშო დაფა აშშ-ში, ფინანსების მუზეუმის ექსპონატია. სან ფრანცისკოელი იუველირი სიდნი მობელი მას 12 თვის განმავლობაში ქმნიდა და 1988 წელს საზოგადოებას წარუდგინა. სათამაშოს ფასი, რომლის დეტალები ძვირფასი ქვებისგან დამზადდა, 2 მილიონი დოლარია.
5. "ლუი ვიტონის" დათუნია "სტიფი" - $2,1 მლნ
ეს ფუმფულა დათუნა უბრალო არ გეგონოთ. ის ბუნებრივი ბეწვის, საფირონების, ოქროსა და ბრილიანტებისგან დამზადდა. ფრანგული მოდის სახლის, ლუი ვიტონის მიერ შექმნილი დათუნია ყველაზე ძვირად ღირებული პლუშის დათვია მსოფლიოში. მონაკოს სამთავროში საქველმოქმედო აუქციონზე ის 2,1 მილიონ დოლარად გაიყიდა.
6. ფეხბურთის ბურთი „Shimansky“ - $2,59 მლნ
ეს ბურთი ფეხბურთის სათამაშოდ არ გამოდგება - ის 5 ფუნტს იწონის და მთლიანად ბრილიანტებით არის დაფარული (6620 თეთრი და 2630 შავი). ბურთის ფასი 2 მილიონ 590 ათასი დოლარია და ის საგანგებოდ, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დამზადდა.
7. Lambogini Avendator - $4,5 მლნ
წარმოიდგინეთ, რომ ნამდვილი ლამბოჯინი ამ სათამაშოზე გაცილებით იაფია. ავტომობილის მოდელი 1X8 მასშტაბით დამზადდა და ამისთვის ოქრო და ბრილიანტი გამოიყენეს, რომელიც საჭეს, ფარებს და სავარძლებსაც კი ამშვენებს. სათამაშო ავტომობილის ფასი 4,5 მილიონი დოლარია.
8. მადამ ალექსანდრეს თოჯინა - $5 მლნ
დიზაინერმა მადამ ალექსანდრამ სულ 5 თოჯინა შექმნა და ყველა მათგანს ლეგენდარული ბრენდების - „ოსკარ დე ლა რენტას“ და „კრისტიან დიორის“ სამოსი აცვია. თოჯინებს სხვადასხვა ზომის ბრილიანტები ამშვენებს. ამ სათამაშოს ფასი 5 მილიონი დოლარია.
9. ჩიტების მწვრთნელი "L'Oiseleur" - $6,25 მლნ
ძვირფასი ლითონებითა და მარგალიტებით მორთული, 4 ფუტის სიმაღლის ფიგურა უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან დამზადებული 2340 ელემენტისგან შედგება. ამის წყალობით თოჯინა ცოცხლდება და მუშაობს ელემენტებისა და ენერგიის სხვა წყაროების გამოყენების გარეშე. ეს სასწაული 6,25 მილიონი ღირს.
10. თოჯინების სახლი ასტოლატი - $8,5 მლნ
7 სართულიანი სასახლე უამრავი ოთახით, კერძო აუზითა და სპორტული დარბაზით ოცნების სახლია! სასახლეს აქვს ღვინის სარდაფი, იარაღის საწყობი, სამზარეულო, სარდაფი და ა.შ.
თოჯინების სახლი 8,5 მილიონი დოლარი ღირს. ამ ფასად სავსებით შესაძლებელია ნამდვილი, არანაკლებ კომფორტული სახლის აშენება. რეალტორებმა გამოთვალეს, რომ სათამაშო სახლის ერთი კვადრატული მეტრი დაახლოებით 25 ათასი დოლარი ღირს, რაც ლონდონისა და ნიუ-იორკის ელიტარულ რაიონებში უძრავი ქონების ფასებს შეესაბამება.
***
რამდენი სათამაშო უნდა ჰქონდეს ბავშვს? - ფსიქოლოგების რჩევა მშობლებს
სად ცხოვრობს ახლა „ყველზე უცნაური სათამაშო“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან