რამდენი სათამაშო უნდა ჰქონდეს ბავშვს? - ფსიქოლოგების რჩევა მშობლებს
16:00 ორშ. 22 ნოემბერი, 2021 წელი

მეცნიერებმა ბავშვების განწყობაზე სათამაშოების გავლენის დასადგენად საინტერესო კვლევა ჩაატარეს.
ბავშვები ჯერ ერთ ოთახში შეიყვანეს, სადაც 4 სათამაშო იყო და შემდეგ მეორეში -16 სათამაშოთი. პირველ ოთახში ბავშვები აქტიურად თამაშობდნენ და ერთმანეთთან ურთიერთობდნენ. მეორეში კი მრავალფეროვანი სათამაშოებით გამოწვეული აღტაცება მალე ცუდმა განწყობამ და ბრაზმა შეცვალა.
ეს პირველი ექსპერიმენტი არ გახლავთ, რომელიც ამტკიცებს, რომ სათამაშოების მრავალფეროვნება უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე.
საქმე ისაა, რომ პატარებს ერთდროულად 5-ზე მეტ საგანზე კონცენტრირება არ შეუძლიათ: თუ ბავშვის მხედველობის ველში ბევრი საინტერესო ობიექტი ხვდება, ნერვული სისტემა ზედმეტად იძაბება, რასაც ბავშვი ვერ უმკლავდება.
ამიტომ, ფსიქოლოგები მშობლებს ბევრი სათამაშოს ყიდვას არ ურჩევენ, მაგრამ...
როგორ ვუთხრათ ბავშვს სათამაშოს თხოვნაზე უარი?
უარის თქმა საჭირო არ არის. თუ ბავშვს თავიდანვე სათამაშოების შეზღუდულ რაოდენობას შესთავაზებთ, ის ახალი სათამაშოს არჩევის პროცესს უკეთ გააცნობიერებს. ეს კარგი საფუძველია პიროვნების ჩამოყალიბებისთვის: ამ გზით ბავშვი ანალიზს, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას, პასუხისმგებლობის აღებას და იმის დაფასებას ისწავლის, რაც აქვს. ბავშვი მიხვდება, რომ ცხოვრებაში მთავარი ფასეულობა სათამაშოები კი არა, კარგი მეგობრები და ადამიანური კომუნიკაციაა.
თუ ბავშვს სახლში უკვე სათამაშოების მთელი მაღაზია აქვს, ნაწილი შეინახეთ და 5-7 ცალი დატოვეთ. ერთი თვის თავზე ძველი 7 ძველი სათამაშო 7 შენახულით შეცვალეთ და ასე გააგრძელეთ. თუ ბავშვი მაღაზიაში შეყვანის დროს გამუდმებით სათამაშოების ყიდვას ითხოვს, დაჰპირდით, რომ სასურველ საჩუქარს დაბადების დღეზე ან სხვა დღესასწაულზე მიიღებს. ამგვარად, ბავშვს ყოველი ახალი სათამაშო სიხარულს და კმაყოფილებას მოუტანს.
გაითვალისწინეთ, რომ ხშირად ბავშვებმა არ იციან როგორ გამოხატონ, რომ სიყვარული და ყურადღება აკლიათ და სათამაშოების მოთხოვნას იწყებენ, თითქოს მშობლის სიყვარულში დარწმუნება სურთ.
ეს კარგი მიზეზია, რომ აღზრდის მოდელზე და ოჯახურ ურთიერთობებზე მეტი ვიფიქროთ.
დაიმახსოვრეთ სათამაშოების ყიდვის 5 უნივერსალური წესი:
1. არ უნდა იყიდოთ ასაკისთვის შეუფერებელი სათამაშოები. 2 წლის ბავშვს რობოტთან თამაშის შეეშინდება. თუ ასაკისთვის შეუფერებელი სათამაშო ახლობელმა მოგიტანათ, იმ დრომდე შეინახეთ, სანამ ბავშვი ასეთი სათამაშოებით არ დაინტერესდება.
2. უპირატესობა მარტივ სათამაშოებს მიანიჭეთ. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მარტივია ფორმატი, მით უკეთ ვითარდება ფანტაზია. უბრალო LEGO-ს კონსტრუქციული ნაკრებიდან ბავშვს შეუძლია ასობით სხვადასხვა მანქანისა და სახლის აწყობა, რაც ხშირად უფროსებსაც კი არ შეუძლიათ.
3. სხვადასხვა კატეგორიის სათამაშოები შეიძინეთ. არ არის საჭირო რამდენიმე თოჯინას ჩუქება. აჩუქეთ ერთი ისეთი თოჯინა, რომლისთვისაც ბავშვი კოსტიუმებს თავად შექმნის და ფანტაზიას განივითარებს.
4. უარი თქვით გაჯეტებზე. 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გაჯეტების დღეში 5-7 წუთზე მეტხანს გამოყენება არასასურველია. დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის კი არაუმეტეს ნახევარი საათისა. ბავშვის გაჯეტებთან ურთიერთობის დროს მეცნიერები ბავშვების ფიზიოლოგიური და ფსიქიკური მაჩვენებლების საფუძველზე ადგენენ.
5. ეცადეთ, საგანმანათლებლო თამაშების ნაკრები გქონდეთ, რომლებსაც ერთად ითამაშებთ: ჭადრაკი, შაში და სხვა სამაგიდო თამაშები. ამით ბავშვს ინტელექტუალურ თამაშებით და მშობლებთან ერთად დროის გატარებით დააინტერესებთ.
6. რაოდენობის დაზოგვით იზრუნეთ ხარისხზე. გახსოვდეთ, რომ ათი უხარისხო სათამაშოს ყიდვას ერთის და ხარისხიანის ყიდვა სჯობია.
🔰
7 რამ, რაც ბავშვს არ უნდა აუკრძალოთ!
70-იანების თაობა და მათი ბავშვობის „დელიკატესები“
ბავშვები, რომლებმაც მსოფლიო უნდა მართონ - ვინ არიან სამეფო ოჯახების შთამომავლები
სიახლეები ამავე კატეგორიიდან