საკნატუნო ამბები

ლონდონის ტემზაში სველი ხელსახოცების კუნძული გაჩნდა

ხათუნა გოგიშვილი

15:00 ხუთ. 14 ივლისი, 2022 წელი

სველი ხელსახოცები
ლონდონის ტემზაში

14
დაკოპირებულია

ადამიანების დაუდევრობის გამო ლონდონში, მდინარე ტემზაზე, სამერსმიტის ხიდთან ახლოს კუნძული გაჩნდა, რომელიც გამოყენებული სველი ხელსახოცებისგან შედგება. ხელოვნურმა კუნძულმა, რომელიც ორი ჩოგბურთის კორტის ზომისაა მდინარის დინება შეცვალა. კუნძული იმდენად მყარია, რომ მასზე სეირნობა თავისუფლად შეიძლება.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს არაერთხელ სთხოვა, რომ ხელსახოცები უნიტაზში არ ჩაერეცხათ. ამ ჰიგიენური საშუალებების საერთოდ აკრძალვაც კი იგეგმება, თუმცა სანამ თემა პარლამენტში განიხილება, მდინარეებში ათასობით ტონა ხელსახოცი ხვდება.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ სინთეტიკური მასალა, რომლისგანაც ხელსახოცები მზადდება, წყალში არ იხსნება და კანალიზაციის მილების გავლის შემდეგ მდინარეში გროვდება. ასეთი ხელოვნური კუნძულები ეკოსისტემას სერიოზულად აზიანებს, მდინარეებსა და ზღვებს წამლავს, წყლის ბინადრებისა და ადამიანის სხეულშიც კი აღწევს. გარდა ამისა, კანალიზაციის მილებისა და კოლექტორების კედლებს ტონობით სველი ხელსახოცი ეკრობა და მათი მოცილება საკმაოდ ძნელია.

ესეც საინტერესოა:

👉 ამ ფოტოებზე ნათლად ჩანს, თუ რას უშავებს ადამიანი პლანეტას

👉 9 საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელსაც ეკოლოგიისთვის კატასტროფული შედეგები მოაქვს

👉 გაზეთი, რომელიც წაკითხვის შემდეგ შეგიძლიათ, მიწაში ჩარგოთ და იყვავილებს

წყარო: www.mirror.co.uk


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)

როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და...

ტანსაცმელზე ჯიბეები

ჰიბრიდი ცხოველები, რომლებიც რეალურა...

ლეოპონი

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი