საკნატუნო ამბები

მოჩვენებათა ქალაქი, რომლის ნახვა აკრძალულია - როგორ იქცა პლანეტის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი ნანგრევებად?

fun time

17:07 პარ. 12 ივლისი, 2024 წელი

ქალაქი მოჩვენება

14
დაკოპირებულია

მე-20 საუკუნეში აქ ჩვენი პლანეტის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი მდებარეობდა, რომელიც იმად იქცა, რასაც ფოტოზე ხედავთ.

კუნძული ჰაშიმა ნაგასაკის პრეფექტურაში, ქალაქი ნაგასაკიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. წლის განმავლობაში, ჰაშიმა მეთევზეების საყვარელი დაუსახლებელი კუნძული იყო, სადაც ცუდ ამინდში გაჩერება და დასვენება შეიძლებოდა. კუნძულის მშვიდი ცხოვრება მე-19 საუკუნეში დასრულდა, როდესაც აქ ქვანახშირის საბადოები აღმოაჩინეს და მასშტაბური მშენებლობა გაჩაღდა.

ჰაშიმაზე თავდაპირველად, ღრმა მაღაროები ააგეს (ზღვის დონის ქვემოთ 600 მ.) შემდეგ ქვანახშირის გადამამუშავებელი სამხედრო ქარხნები. კომპანიას Mitsubishi, რომელსაც სამრეწველო საწარმოები ეკუთვნოდა მუშების ნაგასაკიდან კუნძულამდე გადაყვანა (15 კმ) ძვირი უჯდებოდა, ამიტომ მუშებისთვის სახლების ადგილზე აშენება გადაწყვიტა.

ცნობისთვის, ჰაშიმას ფეხით შემოვლისთვის, რომლის ფართობი სულ რაღაც 6,3 ჰექტარია, 20 წუთი საკმარისია. ამასთან, მშენებლობისთვის კუნძულის მხოლოდ 60% გამოდგება, დანარჩენი ტერიტორია კლდოვანი ადგილებია. წარმოიდგინეთ, ასეთ პატარა ტერიტორიაზე ქვანახშირის მაღაროები, სამხედრო ქარხნები, ათობით საცხოვრებელი სახლი, 25 მაღაზია, სკოლა, საბავშვო ბაღი, ორი საცურაო აუზი, ორი საავადმყოფო და სასაფლაო განთავსდა და 6000 ადამიანი დასახლდა.

მოსახლეობის სიმჭიდროვემ არნახულ მაჩვენებელს მიაღწია - 139,100 ადამიანი კმ²-ზე.

შედარებისთვის, ტოკიო ახლა იაპონიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე 4300 ადამიანს კმ²-ზე. შეადგენს, რაც ჰაშიმას მაჩვენებელზე 35-ჯერ ნაკლებია.

ჰაშიმაზე ადამიანები უზარმაზარი ბეტონის შენობებში, მაგრამ ძალიან პატარა ბინებში ცხოვრობდნენ - ზღვის ძლიერ ქარიშხლებს მხოლოდ ამ ტიპის სახლები უძლებდნენ. ჰაშიმა მთლიანად მოწყვეტილი იყო სამყაროს და მოსახლეობას კუნძულიდან მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეეძლო გასვლა. სასმელ წყალს კუნძული კონტინენტიდან იღებდა, რადგან ჰაშიმას მტკნარი წყლის წყარო არ ჰქონდა.

1974 წელს კუნძულზე ქვანახშირის მარაგი გამოილია და რამდენიმე წელიწადში ჰაშიმა მოჩვენებათა ქალაქად იქცა.

მთავრობა დიდხანს ფიქრობდა, როგორ შეიძლებოდა მიტოვებული კუნძულის გამოყენება. თავიდან მაღაროელთა მუზეუმის აშენებას გეგმავდნენ, მაგრამ მაღაროები უკვე ავარიული იყო და მათი აღდგენა დიდ ინვესტიციებს მოითხოვდა.

საბოლოოდ, იაპონიის მთავრობამ კუნძულზე სტუმრების შესვლაზე მკაცრი აკრძალვა დააწესა. იაპონელს, რომელიც ჰაშიმაზე ფეხს დადგამს მოქალაქეობის ჩამორთმევა და ქვეყნიდან გაძევება ემუქრება.

მთავრობამ ასეთი სიმკაცრე ვანდალიზმთან ბრძოლით და გასაიდუმლოებული სამხედრო წარმოების მოთხოვნებით ახსნა. ბოლო დროს აკრძალვები შესუსტდა და კუნძულზე გამონაკლისის სახით ტურისტების მოხვედრის ფაქტები გამოვლინდა, თუმცა ტურისტებს უსაფრთხოების მიზნით ნახევრად დანგრეულ შენობებთან მიახლოება ან შიგნით შესვლა ეკრძალებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ოკეანეს ფსკერზე მომავლის ქალაქი აშე...

მომავლის ქალაქი OCEAN SPIRAL
ოკეანეს ფსკერზე

კვლევა: თუ გსურთ გოგოს მოეწონოთ, ნუ...

კვლევა: თუ გსურთ გოგოს
მოეწონოთ, ნუ იღიმით!

ყველაზე ძვირად ღირებული ქსოვილი მსო...

ყველაზე ძვირად ღირებული
ქსოვილი მსოფლიოში

ნამიბიის ვარდისფერი მაცივარი - უდაბ...

ნამიბიის ვარდისფერი
მაცივარი

ხორცი, რომელიც 15 წელი ინახება – ფრ...

ფერმერი ალექსანდრე
პოლმარი

5 ქვეყანა, რომელსაც ბირთვული ომის შ...

5 ქვეყანა, რომელსაც
ბირთვული ომის
შემთხვევაში გადარჩენის
შანსი აქვს

რატომ ამრავლებდნენ II მსოფლიო ომის...

რატომ ამრავლებდნენ ომის
წლებში ბაბუაწვერას?

ახალი კვლევა: ქალის მენჯის ფორმა ჯა...

მენჯის ფორმა და
ჯანმრთელობა

შავი კბილები - ქმრისადმი ერთგულების...

შავი კბილების ტრადიცია -
ოჰაგურო