საკნატუნო ამბები

პალმა, რომელიც ჯუნგლებში მოგზაურობს - 5 საინტერესო ფაქტი მოსიარულე ხეზე

fun time

16:52 სამ. 25 ივნისი

პალმა, რომელიც ჯუნგლებში
მოგზაურობს

14
დაკოპირებულია

თქვენ წინაშეა სოკრატია შიშველფესვიანი (Socratea exorrhiza) ანუ უბრალოდ, მოსიარულე პალმა, რომელიც ეკვატორის სამხრეთ ტყეებში იზრდება და ცხოვრებას მოგზაურობაში ატარებს. დიახ, დიახ, ეს პალმა დადის, თუმცა ძალიან ნელა. გამოდის, რომ „ბეჭდების მბრძანებლის“ მოსიარულე ხეებს - ენტებს ნამდვილი პროტოტიპი ჰყავთ!

მაინც, როგორ დადის პალმის ხე და როგორ ეხმარება უცნაური ფესვი ჯუნგლების მკაცრი კონკურენციის პირობებში?

***

მოსიარულე პალმა სამხრეთ ამერიკაში იზრდება და მისი სიმაღლე 25 მეტრს აღწევს. სოკრატიას უცნაური, შიშველი ფესვი აქვს, რომელიც მიწას მხოლოდ წვერებით უკავშირდება. ფესვი მოძრაობის მიმართულებით იზრდება და ვითარდება და ასე ნელ-ნელა წინ მიიწევს, უკან დარჩენილი ფესვები კი თანდათან კვდება.

მოსიარულე პალმის ხეს შეუძლია მზის შუქითა და სასარგებლო მინერალებით ღარიბი ადგილიდან უკეთ განათებულ და ნოყიერ ნიადაგზე გადაინაცვლოს. შეუძლია ადგილი შეიცვალოს მაშინაც, თუკი სხვა ხე დაეცა და დააზიანა.

უჩვეულო ფესვები პალმას ჭაობიან ნიადაგში გადარჩენაში ეხმარება.

პალმა ძალიან ნელა მოძრაობს. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მოძრავი პალმის ხე ეკვადორში აღმოაჩინეს - მან ერთი წლის მანძილზე 20 მეტრის (დღეში 20 სმ) გავლა შეძლო.

ადგილობრივი გიდები ამბობენ, რომ მოსიარულე პალმების სანახავად სამხრეთ ამერიკაში უამრავი ტურისტი ჩადის. ზოგი მათგანი ცდილობს პალმის გადაადგილებას დააკვირდეს და ვიდეოზე აღბეჭდოს.

***

„ნიადაგის შლისა და გამოფიტვის პარალელურად, პალმას ახალი, გრძელი ფესვები ეზრდება, რომლებიც ახალ, უფრო მყარ და ნოყიერ ნიადაგს პოულობენ. ხელსაყრელი ნიადაგის ძებნაში პალმები წელიწადში 20 მეტრამდე მანძილს ფარავენ“, - ამბობს სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის გეომეცნიერებათა ინსტიტუტის პალეობიოლოგი პეტერ ვრსანსკი.

აღსანიშნავია, რომ ყველა პალმა არ დადის - თუ ხელსაყრელი პირობები აქვს, პალმების უმეტესობა თავს ერთ ადგილზეც მშვენივრად გრძნობს. თუ მოსიარულე პალმის ნახვა გსურთ, სუმაკოს ბუნებრივ ნაკრძალში უნდა წახვიდეთ, რომელიც ეკვადორის დედაქალაქიდან ერთი დღის სავალზე მდებარეობს და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიოსფერული ნაკრძალია, თუმცა მოსიარულე პალმების ნახვა ტაილანდშიც შეიძლება.

***

ეს უცნაური ხეები ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებით უყვარს და მის ყველა ნაწილს იყენებს. მაგალითად, პალმის ტოტებისგან სახლებს აშენებდნენ, სანადირო შუბებსა და მილებს ამზადებდნენ, ნაყოფს მიირთმევდნენ, ფოთლებით კი სახლს ხურავდნენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში

ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრც...

ყველაზე ვიწრო სახლი
მსოფლიოში

რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლო...

რატომ იკრძალება ამერიკულ
სასამართლოებში ფოტოს
გადაღება?

სად თამაშობენ ფეხბურთს საქართველოში...

საქართველოს სტადიონები

მსოფლიოს ყველაზე მოკლე საზღვარი, რო...

პლანეტაზე ყველაზე პატარა,
85 მეტრიანი საზღვარი.

ყვითელი ნისლი - როგორ შეცვალა „დიდმ...

ლონდონის დიდი სმოგი

ვინ არის კაცი, ვინც პლანეტის ეკოლოგ...

იაპონელი ეკოაქტივისტი
იძავა მასანა

სოფელი კუნძულზე, სადაც ჭადრის ხეს „...

ბურსა, სოფელი გოლიაზი

მამაკაცს 14 წელი ხელფასი ისე ერიცხე...

ესპანელი ჩინოვნიკის
ამბავი