საკნატუნო ამბები

ფერადი კბილები - უსაფრთხოა თუ არა სილამაზის ახალი ტრენდი?

fun time

16:38 პარ. 21 ივნისი

ახალი ტრენდი - ფერადი
კბილები

14
დაკოპირებულია

კბილების გაფერადების და სამკაულების დამაგრების ტრენდი 2 ათწლეულზე მეტია არსებობს, თუმცა ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება. სულ ახლახან, TikTok-ზე კბილების გაფერადების ახალი ტრენდი გავრცელდა. 

ჩვენ გიამბობთ რამდენად უსაფრთხოა ახალი ტრენდი და ღირს თუ არა მისი მოსინჯვა.

ჯანმრთელობისთვის საზიანოა თუ არა კბილების მოხატვა?

კბილის მინანქარს სპეციალური დეკორატიული ლაქით ღებავენ. როგორც წესი, კბილის ბუნებრივი ფერისგან მკვეთრად განსხვავებულ ფერებს: ვარდისფერს, ნარინჯისფერს, მწვანეს და ლურჯს ირჩევენ. იმის მიუხედავად, რომ კბილის ლაქი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა კბილების შეღებვამდე 5 მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გაითვალისწინოთ.

1. კბილის ლაქი ერთგვარი ფირია, რომელიც კბილის ზედაპირს ფარავს. კბილის ზედაპირზე წასმისას ლაქი შეიძლება ღრძილზე მოხვდეს ან პაროდონტალურ შეერთებაში ჩაედინოს, რაც პათოგენური ბაქტერიების გამრავლებისთვის შესანიშნავ პირობებს შექმნის.

2. მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის ფირის ხაოიანი ზედაპირიც ხელსაყრელი გარემოა. მიკროორგანიზმების გამრავლებას კი მინანქრის დემინერალიზაციისა და კარიესის პროცესი, პირის ღრუში ანთებითი და ინფექციური პროცესების გამწვავება ან პროგრესირება მოჰყვება.

3. ფირით კბილის მინიმალური დაფარვის შემთხვევაშიც კი მიკროორგანიზმების მთელი „თაიგული“ უზრუნველყოფილია.

4. უცნობია, როგორ უნდა მოიხსნას ფირი უსაფრთხოდ კბილებიდან, რადგან თანდათანობით მოხსნისას, ფირის ცვეთასთან ერთად მიკროორგანიზმების დაგროვების კერები გაიზრდება. შესაბამისად კარიესის და გინგივიტის განვითარების რისკები იზრდება.

5. ზემოთ თქმულის გარდა, ფირი ხელს უშლის რემინერალიზაციის ბუნებრივ პროცესს, ანუ მინანქრის აღდგენასა და გამაგრებას. როდესაც ნერწყვის მიკროელემენტები მინანქარში ვერ აღწევენ და ამაგრებენ, იზრდება კარიესის განვითარების რისკი. ამ დროს ბუნებრივი აღდგენის პროცესები არ ხდება.

დასკვნა:

მიუხედავად იმისა, რომ ფერადი კბილები შეიძლება ვიღაცისთვის ლამაზი და მიმზიდველია, ახალი ტრენდი უარყოფითად მოქმედებს პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. ასევე არ შეიძლება ალერგიული და ტოქსიკურ რეაქციების გამორიცხვა, რომლებიც შეიძლება ლორწოვან გარსზე ქიმიური ელემენტების ზემოქმედებამ გამოიწვიოს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში

ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრც...

ყველაზე ვიწრო სახლი
მსოფლიოში

რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლო...

რატომ იკრძალება ამერიკულ
სასამართლოებში ფოტოს
გადაღება?

სად თამაშობენ ფეხბურთს საქართველოში...

საქართველოს სტადიონები

მსოფლიოს ყველაზე მოკლე საზღვარი, რო...

პლანეტაზე ყველაზე პატარა,
85 მეტრიანი საზღვარი.

ყვითელი ნისლი - როგორ შეცვალა „დიდმ...

ლონდონის დიდი სმოგი

ვინ არის კაცი, ვინც პლანეტის ეკოლოგ...

იაპონელი ეკოაქტივისტი
იძავა მასანა

სოფელი კუნძულზე, სადაც ჭადრის ხეს „...

ბურსა, სოფელი გოლიაზი

მამაკაცს 14 წელი ხელფასი ისე ერიცხე...

ესპანელი ჩინოვნიკის
ამბავი