საკნატუნო ამბები

ფოტოგრაფმა შთამომავლებს წინაპრების პორტრეტების იდენტური ფოტოები გადაუღო

fun time

15:00 ორშ. 1 თებერვალი, 2021 წელი

მონა ლიზა

14
დაკოპირებულია

ბრიტანეთში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა დრიუ გარდნერმა პროექტს „შთამომავლები“ 15 წელი დაუთმო. მან 20 ისტორიული პირის შთამომავალი იპოვა. 

მან დაიწყო ისეთი ცნობილი ევროპელი მოღვაწეებით, როგორიცაა ნაპოლეონი, ჩარლზ დიკენსი...

ერთ-ერთი პირველი, ვინც ფოტოგრაფმა მოძებნა, იყო იმ ქალის შთამომავალი, რომელიც ლეონარდო და ვინჩისთვის პოზირებდა და ჩვენთვის ცნობილია, როგორც მონა ლიზა.

და ვინჩის ნატურა, ერთ-ერთი ვერსიით, იტალიელი დიდგვაროვანი ქალი ლიზა ჯერარდინია. ნახატი მისი მეუღლის, ფლორენციული ვაჭრის, ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს დაკვეთით შესრულდა.
ფოტოგრაფმა გარდნერმა ლიზა დელ ჯოკონდას შთამომავალი ირინა გვიჩიარდინი სტროცი იპოვა და ფოტო ისეთივე პოზაში გადაუღო, როგორც ლეონარდომ 15 თაობის წინ ლიზა ჯერარდინია დახატა.

ასე იპოვა ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ელიზაბეტ კედი სტანტონის შთამომავალი.

ანტრაქტიდის მკვლევარი რობერტ ფალკონ სკოტი (მარჯვნივ) და მისი შვილიშვილი (მარცხნივ)

სერიაზე მუშაობისას ფოტოგრაფმა თავისი გმირების საგვარეულო ხეები შეისწავლა, რათა დარწმუნებულიყო, რომ კონკრეტული პირები მართლაც იმ ადამიანთა შთამომავლები იყვნენ, ვისაც ეძებდა, თუმცა ზოგ შემთხვევაში, ჩვენი დროის ადამიანები იმდენად ჰგვანდნენ წინაპრებს, ეჭვის ნატამალიც კი არ ჩნდებოდა.

მაგალითად, მარჯვენა ფოტოზე გამოსახულია ბრიტანელი აქტივისტი ემელინ პანკჰერსტი, რომელიც დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქალებს ხმის უფლების მოპოვებაში დაეხმარა. მარცხნივ კი მისი შვილიშვილი ჰელენ პანკჰერსტი.

რთული შესამჩნევი არ არის, რომ ფოტოგრაფი ზუსტად ისევე აცმევდა შთამომავლებს და ისეთ პოზაში იღებდა, როგორც მათი წინაპრები შემორჩენილი ფოტოებიდან გვახსოვს.

ლეგენდარული ინგლისელი მშენებელ-ინჟინერი ისამბარდ კინგდომ ბრუნელი (1806–1859) (მარჯვნივ) და მესამე თაობის შვილიშვილი ისამბარდ თომასი (მარცხნივ)

როგორც გარდნერი ამბობს, თომას ჯეფერსონის შთამომავალი დაუყოვნებლივ დათანხმდა გადაღებას

ფრედერიკ დუგლასი, რასობრივი სამართლიანობისთვის მებრძოლი (მარცხნივ) და მისი შთამომავალი (მარჯვნინ)

გარდნერის სერიის მთავარი მიზანი იყო დაეფიქრებინა ხალხი თავიანთ ისტორიაზე - კარგზე, ცუდზე თუ მახინჯზე.

მარჯვნივ - ოლივერ კრომველი, ინლისელი პოლიტიკური ლიდერი, მარცხნივ - კრომველის შთამომავალი

მარჯვნივ - ინგლისის ფლოტის ადმირალი ჰორაციო ნელსონი, მარცხნივ - მეოთხე თაობის შვილიშვილი უილიამ ჯონ რაგლან ჰორაციო ტომი

„განა საინტერესო არ არის ის ფაქტი, რომ ძალიან ცნობილი ისტორიული გმირების შთამომავლები დღესაც ქუჩებში დადიან? არ იქნება საინტერესო, თუ მათ სახეებს შეხედავთ და ნაცნობ სახეებთან, წარსულის ადამიანებთან გაავლებთ პარალელს? ეს ხალხი ისევ ჩვენ შორის ცხოვრობს“, - ამბობს ფოტოგრაფი გარდნერი ონლაინგამოცემა „ინსაიდერთან“.

წყარო: www.insider.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ გაჩნდა დაბადების დღის აღნიშვნ...

როგორ გაჩნდა დაბადების
დღის აღნიშვნის ტრადიცია

გაგიმარჯოს! — როგორ გაჩნდა ჭიქების...

როგორ გაჩნდა ჭიქების
მიჭახუნების ტრადიცია

ვინ იყო კაცი, რომელიც ერთდროულად, 2...

ფელა ანიკულაპო კუტი

რატომ ითრევს ჭაობი ადამიანს?

ჭაობები საქართველოში

რატომ გაიზარდა საფრანგეთში სიგარეტზ...

რატომ გაიზარდა
საფრანგეთში სიგარეტზე
მოთხოვნა

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარ...

რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში