საკნატუნო ამბები

რა დიაგნოზი დაუსვეს ბრიტანელმა მეცნიერებმა შექსპირის გმირებს?

fun time

12:00 ორშ. 20 ივნისი, 2022 წელი

შექსპირის გმირები

14
დაკოპირებულია

ბრიტანელმა მეცნიერებმა შექსპირის ნაწარმოებების სრული ანალიზი ჩაატარეს და შეაფასეს, რამდენად სარწმუნოა მათში აღწერილი მოვლენები მეცნიერული თვალსაზრისით. 

როგორც Cheltenham Science Festival წერს, კვლევის მთავარი თემა შექსპირის პიესების მთავარი გმირების სიკვდილი იყო.

ცნობილია, რომ შექსპირმა 70-ზე მეტი პერსონაჟის სიკვდილი აღწერა. მეცნიერების შეფასებით, ზოგი ეპიზოდი შეიძლება რეალურ ცხოვრებაშიც მომხდარიყო - განაცხადა კვლევის ავტორმა კეტრინ ჰარკაპმა.

ლედი მონტეგი, რომეოს დედა („რომეო და ჯულიეტა“)

კვლევის თანახმად, რომეოს დედა სავარაუდოდ, „გატეხილი გულის სინდრომით“ გარდაიცვალა. ეს კი შვილის გადასახლებით გამოწვეულ ძლიერ სტრესს უკავშირდება. როგორც ექიმები ამბობენ, სტრესმა შეიძლება გულის კუნთის სწრაფი დასუსტება და სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

პრინცი მამილიუსი („ზამთრის ზღაპარი“)

ასევე სარწმუნოდ გამოიყურებაპრინცის სიკვდილი „ზამთრის ზღაპრიდან“. ჰაკეტრინ რკაპის აზრით, პრინცი გენეტიკური დაავადებით იტანჯებოდა, რომელიც გულის მუშაობაზე მოქმედებს. ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანისთვის მოულოდნელმა შოკმა შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს.

ჰამლეტის მამა („ჰამლეტი“)

თუმცა, ჰარკაპის აზრით, შექსპირის სხვა გმირებს სიკვდილი არ ემუქრებოდათ. მაგალითად, ჰამლეტის მამა ყურში მოხვედრილი შხამისგან ვერ მოკვდებოდა, რადგან ყურის გოგირდისა და ხრტილის „ბარიერს“ ვერ გაივლიდა.

ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“)

მეცნიერმა ისაუბრა „რომეო და ჯულიეტას“ იმ ეპიზოდზეც, სადაც მთავარი გმირი თევზი ფუგუს შხამის დალევის შემდეგ ორმოცდაორი საათის, ანუ თითქმის ორი დღის განმავლობაში სიცოცხლის ნიშანწყალს არ ამჟღავნებდა.

დიახ, ფუგუს შხამს ნამდვილად შეუძლია ასეთი ეფექტის გამოწვევა ანუ პულსისა და სუნთქვის გაჩერება და გამორიცხული არ არის, რომ შექსპირმა ამის შესახებ მეზღვაურებისგან გაიგო, მაგრამ საეჭვოა, რომ ამის შემდეგ ჯულიეტა გონზე მოსულიყო.

„თუ სუნთქვა 42 საათის განმავლობაში შეჩერებულია, ეს აუცილებლად გვერდით მოვლენებს გამოიწვევს“ - აღნიშნა ჰარკაპმა.

კლეოპატრა („ანტონიოსი და კლეოპატრა“)

კვლევაში კლეოპატრას სიკვდილიც განხილულია. შექსპირის პიესაში ის გველის ნაკბენისგან თითქმის მყისიერად გარდაიცვალა. გველის შხამმა ნამდვილად შეიძლება სუნთქვის შეჩერება და სიკვდილი გამოიწვიოს, მაგრამ ამას გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ტექსტშია.
გარდა ამისა, ეგვიპტური კობრის სიგრძე, რომელიც კლეოპატრას სიკვდილის მიზეზი გახდა, თითქმის მეტრანახევარია, ამიტომ მისი ლეღვის კალათაში დამალვა შეუძლებელია.

დასკვნა

„შექსპირი ძალიან დაკვირვებულია, მაგრამ მომხდარი მოვლენების მეცნიერული მხარე ბოლომდე არ ესმის - აღნიშნულია კვლევაში.

ამის შესახებ თუ გსმენიათ 👇

რატომ „მოკლა“ აგათა კრისტიმ 83 პერსონაჟი შხამით?

6 ფილმი უდიდესი მწერლების ცხოვრებაზე

5 მწერალი, ვინც „ნობელის პრემიაზე“ უარი თქვა

ისტორიული ფიგურები ფილმებში და რეალურ ცხოვრებაში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მამაკაცებს ჯანმრთელობისთვის ტირილი...

მამაკაცებს
ჯანმრთელობისთვის ტირილი

რატომ აქვთ აფრიკაში მცხოვრებ ადამია...

რატომ აქვთ აფრიკაში
მცხოვრებ ადამიანებს მუქი
კანი?

ადამიანის ასაკი ადგილმდებარეობაზეა...

ადამიანის ასაკი
ადგილმდებარეობაზეა
დამოკიდებული

რატომ არ შეიძლება გერმანიაში კვირა...

რატომ არ შეიძლება
გერმანიაში კვირა დღეს
მანქანის გარეცხვა?

რატომ ღებავენ შოტლანდიელები კარს წი...

რატომ ღებავენ
შოტლანდიელები კარს
წითლად

ჩინეთი 2027 წელს „ხელოვნურ მზეს“ აა...

ჩინეთი 2027 წელს „ხელოვნურ
მზეს“ აანთებს

პროფესიები, რომლებსაც მალე ხელოვნურ...

პროფესიები, რომლებსაც
ხელოვნური ინტელექტი
ჩაანაცვლებს

იაპონიაში ადამიანის დასაბანი მანქან...

იაპონიაში ადამიანის
დასაბანი მანქანა შექმნეს

ამერიკელი ქალი 25-წლიანი ქორწინების...

განქორწინება ნამცხვრის
საბაბით