საკნატუნო ამბები

რა საიდუმლოს მალავს მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მდინარე?

fun time

16:00 სამ. 31 აგვისტო, 2021 წელი

მდინარე კანიო კრისტალესი

14
დაკოპირებულია

კანიო კრისტალესი (Caño Cristales) ან, როგორც ადგილობრივებმა შეარქვეს, ხუთფერა მდინარე სათავეს კოლუმბიაში, მაკარენას მთების სამხრეთ ნაწილში იღებს. აქედან ის აღმოსავლეთის მიმართულებით, ჯუნგლებში მიედინება და მდინარე გუაიაბეროს უერთდება. მისი სიგრძე 100 კილომეტრსაც კი არ აღწევს, ხოლო სიგანე 20 მეტრია. მდინარის გარშემო გადაშლილია კანიო კრისტალესის ბუნებრივი ეროვნული პარკი.

 

კანიო კრისტალესი წლის უმეტეს დროს არაფრით განსხვავდება სხვა მდინარეებისგან, მაგრამ
ივლისიდან ნოემბრამდე, როცა წვიმების სეზონი იწყება და წყლის დონე იმატებს, მდინარე წითელ, შავ, ყვითელ, მწვანე და ლურჯ ფერებად იღებება და ნამდვილ ცისარტყელას ემსგავსება.

წითელი შეფერილობა განსაკუთრებით, ცხელ და მზიან დღეებში იმატებს - სწორედ ასეთ ამინდში ურჩევენ ტურისტებს მდინარის მონახულებას.

მდინარის უნიკალური შეფერილობა წყალმცენარეების დამსახურებაა - macarenia clavigera მდინარეს წითლად ღებავს, clavija macarinence მწვანე შეფერილობას აძლევს, ყვითელი და შავი ტონები კი ქვიშის და სხვა წყალმცენარეების დამსახურებაა.

ასე იქმნება ფერთა პალიტრა, რომელიც ნებისმიერ მნახველს აჯადოებს. კანიო კრისტალესი დაგარწმუნებთ, რომ სასწაულების შესაქმნელად ბუნების შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა.

ადგილობრივი ნატურალისტების ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მდინარეში გამოხდილივით სუფთა წყალია, მაგრამ მარილებისა და მინერალების არარსებობის გამო, მისი სასმელად გამოყენება არ შეიძლება. ამავე მიზეზით, ამ კამკამა წყალში თევზი არ ბინადრობს.

კანიო კრისტალესამდე მისასვლელად, ტურისტები ვილიავისენსიოდან მაკარენამდე თვითმფრინავით ჩადიან შემდეგ ნავით მიცურავენ და შემდეგ საფეხმავლო ბილიკებით მიდიან.

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მდინარის წყლებში ცურვა ხელახლა დაბადებას ჰგავს - სრული სიმშვიდის შეგრძნება, სიმსუბუქე, მზე, ცა, მწვანე ხავსით დაფარული, თბილი ქვები და ეს ბროლივით გაჭვირვალე წყალი.

„ბროლის მდინარის“ ნაპირებზე მოხვედრა ზამთარსა და გაზაფხულზე შეუძლებელია - იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მის მცველებს ავალდებულებს, აუზის უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნით უკიდურესი ზომები მიიღონ.

მსოფლიოს მეცნიერები მაკარენას მთიან რეგიონს ბიომრავალფეროვნების საბადოდ მიიჩნევენ. ის ანდების გაჩენის დღიდან არსებობდა და, ექსპერტების აზრით, სწორედ აქედან დაიწყო მცენარეთა სახეობების გავრცელება ამ ტერიტორიაზე.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?

რატომ აშრობენ იტალიელები სარეცხს ქუ...

იტალიური ტრადიციები

ახალი კვლევა — დისტანციური მუშაობა...

დისტანციური მუშაობა და
შობადობის ზრდა

11 ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში საუკ...

11 ქვეყანა, რომელსაც
მსოფლიოში საუკეთესო
მედიცინა აქვს

რატომ არის თვალის მწვანე ფერი იშვია...

რატომ არის თვალის მწვანე
ფერი იშვიათი?