საკნატუნო ამბები

რატომ არ აქვს შვეიცარიას ოფიციალური დედაქალაქი?

fun time

13:30 შაბ. 30 აპრილი, 2022 წელი

რატომ არ აქვს შვეიცარიას
დედაქალაქი

14
დაკოპირებულია

შვეიცარიის მთავარი ქალაქის სტატუსი არც კონსტიტუციაში და არც რომელიმე სახელმწიფო დოკუმენტშია აღნიშნული. 

 

ფაქტობრივად, შვეიცარიის პოლიტიკური ცენტრი, სადაც მთავრობა, პარლამენტი და ცენტრალური ბანკი მდებარეობს, ქალაქი ბერნია.
ციურიხი შვეიცარიის ფინანსურ დედაქალაქად მიიჩნევა;
საერთაშორისო კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სათავო ოფისები კი ჟენევასა და სხვა ქალაქებში მდებარეობს.

როგორც ირკვევა დედაქალაქის არარსებობა ქვეყნის ისტორიას და ტრადიციების პატივისცემას უკავშირდება.
1291-დან 1848 წლამდე შვეიცარია დამოუკიდებელი კანტონების კონფედერაცია იყო. ქვეყნის რეგიონებს ძლიერი ავტონომია და ერთმანეთთან სუსტი კავშირები ჰქონდათ.

1847 წელს შვეიცარიაში ავტონომიის შენარჩუნების მსურველ კათოლიკურ კანტონებსა და ცენტრალური ხელისუფლების მომხრე პროტესტანტებს შორის სამოქალაქო ომი დაიწყო. ამ ომში 1848 წელს პროტესტანტებმა გაიმარჯვეს და შვეიცარია ერთიანი ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ფედერაცია გახდა.

პოლიტიკური წყობის შეცვლის მიუხედავად, შვეიცარიის კანტონები დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებენ. 26 რეგიონიდან თითოეულს საკუთარი კონსტიტუცია, კანონმდებლობა, მთავრობა და დედაქალაქი აქვს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს ოფიციალურ სახელწოდებაში კონფედერაციაც დარჩა - შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური რესპუბლიკა.

რატომ არის შვეიცარია ასე რთულად მოწყობილი?

სახელმწიფო წყობის თვალსაზრისით, შვეიცარია ევროპის სხვა სახელმწიფოებისგან ძალიან განსხვავდება - ქვეყნის მართვასთან დაკავშირებული საკითხების უმეტესობა რეფერენდუმებით წყდება; შვეიცარია საერთაშორისო კონფლიქტებში არასოდეს ერევა და ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი აქვს; გაეროში მხოლოდ 2002 წელს შევიდა.

ქვეყნის ისტორია მე-13 საუკუნიდან იწყება, როდესაც ურის, შვიცის და უნტერვალდენის კანტონებმა ერთმანეთთან საიდუმლო სამხედრო ხელშეკრულება დადეს. ფორმალურად, სამივე ზემოთ ხსენებული რეგიონი რომის იმპერიის ნაწილი იყო, მაგრამ, დროთა განმავლობაში, დამოუკიდებლობა მოიპოვეს. პერიოდულად შვეიცარიელებს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად იმპერიასთან ბრძოლა უწევდათ.

მე-18 საუკუნეში შვეიცარიამ დამოუკიდებლობა საბოლოოდ მოიპოვა. მას შემდეგ ქვეყნის მთავარი ამოცანა ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და მშვიდობიანი განვითარებაა.

***

ვატიკანი - რატომ ეწოდა ამ ქალაქს ეს სახელი?

მხოლოდ ერთი ქუჩა - მსოფლიოს ყველაზე უცნაური ქალაქი

ქვეყანა, სადაც ადვოკატები არ არიან, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი მსოფლიოში ყველაზე მაღალია

დედამიწაზე არსებობს სახელმწიფო ჯარის, ვალუტის, დანაშაულის, უმუშევრობის და საგარეო ვალის გარეშე


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?

რატომ აშრობენ იტალიელები სარეცხს ქუ...

იტალიური ტრადიციები

ახალი კვლევა — დისტანციური მუშაობა...

დისტანციური მუშაობა და
შობადობის ზრდა

11 ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში საუკ...

11 ქვეყანა, რომელსაც
მსოფლიოში საუკეთესო
მედიცინა აქვს