საკნატუნო ამბები

რატომ არ იღიმოდნენ ადამიანები ძველ ფოტოებზე?

fun time

12:00 ოთხ. 7 ივლისი, 2021 წელი

რატომ არ იღიმოდნენ ძველ
ფოტოებში?

14
დაკოპირებულია

ძველი ფოტოების დათვალიერების დროს შეგიმჩნევიათ, რომ ადამიანებს ყოველთვის სერიოზული და „გაქვავებული“ გამომეტყველება აქვთ? როგორც აღმოჩნდა, ამისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზები არსებობდა...

მიზეზი 1 - ექსპოზიციის დრო

პირველ ფოტოგრაფებს საკმაოდ დიდი შრომა სჭირდებოდათ გამოსახულების დასაფიქსირებლად. მკვეთრი კადრის მისაღებად ადამიანები საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გაუნძრევლად უნდა მდგარიყვნენ. საზრიანი ფოტოგრაფები თავისა და მხარის დასაყრდენს იგონებდნენ, რათა კადრში კლიენტები უკეთ დაეფიქსირებინათ. ბუნებრივია, ერთი წუთის განმავლობაში და თან მოუხერხებელი ფიქსატორებით გაღიმებული სახის მიღება რთული იყო, ამიტომ ფოტოხელოვნების ოსტატები არც კი სთავაზობდნენ კლიენტებს გაღიმებას.

მიზეზი 2 - კადრის სისწორე

XIX საუკუნის შუა წლებამდე ფოტოგრაფირებით მხოლოდ პროფესიონალები იყვნენ დაკავებულები, რომლებიც საუკეთესო კადრის მისაღებად ტექნოლოგიების გაუმჯობესებას ცდილობდნენ. ფოტოს გადაღება ძვირი სიამოვნება იყო და თუკი ოჯახი ფოტოს გადაღებას გადაწყვეტდა, ამ „ღონისძიებისთვის“ სერიოზულად ემზადებოდნენ. მომზადებაში კი კადრში ადამიანების „სისწორე“ იგულისხმებოდა და არა გაღიმებული სახეები.

მიზეზი 3 - ცუდი კბილები

საუკუნის წინ სტომატოლოგიური მომსახურება „უცხო ხილი“ იყო. პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მხოლოდ ერთი გზით იკურნებოდა - კბილის ამოღება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფოტოგრაფები კლიენტებს განზრახ არ სთავაზობდნენ გაღიმებას, რათა საუკეთესო გამოსახულება გამოსვლოდათ და კადრში უკბილო პირის ღრუ არ გამოჩენილიყო.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ გაჩნდა დაბადების დღის აღნიშვნ...

როგორ გაჩნდა დაბადების
დღის აღნიშვნის ტრადიცია

გაგიმარჯოს! — როგორ გაჩნდა ჭიქების...

როგორ გაჩნდა ჭიქების
მიჭახუნების ტრადიცია

ვინ იყო კაცი, რომელიც ერთდროულად, 2...

ფელა ანიკულაპო კუტი

რატომ ითრევს ჭაობი ადამიანს?

ჭაობები საქართველოში

რატომ გაიზარდა საფრანგეთში სიგარეტზ...

რატომ გაიზარდა
საფრანგეთში სიგარეტზე
მოთხოვნა

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარ...

რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში