საკნატუნო ამბები

რატომ არ იყო ვერსალში ტუალეტები?

fun time

17:05 ხუთ. 7 ივლისი, 2022 წელი

ვერსალის სასახლე

14
დაკოპირებულია

ზოგმა ისტორიულმა ცნობამ შეიძლება ერთდროულად შოკი და გაოცება გამოიწვიოს. ვნახოთ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის ვერსია, რომ პარიზის გარეუბანში მდებარე საფრანგეთის მეფეების სადღესასწაულო სასახლეში ტუალეტები არ არსებობდა. 

საფრანგეთის მეფის ლუი XIV მმართველობამდე ფრანგი მონარქების რეზიდენცია ლუვრში მდებარეობდა, მაგრამ „მეფე მზემ“ გადაწყვიტა, პოლიტიკურ პროცესებს გარიდებოდა და პარიზის გარეუბანში ახალი სასახლე აეგო.

ამბობენ, რომ მეფის გადაწყვეტილების ნამდვილი მიზეზი შური იყო - ფინანსთა მინისტრ ფუკეს ახალი სახლის დათვალიერების შედეგ ლუი მიხვდა, რომ მინისტრის სახლი ლუვრზე ლამაზი იყო, ამიტომ ახალი სასახლის მშენებლობა დაიწყო. რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს, ის 1661 წელს დააპატიმრეს.

თავდაპირველად, ლუდოვიკომ ვერსალის ასაშენებლად 1000 მუშა გაგზავნა, თუმცა მოგვიანებით, მშენებელთა რაოდენობა 30-ჯერ გაიზარდა. ხალხი დაუღალავად მუშაობდა დღე და ღამე. მშენებლობაში ჯარისკაცებმაც მონაწილეობდნენ. უსაფრთხოების ზომების არარსებობის გამო, ხშირი იყო მუშების გარდაცვალების შემთხვევები. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ როცა მეფემ მუშების დაღუპვის შესახებ შეიტყო, მათი ოჯახებისთვის სოლიდური კომპენსაციის გადახდა ბრძანა.

როდესაც სახელმწიფო ხაზინაში მდიდრული სასახლის ასაშენებელი ფული გამოილია, მეფემ ვერსალის ოთახების გაქირავება და ამ გზით მშენებლობის დაფინანსება გადაწყვიტა. მალე ნაჩქარევი მშენებლობის შედეგებმა თავი იჩინა - სასახლეში ბუხრები არ მუშაობდა, ფანჯრებიდან და კარებებიდან ქარი უბერავდა. მალე აღმოჩნდა, რომ არქიტექტორებს მდიდრულ სასახლეში ტუალეტების დაპროექტება დაავიწყდათ.

მეფე ლუი XIV ბუნებრივი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საკუთარ მოძრავ კაბინებს იყენებდა, სამეფო კარის დიდებულებს კი ამ მიზნისთვის ღამის ქოთნები ჰქონდათ.

სასახლეში უამრავი ღამის ქოთანი ინახებოდა, მათ შორის, ზოგი ჩვეულებრივი იყო, ზოგი კი სავარძლებში ან კარადებში შენიღბული.

ამის გამო სასახლეში გამუდმებით უსიამოვნო სუნი იდგა, ამიტომ მეფის ბრძანებით, სასახლის სტუმრებს დიდი რაოდენობით სუნამო უნდა ეპკურებინათ.

ფეკალიებს ქუჩაში ან სასახლის ეზოში ღვრიდნენ, რადგან ამ დროს საფრანგეთში საკანალიზაციო სისტემა არ არსებობდა. გიდები, რომლებიც ვერსალში მუშაობენ, ხშირად აღნიშნავენ, რომ სასახლის ზოგ ნაწილში უსიამოვნო სუნი დღემდე იგრძნობა.

იცით ამ ამბების შესახებ? 👇

ქართველი ქალი, რომელმაც პარიზს საქართველო შეაყვარა

ტრაგიკული ბედის ქართველი გოგო, რომელიც პარიზში მის მსოფლიო გახდა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მინგუნის ზარი - უნიკალური გიგანტი,...

მინგუნის ზარი

ამერიკაში მოტორიზებული თხილამურები...

ძრავიანი თხილამური

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა