საკნატუნო ამბები

რატომ ღებავენ შვეიცარიის ციხეებში საკნებს ვარდისფრად?

fun time

15:15 კვი. 19 მაისი, 2024 წელი

ვარდისფერი საკნები

14
დაკოპირებულია

1979 წელს შვეიცარიაში საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა - რამდენიმე ციხეში საკნები სხვადასხვა ფერში შეღებეს და პატიმრებზე დაკვირვება დაიწყეს.

ექსპერიმენტის შედეგები საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა:

ცისფერ საკნებში პატიმრებმა დამატებითი საბნები მოითხოვეს, რადგან ეჩვენებოდათ, რომ ძალიან აცივდა, თუმცა ტემპერატურა არ შეცვლილა.

ნარინჯისფერ საკნებში პატიმრებს პირიქით, ძალიან დასცხათ და ღამით საბნის გარეშე ეძინათ.

ყვითელ საკნებში მყოფი პატიმრები მოულოდნელად წიგნების კითხვით, ჭადრაკის თამაშით და ახალი ცოდნის მიღებით დაინტერესდნენ.

მწვანე საკნების პატიმრები კი ისეთი მომთმენები გახდნენ, როგორც არასდროს

მაგრამ მკვლევარები ყველაზე მეტად ვარდისფერი კამერების ბინადრებმა გააოცეს - ვარდისფერმა პატიმრების აგრესია საგრძნობლად შეამცირა. ვარდისფერ კამერებში ყველაზე აგრესიული პატიმრებიც კი სწრაფად მშვიდდებოდნენ.

მას შემდეგ შვეიცარიის ყველა ციხეში რამდენიმე მთლიანად ვარდისფრად შეღებილი საკანია, სადაც ყველაზე აგრესიულ პატიმრებს ათავსებენ.

***

მსგავსი კვლევები აშშ-შიც ჩატარდა. ამერიკელმა მეცნიერმა, ალექსანდრე შაუსმა ვარდისფერი ელფერი (P-618 ან Drunk-Tank Pink) აღმოაჩინა, რომელიც ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს ყველაზე მეტად ამშვიდებს. ქვედა ფოტოზე სწორედ ამ ელფერს ხედავთ.

ცნობისთვის, Drunk-Tank Pink ნათელი ვარდისფერია, რომელიც შაუსის ექსპერიმენტებში ადამიანის ქცევაზე მისი გავლენის შესასწავლად გამოიყენებოდა. აღმოჩნდა, რომ ამ ფერს ადამიანების დამშვიდება და აგრესიული ქცევის შემცირება შეუძლია.

პოლიციის განყოფილებებში ამ ფერის კამერებს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების მოსათავსებლად იყენებდნენ.

მას შემდეგ, რაც შააუსის კვლევას გაეცნენ, ორმა ამერიკელმა ციხის მცველმა, ბეიკერმა და მილერმა ციხის რამდენიმე საკანი P-618-ით გააფერადა. ექსპერიმენტი 156 დღე გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში პატიმრების მხრიდან უმართავი ან მტრული ქცევის შემთხვევები არ ყოფილა. ვარდისფერ საკანში გატარებული 15 წუთი საკმარისი იყო აგრესიული შესამცირებლად და ეს ეფექტი ოთახიდან გასვლიდან ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ესეც საინტერესოა:

5 წიგნი, რომელიც ციხეში დაიწერა

ვინ იყო გენერალი, ვინც 14 წელი ციხეში საკუთარი სურვილით გაატარა

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გადაიხადეთ ფული და იცხოვრეთ ციხის საკანში, პატიმრებთან ერთად


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ღილაკიანი ტელეფონი vs სმარტფონი — რ...

ღილაკიანი ტელეფონი vs
სმარტფონი

ოკეანეს ფსკერზე მომავლის ქალაქი აშე...

მომავლის ქალაქი OCEAN SPIRAL
ოკეანეს ფსკერზე

კვლევა: თუ გსურთ გოგოს მოეწონოთ, ნუ...

კვლევა: თუ გსურთ გოგოს
მოეწონოთ, ნუ იღიმით!

ყველაზე ძვირად ღირებული ქსოვილი მსო...

ყველაზე ძვირად ღირებული
ქსოვილი მსოფლიოში

ნამიბიის ვარდისფერი მაცივარი - უდაბ...

ნამიბიის ვარდისფერი
მაცივარი

ხორცი, რომელიც 15 წელი ინახება – ფრ...

ფერმერი ალექსანდრე
პოლმარი

5 ქვეყანა, რომელსაც ბირთვული ომის შ...

5 ქვეყანა, რომელსაც
ბირთვული ომის
შემთხვევაში გადარჩენის
შანსი აქვს

რატომ ამრავლებდნენ II მსოფლიო ომის...

რატომ ამრავლებდნენ ომის
წლებში ბაბუაწვერას?

ახალი კვლევა: ქალის მენჯის ფორმა ჯა...

მენჯის ფორმა და
ჯანმრთელობა