საკნატუნო ამბები

რატომ კიდია ელექტროსადენებზე ფეხსაცმელები?

fun time

16:00 ხუთ. 1 აგვისტო

შუფიტი

14
დაკოპირებულია

ამ უცნაურ სანახაობას რომელიმე ქვეყანაში აუცილებლად შენიშნავდით. მას „შუფიტს“ უწოდებენ, რაც ინგლისური სიტყვებიდან “shoe” + “graffiti” (ფეხსაცმლის გრაფიტი) მომდინარეობს. მაინც, რატომ კიდია ელექტროსადენებზე ფეხსაცმელები? ამ უცნაური ტრადიციის წარმოშობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს: 

1. ამბობენ, რომ „შუფიტი“ ამერიკელი ჯარისკაცების ტრადიცია - ამერიკელი ჯარისკაცები სამხედრო სამსახურის დასრულებას ემოციურად აღნიშნავენ და ამ დღეს ყველაფერს, რაც ხელში მოჰყვებათ, ჰაერში აგდებდნენ. ასე აღმოჩნდა ჰაერში პირველი წყვილი ფეხსაცმელი, რაც მოგვიანებით, ტრადიციად დამკვიდრდა.

2. ერთ-ერთი ვერსიით, ეს სტუდენტების ტრადიცია - ამ ვერსიის თანახმად, სტუდენტები ამ სახით სწავლის დასრულებით გამოწვეული სიხარული გამოხატავენ.

3. იმასაც გეტყვიან, რომ „შუფიტი“ ამ ადგილზე დაღუპული ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად კეთდება. ასევე, ბევრს გულწრფელად სჯერა, რომ სადენებზე მოკონწიალე ფეხსაცმელი მომავალ ცხოვრებაში გამოადგება. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ადრე თუ გვიან გარდაცვლილი ადამიანის სული დედამიწაზე ბრუნდება და ფეხსაცმელი დასჭირდება. ასეა თუ ისე, ამ უცნაურმა ტრადიციამ ბევრ ქვეყანაში ფეხი მოიკიდა, ახალ ზელანდიაში კი ჰაერში ფეხსაცმლის სროლის ჩემპიონატიც კი ტარდება

4. კიდევ ერთი ვერსიით, „შუფიტის“ შორიახლოს ნარკოტიკები იყიდება - თუ ნიუ-იორკში ან ლოს-ანჯელესში სადენებზე დაკიდებული ფეხსაცმელი დაინახეთ, იცოდეთ, რომ ახლომახლო ნარკოტიკებს ყიდიან. ფეხსაცმლის ფერი და სტილი განსაზღვრავს კონკრეტულად რისი ყიდვა შეგიძლიათ: მარიხუანის, კოკაინის თუ ჰეროინის.

5. დაბოლოს - ზოგი მიიჩნევს, რომ „შუფიტი“ბარი ლევინსონის საკულტო ფილმის „ძაღლის კუდის ქიცინი“ (Wag the Dog) გამოძახილია, რომელშიც დასტინ ჰოფმანი და რობერტ დე ნირო თამაშობენ. ფილმში უბრალო ამერიკელი ადამიანები სადენებზე ფეხსაცმელების აყრით ალბანეთში დავიწყებულ ჯარისკაცის მხარდაჭერას გამოხატავდნენ. მსგავსი სცენები არის ფილმებში: "დიდი თევზი", "თავისუფლების მწერლები", "მაიკის მსგავსად", "ველურები“ და ა.შ.

ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ ღებავენ შვეიცარიის ციხეებში საკნებს ვარდისფრად?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მსოფლიოს ყველაზე მოკლე საზღვარი, რო...

პლანეტაზე ყველაზე პატარა,
85 მეტრიანი საზღვარი.

ყვითელი ნისლი - როგორ შეცვალა „დიდმ...

ლონდონის დიდი სმოგი

ვინ არის კაცი, ვინც პლანეტის ეკოლოგ...

იაპონელი ეკოაქტივისტი
იძავა მასანა

სოფელი კუნძულზე, სადაც ჭადრის ხეს „...

ბურსა, სოფელი გოლიაზი

მამაკაცს 14 წელი ხელფასი ისე ერიცხე...

ესპანელი ჩინოვნიკის
ამბავი

სიდნეის ყველაზე ცნობილი ადგილი - სა...

ზამიტების ოჯახის სახლი

მიწაში ნაპოვნი „ფერარის“ ამბავი

გაახლებული „ფერარი“

13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ...

კორნელიუს ანდერსონის
უცნაური ამბავი

„მოცურავე წყალში გადახტა და მაშინვე...

ოლიმპიური ანტირეკორდები