საკნატუნო ამბები

სიდნეის ყველაზე ცნობილი ადგილი - სახლი, რომელიც შეუფასებელია!

fun time

16:06 კვი. 18 აგვისტო, 2024 წელი

ზამიტების ოჯახის სახლი

14
დაკოპირებულია

ეს ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეის ყველაზე ცნობილი სახლია და მასში ზამიტების ოჯახი ცხოვრობს. ოჯახი  2 ჰექტარ მიწის ნაკვეთს წლების ფლობს და მის გაყიდვაზე კატეგორიულ უარს ამბობს. 

 

ეს სახლი ზამიტების ოჯახმა 1934 წელს ააშენა.

ოდესღაც ზამიტების მეზობლებსაც ასეთივე დიდი მიწის ნაკვეთები, ლამაზი სახლები და აყვავებული ბაღები ჰქონდათ, თუმცა უძრავი ქონება სამშენებლო კომპანიებს მიჰყიდეს და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ.

ზამიტების გარშემო მწვანე სივრცე ნელ-ნელა შემცირდა და უამრავი ერთნაირი სახლი აშენდა. ზემოდან თუ დავხედავთ, ზამიტების სახლი ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკს წააგავს - ეს არის „ბეტონის ჯუნგლებში“ ჩაკარგული მწვანე ოაზისი, რომლის ირგვლივ ნაცრისფერი სახლების მოჩანს.

სულ ახლახან სამშენებლო კომპანიებმა ზამიტების დაყოლიება კიდევ ერთხელ სცადეს და უძრავ ქონებაში რეკორდული თანხა - 50 მილიონი ავსტრალიური დოლარი (33 მილიონი ამერიკული დოლარი) შესთავაზეს. სიდნეის გარეუბნისთვის ეს რეკორდულად მაღალი ფასია, თუმცა ოჯახმა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს კარი ცხვირწინ მიუხურა.

აშკარაა, რომ ზამიტებს ფული არ აინტერესებთ და საკუთარი სახლი ძალიან უყვართ.

„ადრე ჩვენს გარშემო ამწვანებული ბაღები და წითელი აგურისგან აშენებული ლამაზი სახლები იყო. თითოეულ სახლს გარშემო დიდი ღია სივრცე ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ჩვენი სახლი ძალიან მოგვწონს და მას არანაირ ფასად არ შეველევით,“ - ამბობს 50 წლის დაიან ზამიტი.

აღსანიშნავია, რომ ზამიტების მეზობლად, ახალ სახლებში მცხოვრებ ადამიანებს მათი პრინციპულობა ძალიან ახარებთ და მოსწონთ, რომ მათ ხალხმრავალ უბანში მწვანე ზონა დარჩა.

„ძალიან გვიხარია, რომ ზამიტებმა სახლის გაყიდვაზე უარი თქვეს და ამ რაიონში ერთი მწვანე ზონა მაინც დარჩა. ეს თავისუფალი სივრცის განცდას ქმნის. გვიხარია, რომ ჩვენს მეზობლად დიდი მწვანე გაზონია, სადაც ჩვენს შვილებს უსაფრთხოდ თამაში შეუძლიათ. იმედი გვაქვს, რომ ზამიტები აქ დარჩებიან და ამ სასიამოვნო განცდას არ დავკარგავთ,“ - ამბობს ზამიტების მეზობელი.

ესეც დაგაინტერესებთ:

კლდეზე აშენებული 117 წლის სახლი

იაპონიაში აღმოაჩინეს ოჯახური სასტუმრო, რომელიც 13 საუკუნეა, მუშაობს!

როგორ ააშენა ჰიტლერმა გერმანიის ყველაზე გრძელი სახლი და ვინ ცხოვრობს დღეს აქ?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ცოლ-ქმარი 12-ჯერ დაქორწინდა და განქ...

ქორწინება თაღლითური
მიზნისთვის

დიდი უიღბლობის ამბავი - მამაკაცი 20...

დიდი უიღბლობის ამბავი

რატომ ღებავენ თვითმფრინავებს თეთრად...

რატომ ღებავენ
თვითმფრინავებს თეთრად?

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი